... (Q-930), XVII ს.

1358. უთხრეს: ჯერთ: ჟამად: არა: გვაქუს: სხვა: შენთვის: არმაღანია: მაგრა: მრავალი: ტურფანი: ქუე: სადმე: გვისხენ: სხვანია: მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანია: ჩემთუის: ამისი: ბოძება: არს: თქუენი: შესაგუანია:

1359. გამოისვენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა: აბანოს: ბანნა: აავსნა: შესამოსლისა: ძღუნობითა: დამოსეს: ტურფა: ტურფითა: ერთმანერთისა: მჯობითა: თვალ: მარგალიტი: ღარიბი: უძღვნა: ოქროსა: გობითა:

1360. ფრიდონ: თქუა: ესე: სიტყუები: ავისა: მასპინძელისა: გავს: მომწყენოდეს: სტუმრობა: თქუენ: ბრძნისა: ვითა: ხელისა: მაგრა: აწ: ყოვნა: არ: ვარგა: წავლა: სჯობს: გზისა: გრძელისა: თუ: ქაჯნი: მოგვესწრებიან: საეჭვი: არს: სიძნელისა:

1361. დიდთა: რას: ვაქმნევთ: ლაშქართა: კარგნი: გვინდან: და: ცოტანი: სამასი: კაცი: გუეყოფის: წავიდეთ: მართ: მეოტანი: ჩვენ: ქაჯეთს: ქაჯთა: საომრად: დავაგნეთ: ჴრმალთა: კოტანი: მას: ადრე: ვჰპოებთ: ვისიცა: მოგვკლავს: ალვისა: მოტანი:

1362. ქაჯეთს: ერთხელ: კულაც: ვყოფილვარ: ნახავთ: თქუენცა: გემაგრების: ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერა: მოადგების: თუ: იდუმალ: არ: შეუვალთ: ცხადად: შებმა: არ: ეგების: მით: ლაშქარი: არად: გუინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგუყუების:

1363. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა: თვით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა: მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა: ბოლოდ: ღ~თი: გაუმარჯვებს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა:

1364. ზღვა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა: ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა: ფრიდონ: თქუა: ვახლავთ: არეთა: ჩუენ: ქაჯეთს: მიახლებულთა: აქადგან: ღამით: ვლა: გუინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა:

1365. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან: რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: ფიცხლა: ვლიდიან: [................]აჩნდა: ქალაქი: მცველთა: ვერ: დასთუალვიდიან: [...................................................]გთა: ჴმა: ჯარვით: გაადიდიან:

1366. ყოვლგნით: მგრგვალი: შეუვალი: არსით: იყო: ყოლა: პირი: სამთა: კართა: ცხრა: ათასი: ზედა: სცევდა: ვითა: გმირი: შუა: ციხე: ამართული: კლდე: კეკლუცი: არ: დუხჭირი: გუირაბითა: შესავალი: ახვრეტილი: ვითა: სტვირი:

1367. გუირაბის: კარსა: ჭაბუკი: ათი: ათასი: მცველია: მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: მთუარე: დგას: მუნ: ნათელია: თქუეს: ვითათბიროთ: ვითა: ვჰქნათ: აწ: გამორჩევა: ძნელია: ერთი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქმნელია:

თათბირი ნურადინ ფრიდონისა:

1368. ფრიდონ: თქუა: ვიტყუი: სიტყვასა: ვეჭუ: ჩემი: არ: დამცდარია: ჩუენ: ცოტანი: ვართ: ქალაქი: დიდთაგან: საომარია: პირისპირ: ომი: არ: ძალ: გვაქვს: არ: ჟამი: საკუეხარია: ათას: წელ: ვერსით: შეუვალთ: თუ: ზედ: დაგუიხშან: კარია:

1369. ჩემსა: სიმცროსსა: გამზრდელნი: სამუშაითოდ: მზრდიდიან: მასწავლნეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწურთიდიან: ასრე: გავიდა: საბელსა: რომ: თვალნი: ვერ: მომკიდიან: ვინცა: მჭვრეტდიან: ყმაწვილნი: ყოველი: ინატრიდიან:

1370. აწ: ვინცა: ვიცით: უკეთუ: შეტყორცა: საგდებელისა: მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაგდოთ: წვერი: საბლისა: გრძელისა: მაზედან: გავლა: ასრე: მჩანს: მართ: ვითა: ველისა: თქუენ: ჭირად: გიყო: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა:

1371. აბჯრითა: გავლა: არად: მიჩს: ჭირად: გატანა: ფარისა: შიგან: ჩავხტები: კისკასად: ვეცემი: მზგავსად: ქარისა: ლაშქართა: დავჰჴოც: გავახუამ: ნახოთ: გაღება: კარისა: თქუენცა: მუნ: მოდით: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა:

თათბირი ავთანდილისა:

1372. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყუასნი: ვერ: გიჩივიან: ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქუს: არ: წყლულნი: გტკივიან: თათბირობ: ძნელთა: თათბირთა: მტერთა: ივაგლახივიან: მაგრამ: თუ: გესმის: გუშაგნი: რა: ახლო: ახლო: ყივიან:

1373. რა: გახვიდოდე: გუშაგთა: ესმას: აბჯრისა: ჩხარება: გიგრძნობენ: თოკსა: მოჰკუეთენ: ამისი: ჴამს: დაჯერება: წაგიჴდეს: ცუდად: ყველაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება: ეგე: თათბირი: არ: ვარგა: სხუაებრ: ვჰქნათ: თავის: ტერება:

1374. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქუენ: ადგილსა: იდუმალსა: ისი: კაცნი: არ: იჭირვენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა: [...]ჭროთა: მოვეკაზმი: საქმესა: ვიქ: მე: მუხთალსა: ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭვსა: ჴრმალსა:

1375. სამთავე: შესულა: არ: ვარგა: თუ: გვიგრძნან: არს: სათუები: მე: კარგა: შევალ: ვაჭრულად: და: კარგად: შევეტყუები: მალვით: ჩავიცვამ: აბჯარსა: გავჩნდები: გავეცრუები: ღ~თნ: ქნას: უხუად: ვადინო: შიგნით: სისხლისა: რუები: