... (Q-797), XIX ს.

20. რაცა თქვენთვინ არ ვარგიყოს, საჭურჭლესა დასადებლად჻ მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა გასადებლად჻ ნურა ნუ გშურს საქონელი, ჩემი ჩემთვის წასაგებლად჻ თქვენგან კიდე არვინ მივის, ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად჻

21. ამას იქით ჩემგან ჩემი, ამბავიცა არ გეცნევის჻ ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს არ გეთნევის჻ არას არგებს ეშმაკისა, საქმეთაგან დაეძლევის჻ შემინდევ და შემივედრე, მკუდარსა რაღა გარდმეჴდევის჻

22. გვედრებ მეფეო შერმადინს,მონასა ჩემსა რჩეულსა჻ ნაკად აქუს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა჻ ნუგეშინის ეც წყალობად, ჩემგან წყალობა ჩვეულსა჻ ნუ დაადინებ თვალთაგან, ცრემლთა სისხლითა ფრქუეულსა჻

23. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ჴელითა჻ აჰა გამზრდელო მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა჻ ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა჻ სუფევითმცა ხარ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა჻

24. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა჻ უთხრა ჰკადრეო მეფესა, საქმითა მეცნიერითა჻ შენ დაგამეტებს ვერავინ, საქმითა მეცნიერითა჻ მოეხვია და ატირდა, ცრემლითა სისხლთა ფერითა჻

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი჻

25. ილოცავს იტყვის მაღალო, ღ~თო ჴმელთა და ცათაო჻ ზოგჯერ მამცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო჻ უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო჻ მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო჻

26. ღ~თო ღ~თო გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა჻ შენ დაბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა჻ მე სოფელმან მამაშორვა, უკეთესსა ჩემსსა მზესა჻ ნუ ამოფხვრი სიყვარულსა, მისსა ჩემთვის დანათესსა჻

27. ღ~თო ღ~თო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე჻ შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე჻ მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე჻ თუღა დავრჩე გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირიდე჻

28. რა ილოცა ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა჻ შერმადინცა დააბრუნა, თუმცა ვამნი ადიადნა჻ მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა჻ პატრონისა ვერა მჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა჻

29. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავყვე წამავალსა჻ არ შეექნა დარბაზობა, მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა჻ რა გათენდა ქუში ადგა, გაუს თუ ადენს პირით ალსა჻ ჴმობა ბრძანა ვეზირისა, მიიყუანდეს შიშით მკრძალსა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა჻

30. რა ვეზირი მოწიწებით, დარბაზს ნახა შემოსრული჻ როსტან უთხრა არა მაჴსონს, გუშინდელი შენგან ქნილი჻ მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული჻ აზომ რომე გაგათხოვე, შენ ვაზირი გულის გული჻

31. თუ რად მაჴსოვნს რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგჴადე჻ მართლად უთქუამს მეცნიერთა, წყენააო ჭირთა ბადე჻ ესე გვარსა ნუ ოდეს იქ, საქმე ხოლე გაიცადე჻ აწ მითხარ თუ რას იტყოდი, თქჳ და სიტყუა გააკვლადე჻

32. კულავ მოახსენა ვეზირმან, სიტყუა ნაგუშინდელევი჻ რა გაიგონა შესთვალა, პასუხი არ ნაგრძელევი჻ შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი჻ კულავ ამის მეტად ნუ მასმენ, თვარე მე სულად გელევი჻

33. რა გამოვიდა ვაზირმან, ძებნა ვერ პოვა მინანი჻ მართ გაპარვასა უთხრობდეს, მონანი ცრემლთა მდინანი჻ მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი჻ ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს, რაცა ვთქვი მასცა ვინანი჻

34. რა ვეზირი არ შევიდა, კულავ მეფემან კაცი გზავნის჻ კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასვლა ვერვინ გაამჟღავნის჻ როსტანს ეჭუი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის჻ თქვა უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის჻

35. თავ დადრეკით იგონებდა, გულსა ქონდა ჭმუნვა დიდი჻ უში ქნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას მიდი჻ მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი჻ რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი჻

36. კულავ შევა დარბაზს ვეზირი, დაღრეჯით არ მხიარულად჻ მეფემან ჰკითხა წასრულა, მზე დაუდგრომლად მთვარულად჻ მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო დარულად჻ მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად჻

37. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის მეტნი჻ მოსთქვამს სიტყვით ვაი გაზრდილო,ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი჻ პირსა ხოკით წვერსა გლეჯით, გააკვირნა მისნი მჭვრეტნი ჻ სად წახენ და სად დაკარგენ, სინათლენი ეგე სვეტნი჻