... (Q-797), XIX ს.

57. მარტო მოსთქმიდის ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი჻ მინდორს თხა მოკლის სადაცა, ადგილი დახვდის კლდიანი჻ შეწვის ჭამის და წავიდის, პირ მზე გულ მარიხიანი჻ იტყვის დავყარენ ვარდნი, და აჰა მე ვაგლახიანი჻

58. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა჻ მიუბნობდის რას მოთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა჻ ზოგან თოვლი გაეწითლის, ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა჻ ქვაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა჻

59. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწვთების჻ ვით იამა სიხარულსა,მართ ვეღარას ვერ მიხვდების჻ ყმა გარდახდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების჻ კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა უცხო იამების჻

60. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა჻ ქალი ატირდა ცრემლითა,ზღვათაცა შესართავითა჻ ეტყვის რა წახველ გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა჻ აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა჻

61. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე,ჰკრეს ლახუარი გულსა შუა჻ ქალსა ეტყვის აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა჻ იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე ვით მეცრუა ჻ ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა჻

62. თუ უმისოდ სოფელს ყოფა, რათგან ჭირად არ მიღირდა჻ რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო რა მისჭირდა჻ მან გატეხა ზენარისა, რად შემართა ვით გაჰპირდა჻ მაგრა ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა჻

63. კულავ ქალი ეტყვის მართლა ხარ, მაგისა დამძიმებასა჻ მაგრა რა გაბრჭო მართალი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა჻ არ გული უნდა ფიცის, და პირისა გასრულებასა჻ იგი უგულო მოელის,მართ დღეთა შემოკლებასა჻

64. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედან ჰკიდიან჻ რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან჻ უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან჻ შენ არ გინახავნ არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან჻

65. შენ უმართლე ხარ ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა჻ მაგრა ვით ითქმის ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა჻ ენა გაშვრების გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა჻ ამას მით ვაზრობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა჻

66. ჯერთ მისი მზგავსი სასჯელი, არცა ვის ამბად სმენია჻ თუ არა კაცთა სასჯელი, ქვათაცა შენაძრწენია჻ დიჯლადცა კმარის მას რომე, თვალთაგან ცრემლი სდენია჻ თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია჻

67. მას წამავალსა ვკითხევდი, დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა჻ მოვიდეს რა ქმნას ავთანდილ, მისსა დამვედრე დობულსა჻ მიბრძანა მოღმა მნახვიდეს, მე მისთვის გაცუდებულს჻ ამათ არ დავყრი არეთა, არ გავსტეხ მის ქადებულსა჻

68. მას ზენაარსა არ გაუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები჻ მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები჻ თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები჻ ცოცხალი დავხვდე უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები჻

69. ჩემთვის გარდახდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა჻ ოდენ მოდენა ცრემლისა, მჭირს ველთა მოსალბედისა჻ მსჯის გამრავლება ჴელქმნისა, სულთქმისა ზედა ზედისა჻ დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახე ნაქმარი ბედისა჻

70. ესე აარაკი მართალი,ჩინს ქუასა ზედა სწერია჻ ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია჻ აწ ზაფრანია ვის წინა, ვერ ვარდი გვანდის ვერ ია჻ თუღა მონახავ მონახე, ქენ რაცა შენი ფერია჻

71. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად჻ მაგრა გაბჭევ რა მიქნია, სამსახური ტყვესა ტყვისად჻ გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად჻ მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად჻

72. ბროლ სადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ჻ მას მოვშორდი ვერ ვიახელ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ჻ გამოპარვით წამოსვლითა, ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ჻ ნაცულად მათთა წყალობათა, მათნი გულნი შევაურვენ჻

73. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღ~თსაგან დიდად ცხოველი჻ მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი჻ მას უორგულე წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი჻ მისი შემცოდე ღ~თისაგან, კარგსა არაღას მოველი჻

74. ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა჻ არ უტყუვე და მოვსულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა჻ აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა჻ ცუდ მაშურალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა჻

75. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მამცემს ჟამი და დრო჻ არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავაადრო჻ წავალ ვძებნი ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო჻ თვარამ ბედი აზომ თურმე, მიკვეთს ღ~თსა რაღა ვჰკადრო჻

76. ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა჻ ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა, შამბი გავლო ველს გავიდა჻ ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა჻ რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა჻