... (Q-930), XVII ს.

1299. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლითა: ცხელითა: იტყუიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგუწვენ: ცეცხლითა: მწველითა: რად: დაგუაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დაცაგუმარხენო: ჴელითა: ჩვენისა: დამმარხველითა:

1300. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რითმე: ნავითა: პირმხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისი: უხარის: მით: ამბავითა: ჴელ: აპყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა:

1301. მოწურვილ: იყო: ზაფხული: ქუეყნით: ამოსლვა: მწუანისა: ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისაგან: შეჯდომა: საროსტანისა: სულთქნის: რა: ნახის: ყუავილი: მან: უნახავმან: ხანისა:

1302. აგრგუინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცვარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მითვე: ვარდისა: დარითა: უბრძანა: გიჭურეტ: თვალითა: გულტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცლოდ: მოვილხენ: თქ[.............] საუბარითა:

1303. რა: მოეგონის: მოყვარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უცხონი: უგზონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დაჴოცის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი:

1304. ქუაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქუა: იგი: კლდენია: სადა: ზის: ჩემი: ძმად: ფიცი: და: ვისთვის: ცრემლი: მდენია: ღირს: ვარმცა: ვნახო: პირისპირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

1305. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობს: თუ: შამბშამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა: ესე: თქუა: და: მიუქცია: მინდორთავე: წამოვიდა:

ავთანდილისაგან შეყრა ტარიელისა:

1306. მიაცურვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდებით: უყივის: ჴმითა: მით: სიხარულითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴმლითა: მომახულითა:

1307. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴმალსა: სისხლი: სცხებოდა: შამბისა: პირსა: ქუეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: ყივილი: ავთანდილისა: ესმოდა: ეოცებოდა: შეხედნა: იცნა: გაიქცა: მისკე: მირბოდა: ხლტებოდა:

1308. ჴმალი: გასტყორცა: ტარიელ: მიმართა: მისსა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: ჰგვანდა: ეტლისა: სწრობილსა: მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: გუანან: ყელ: გარდაჭდობილსა: ჴმა: შაქრის: ფერად: გაუჴდა: ვარდსა: ხშირ: ხშირად: პობილსა:

1309. ტარიელ: მოთქუა: ტირილით: სიტყუა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღუარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვისა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რადგან: შენ: გნახე: რა: მგამა: პატიჟი: მჭირდეს: ბევრები:

1310. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვსცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყუავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

1311. ამა: ამბავსა: გიამბობს: არს[..............] მონახსენები[...........] მას: მოშორდა: საწუთრო: ვის: ჰგუანდა: ფერად: მინები: კიდევ: შამოს[.......]ჯეჯილსა: ხელობა: ვისთვის: ივნება: კულავ[..]ვე: გიზამს: სოფელი: ნუ: სჭმუნავ: რასცა: ინები:

1312. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არს: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხვად: ნუ: ყოს: ღთ~ნ: წამალი: არცა: რა: მოგისმენია: კაცმანმცა: სოფელს: ვით: პოვა: რაცა: რა: საქმე: ზენია:

1313. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა: გამოუღო: რადგან: რიდე: იცნა: გამოუღო: შემოვარდა:

1314. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან: პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცნეს: მოდრიკა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლნეს: პატიჟნი: ვერ: კაენ: ვერცა: სალამან:

1315. ავთანდილ: დაჯდა: ტირილად: ტირს: ჴმითა: შვენიერითა: ყორანსა: გახლეჩს: ხშირ: ხშირად: აფრთხობს: ბროლისა: ჭერია: გახეთქა: ლალი: გათლილი: ანდამატისა: კვერითა: მუნით: წყარონი: გამოჰჴდეს: ძოწსა: ვამგზავსე: ფერია:

1316. ავთანდილ: უჭურეტს: ტარიელს: უსულოდ: ქუემდებარესა: შეჰფრინდა: შველად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერა: ვერ: არგო: დამწუარსა: სრულად: ცეცხლნადებარესა: მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მათ: მისი: მიებარესა:

1317. პირსა: იხოჭს: ღაწუთა: სისხლი: ჩასდიოდა: მისსა: მჭვრეტსა: რაცა: მე: ვჰქენ: არ: უქმნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა: წყალი: სწრაფით: რას: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა: ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტის: მეტსა: