... (Q-930), XVII ს.

1318. მე: მოვჰკალ: ჩემი: მოყუარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა: თავსა: ვაბრალობ: საქმესა: არ: დასმით: გაგონებულსა: ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა: თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა:

1319. უცნობო: ქმნილი: ტარიელ: სძეს: მგზავსად: ნატუსალისად: ავთანდილ: ადგა: გამოვლნა: შამბნი: საძებრად: წყალისად: მან: ჰპოვა: სისხლი: ლომისა: მოაქუს: სავსებლად: ალისად: მკერდსა: დაასხა: გავეჴდა: ლაჟვარდი: ფერად: ლალისად:

1320. ავთანდილ: მკერდსა: დაასხა: მას: ლომსა: სისხლი: ლომისა: ტარიელ: შეჰკრთა: შეიძრა: რაზმი: ინდოთა: ტომისა: თვალნი: აახვნა: მიეცა: ძალი: ზე: წამოჯდომისა: ლურჯათ: ჩანს: შუქი: მთვარისა: მზისგან: შუქ: ნაკრთომისა:

1321. ზამთარი: ვარდთა: გააჴმობს: ფურცელნი: ჩამოსცვივიან: ზაფხულის: მზისა: სიახლე: დასწუავს: გვალვასა: ჩივიან: მაგრა: მაზედა: ბულბულნი: ტურფასა: ჴმასა: ჰყივიან: სიცხე: სწვავს: ყინვა: დააზრობს: წყლულნი: ორჯელვე: სტკივიან:

1322. აგრევე: გული: კაცისა: მოსაგუარებლად: ძნელია: ჭირსა: და: ლხინსა: ყუელასა: ზედა: მართ: ვითა: ხელია: მიწყივ: წყლულდების: საწუთრო: მისი: აროდეს: მრთელია: იგი: მიენდოს: სოფელსა: ვინცა: თავისი: მტერია:

1323. ტარიელ: ნახა: ნაწერი: კულაცა: მკვლელისა: მისისა: იკითხავს: თუმცა: აშეთებს: კითხვა: წიგნისა: მისისა: დაუყუის: ცრემლმან: სინათლე: ბნელად: ჩანს: შუქი: დღისისა: ავთანდილ: ადგა: დაუწყო: თხრობა: სიტყუისა: მქისისა:

1324. იტყუის: თუ: ნაქმრად: არ: ვარგა: კაცისა: გასწავლილისად: აღარა: გუმართებს: ტირილი: ჴამს: დავსხდეთ: ქნად: ღიმილისა: ადრე: წაგუყიან: საძებრად: მის: მზისა: წახდომილისა: ისწრაფე: ადრე: წავიდეთ: ხამ[....]დგან: მონდომილისა:

1325. ვითა: გუმართებს: გახარება: პირველ: აგრე: გავიხარნეთ: მერმე: შევსხდეთ: გავემართნეთ: ქაჯეთისკენ: თავნი: ვარნეთ: ჴრმალნი: ჩვენნი: ვიწინამძღვრნეთ: მათნი: ზურგით: დავიყარნეთ: უჭირველნი: შემოვიქცეთ: იგი: მძორთა: დავადარნეთ:

1326. მერმე: ტარიელ: ამბავსა: ჰკითხავს: აღარა: ბნდებოდა: შეხედნის: თვალნი: აახუნის: შავ: თეთრი: ელვა: ჰკრთებოდა: მართ: ვითა: ლალსა: მზისაგან: მას: ფერი: ეზარდებოდა: [......]რსა: თუცა: წყალობით: ცა: მიწყივ: მობრუნდებოდა:

1327. ავთანდილს: მადლი: უბრძანა: ქნა: უყო: საუბარისა: მე: შენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბრძენთაგან: საქებარისა: ვითა: ზე: მთისა: წყარომან: მომრწყე: ყვავილი: ბარისა: დამწყუიტე: დენა: ცრემლისა: ნარგისთა: ნაგუბარისა:

1328. მე: ვერ: გარდვიხდი: ნაცვალსა: ღმერთი: გარდგიხდის: ციერი: ზეგარდმო: მისით: შემოგზღოს: მუქაფა: ჩემმაგიერი: შესხდეს: და: შინა: წავიდეს: მათ: ლხინი: ჰქონდა: ძლიერი: აწ: გავეაძღო: სოფელმან: ასმათ: ადრითგან: მშიერი:

1329. ქუაბისა: კარსა: ასმათი: მარტო: ზის: არ: ბარგოსანი: შეხედნა: იცნა: ტარიელ: თანა: ყმა: ჭარმაგოსანი: ორნივე: ტურფად: იმღერდეს: ვით: იადონი: მგოსანი: მაშინვე: იცნა: ავარდა: მოშლილი: პერანგოსანი:

1330. აქამდის: მიწყივ: ენახა: ქუაბს: მისულა: მოტირალისა: აწ: გაუკუირდა: დანახვა: სიცილით: მომღერალისა: ზარაღებული: ავარდა: ცნობა: უც: ვითა: მთვრალისა: არ: იცის: სმენა: ამბვისა: ჯერთ: მისგან: სასურვალისა:

1331. მათ: რა: ნახეს: შემოყივლეს: სიცილით: და: კბილთა: ჩენით: ჰე: ასმათო: მოგუივიდა: მოწყალება: ღ~თისა: ზენით: ვჰპოვეთ: მთუარე: დაკარგული: რაცა: გუწადდა: იგი: ვქენით: აწ: გავჰხედით: ბედისაგან: ცეცხლთა: შრეტით: ჭირთა: ლხენით:

1332. ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: ასმათის: მოსახვეველად: მან: მიყო: ხელი: ალვასა: შტო: მოჰყვა: მოსარხეველად: ყელსა: და: პირსა: აკოცებს: არის: ცრემლისა: მფრქვეველად: რა: ჰქენ: რა: სცანო: მიამბე: ვტირ: შენი: მოაჯე: ველად:

1333. ავთანდილ: ასმათს: უსტარი: მისცა: მისისა: ზრდილისა: ალვისა: შტო: დამჭკნარისა: მთვარისა: ფერ: მიხდილისა: უთხრა: თუ: ნახე: ნაწერი: მის: პატიჟ: გარდაჴდილისა: მზე: მოგვეახლა: მოგვეცა: ჩვენ: მოშორვება: ჩრდილისა:

1334. ასმათ: რა: ნახა: უსტარი: სცნა: მისი: დანაწერობა: გაჰკვირდა: ზარმან: აიღო: ათრთოლებს: ვითა: ხელობა: ტერფით: თხემამდის: გაუჴდა: მას: მეტი: საკუირველობა: იტყუის: რა: ვნახე: რა: მესმის: არსცა: ამისი: მრთელობა:

1335. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: ეგე: ამბავი: მრთელია: ლხინი: მოგვეცა: მოგვშორდა: ყოველი: ჭირი: ძნელია: მზე: მოგუეახლა: უკუნი: ჩუენთვის: აღარა: ბნელია: ბოროტსა: სძლია: კეთილმან: არსება: მისი: გრძელია:

1336. ინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აპკურებდა: ღ~თი: კაცსა: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიგებდა:

1337. ღ~თსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქუეს: გუიყოო: რაცა: სჯობდა: აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქუენი: არ: გაბრჭობდა: ინდოთ: მეფე: ჴელ: განპყრობით: მხიარული: ამას: ჴმობდა: ქუაბს: შევიდეს: მხიარული: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა: