... (Q-930), XVII ს.

1376. შიგნითა: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისად: თქუენ: გარეთ: კართა: ეცენით: ყოველნი: მგზავსად: გმირისად: კლიტეთა: დავლეწ: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისად: თუ: თქუენი: სჯობდეს: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისად:

თათბირი ტარიელისა და კიდეც გათავება:

1377. ტარიელ: უთხრა: მე: თქუენი: ვცან: გმირთა: მეტი: გმირობა: თქუენსა: ძალგულსა: თქუენივე: ჰგავს: თათბირობა: პირობა: ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ჴრმალთა: ღირობა: კაციმცა: მაშინ: თქუენ: გახლავს: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა:

1378. მაგრა: იყუენით: ჩემთუისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა: ჴმა: ესმას: ჩემსა: ხელმქმნელსა: ზედა: გარდმოდგეს: მზე: ვითა: თქუენ: გჰქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა: ესე: მე: დამსურის: ნუ: უბნობთ: სიტყვითა: თქუენ: სათნევითა:

1379. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვქმნათ: ჩემი: მონახსენები: გავიყოთ: კაცი: ასასი: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები: სამთავე: სამგნით: მივმართოთ: ფიცხლად: დავსხლიტოთ: ცხენები: მოგვეგებვიან: ვემცრობით: ჩვენ: ჴრმალსა: მივსცემთ: მძლედ: ნები:

1380. ვინცა: შეუსწრას: ფარავსმცა: მას: ღ~თისა: საფარველია: კარნი: დალეწნეს: დახოცნეს: ყოველი: კართა: მცველია: სამთავე: იქით: მივმართოთ: მაშინ: აღარა: ძნელია: ძლევა: მან: მოგვცეს: რომელი: სათქმლადცა: საზარელია:

1381. ფიცხლად: შევებნეთ: შევსჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა: სამთაგან: ერთი: შეუვალთ: სხუა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა: [.......................................................]მივსცნეთ: სისხლისა: ღვარებსა: ჴელი: კულა: ვჰხადოთ: აბჯარსა: მას: ჩვენგან: მძლედ: ნაჴმარებსა:

1382. ფრიდონ: უთხრა: შემიგია: გამიგია: ვიცი: მე: რა: მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: წამოასწრობს: კართა: ვერა: ოდეს: გიძღვენ: არ: ვიცოდი: ქაჯეთს: გუინდა: ქაჯთა: მღერა: [.....................................................................................................]

1383. [......................................................................................] [......................................................................................] [.....................................................................................] ორნივე: ერთგან: უბნობდეს: ამოთა: საუბნარითა:

1384. ტარიელსცა: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს: მიულოცეს: გამარჯვება: ერთმანერთი: მოკითხეს: არა: სჭირდა: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს: თავნი: მათნი: გაალომეს: მათი: მბრძოლი: იშულეს: ითხეს:

1385. სამასისა: კაცისაგან: ასსამოცი: შეჰყოლოდა: ფრიდონს: უმძიმს: სპათა: მისთა: მაგრა: ცალკერძ: უხაროდა: მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაცა: მბრძოლი: დარჩომოდა: რომე: ჰპოვეს: საჭურჭლენი: აწმცა: თვალვა: ვით: ითქმოდა:

1386. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: პოეს: მალები: სამიათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თვალები: თუალი: ყუელაი: დათლილი: იაგუნდი: და: ლალები: იგი: მზე: შესუეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები:

1387. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია: წამოიყუანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგვრა: ძნელია: ზღვათა: ქალაქსა: მიმართეს: თუ[...................... ]გრძელია: თქუეს: ფატმან: ვნახოთ: მუქაფა: გუაც[..............................]

ზღუათა: მეფესთან: წასვლა: და: ტარიელის: ქორწილი:

1388. ზღუათა: მეფესა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი: შესთუალა: მოვალ: ტარიელ: მტერთა: მძლე: მოსრვით: მსპობელი: ქაჯეთით: მომყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახვართა: მსობელი: მწადიან: გნახო: პატივით: ვითა: მამა: და: მშობელი:

1389. აწ: მე: მაქუს: ქაჯთა: ქუეყანა: და: მათი: დანადებია: მეფეო: კარგი: ყუელაი: მე: თქუენგან: წამკიდებია: ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდედებია: და: სდებია: ამისად: მუქფად: რა: გიძღვნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია:

1390. მოდი: გუნახე: გავიარდეთ: ქუეყანასა: შენსა: ვირე: სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღუნი: ჩემგან: შეიწირე: კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრად: დაიჭირე: მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემ: კერძ: ირე:

1391. თქუენ: უბრძანე[.........] უსენს: ქმარსა: ფატმანისსა: გამოგზავნოს: იამების: ნახვა: მისი: ხსნილსა: მისსა: მისგან: კიდე: [...........]ჭურეტასამცა: სხვადღა: ვისსა: ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა:

1392. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღვათა: მფლობელსა: წესია: გული: გაჰკრთების: ამბავსა: გასაკრთომელსა: მისცა: მადლი: და: დიდება: ღ~თსა: მართლისა: მბრჭობელსა: მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისვლა: სხვასაღა: მჴმობელსა:

1393. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქნა: ქორწილისა: მათისა: მას: მოაქუს: [..............]ფათა: არს: სიდიადე: სათისა: ფატმან: ჰყავს: თანა: იარა: სავალი: დღისა: ათისა: უხარის: ნახვა: ლომისა: და: მზისა: ჴმელთა: მნათისა: