... (Q-622), XIX ს.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვედ ქნევა მართ აგრევე მელექსეთა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა

21. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არა ქნას სიტყვა მცირობა ხელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

22. მოშაირე არა ქვიან თუ სადმე თქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ გონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი უმსგავსო და შორი შორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

23. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოკულენ ხელად აქუს ხოცა ნადირთა მცირეთა

24. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

25. ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოვლსა მისთვის ჴელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს

26. ჩემი აწ სცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მიჩნს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით ქვემორე მითქვამს მიქია

27. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მამცემი აღმა ფრენათა ვინცა ეცდების თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა

28. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკუიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშურების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან ვთქვენ ხელობანი ქვენანი რომელნი ჴორცთა ხვდებიან მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგთა აქუს საღ~თო სიახლე დაშურების აღმა ფრენითა კულავ ზოგთა ქუჱ უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა

30. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურა ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა იახლების

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

32. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღ~თისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კულავ მოუბნარი წყლიანი

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭურეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ჴამს მისად მაქებრად და ენა ბევრად დასული

34. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო მისგან მზე საწუნარია მეფემან იხმნა ვაზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხა დაუწყო მათ ამო საუბაროსა

35. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვკვდები; სოფელი ასრე მქმნელია რაღა იგია სინათლე რასაცა ახლავს ბნელია ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია

37. ვეზირთა კადრეს მეფეო რად ბრძანეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა გუმართებს აზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა კადრა მტერობა

38. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ხმდა გაღანამცა საქნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია