... (Q-622), XIX ს.

39. თუცა ქალია ჴელმწიფედ მართ ღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მის მზეებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

40. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამისპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა ჯერეთ უწვერული სადარო ბროლ მინა საცნობარისა მას თინათინის შვენება კლევდის წამწამთა ჯარისა

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქს გულ მოკლულად

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხუდა სიამე ვსება სჭირს მისო ქალისა თქვა ზედა ზედა მამხუდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუთუ ვით ვჰპოო წამალი მე ჩემი ფერ გამქრქალისა

43. არაბედს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან მან განანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

44. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი განმრავლდა ხასისა ავთანდილ პირ მზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი თქუჱს უთქმელია ფასისა

45. თინათინ მიყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ჴელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ უჭურეტს ყოველთა ცნობითა ზე მხედველითა

46. უკუდგეს და თაყუანი სცეს მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა ქალი ტირს და ცრემლსა აფრქუჱვს ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა

47. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა ამად ტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე ჰსწვრთის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ჴარ მეფე არაბეთს ჩემგან ჴელმწიფედ ხმობილი აქადგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წურილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

50. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგინიც ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრამ მზე თინათინებდა

52. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მომართვით ჩემი ყოველი ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებ ს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა

54. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მუასხი რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქუჱ ნაბამსა ნასუქარსა რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქარსა არ დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა

56. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ლხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა

57. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ მჭურეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია სთქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

58. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვჰკითხოთ გვითხრას რაცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა