... (Q-797), XIX ს.

77. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მხედსა჻ რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა჻ ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა჻ მოვკუდე თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა჻

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი჻

78. მოყვარემან ვარდის კონა,გულსა მკრა და დამიწყლულა჻ იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა჻ მას თუ გამყრი საწუთროვო, ჩემი ლხინი გარდასრულა჻ სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა჻

79. კულავ იტყვის მიკვირს ნაღველი, კაცისა მე ჭკუიანისა჻ რა ჭმუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა჻ სჯობს გამორჩევა აზრობა, საქმისა დასაგვანისა჻ აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამ ტანისა჻

80. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქვეველი჻ ეძებს უძახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი჻ სამ დღემდი მოვლო მრავალი, ჴევი შამბნარი ტყე ველი჻ ვერ პოვა მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი჻

81. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე჻ რად შემასწარ ამა ბედსა ჩემსა, რა სასჯელი მამივლინე჻ გამკითხველო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე჻ დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ჩემი გამილხინე჻

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცნა჻

82. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერ შეცვლილი჻ ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი჻ ნახა შავი შამბთა პირსა, დგა სადავე უკუყრილი჻ თქვა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი჻

83. რა შეხედნა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა჻ აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა჻ ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა჻ ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა჻

84. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა჻ ახლოს მყოფი სიკვდილსაღა, ჯდა და პირი დაებღნიჯა჻ საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა჻ მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა჻

85. ერთკენ უც ლომი მოკლული, და ხმალი სისხლ მოცხებული჻ კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო, მკუდარი ქვე დანარცხებული჻ მას წყაროსაებრ თვალთაგან, ცრემლი სდის გაფიცხებული჻ მუნ აგრე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინვარე ცხებული჻

86. თვალთა ახმადცა ზარ ედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა჻ მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა ნობასა჻ ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა჻ ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა჻

87. ჴელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა჻ ახლოს უზის და უყივის, მართ სახელდობით სახელსა჻ იტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა჻ მას არა დია შეესმის, რეტსა თვალ დაუფახველსა჻

88. ესე ყველაი ასრეა რაცა, აწ ჩემგან თხრობილა჻ ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან,ცოტადრე მოაცნობილა჻ მაშინღა იცნა აკოცა, მოეჭდო მოეძმობილა჻ ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა჻

89. უთხრა ძმაო არ გიტყუვე, გიყავ რაცა შემოგფიცე჻ გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე჻ აწ დამეხსენ სიკვდილამდის, ვიტირო და თავსა ვიცე჻ მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთ საჭემლად არ მივიცე჻

90. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა჻ ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა჻ ვის უქნია შენი მსგავსი, სხვათა კაცთა ნათესავსა჻ რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა჻

91. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი, ბრძენნი აპირებენ ამა პირსა჻ ჴამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა჻ ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა ვით ქვიტკირსა჻ თავისისა ცნობისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა჻

92. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ჻ მინდორს ტირ და მხეცთა ახლავ,რას წადილსა აისრულებ჻ ვისთვის კუდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიმდურვებ჻ თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ჻

93. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ საჴმილნი სდებიან჻ ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან჻ მითხარ უსახო რა ქნილა, სულნი რად ამოგხდებიან჻ არ იცი ვარდნი უეკლოდ, არავის მოუკრებიან჻

94. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა, რამან შეგქმნა ტანად პირად჻ მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რადგან ჭირად჻ მან ჰთქვა ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს იქნების რაცა ძვირად჻ ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად჻