... (Q-930), XVII ს.

1280. [.......................]ვიჩივლე: ბედისა: ჩემისა: კმა: საჩივარად: [......]სამართალი: მართალი: გულისა: გულსა: მივა: რად: [.......... ]მოვკუდები: გავხდები: ყორანთა: დასახივარად: [.........]ცოცხალ: ვარ: გეყოფი: სატირლად: და: სატკივარად:

1281. [.....................................]ნიშანი: შენეულისა: რიდისა: [..........................................]ამი: ჩემო: ერთისა: კიდისა: [......................] სანაცულოდ: მის: იმედისა: დიდისა: [.........]რუნდა: ჩვენზედა: ბორბალი: ცისა: შვიდისა:

1282. ესე: სიტყუა: მართალია: არ: ჭრელად: ად: არ: ხვასრულად: ჰქუიან: ქალსა: ნესტან: დარეჯ: ქართულადცა: კულა: სპარსულად: თავშიშველი: ყაყაჩოსა: ჰგავს: თუ: იყოს: ვარდი: სრულად: ტარიელის: გონებითა: ალვა: მჭკნარად: დანასრულად:

1283. იგი: მონა: წამოვიდა: გულანშაროს: მიმავალი: [...........]მიჴდა: ფატმანისსა: დღე: იარა: არ: მრავალი: [...] ავთანდილს: გაუსრულდა: საქმე: მისი: სასურვალი: ჴელ: აპყრობით: ღმერთსა: ჰმადლობს: ცნობა: სრული: არა: მთვრალი:

1284. ფატმანს: უთხრა: გამისრულდა: ჟამად: საქმე: საწადელი: დიდი: შენი: მოჭირვება: ჩემგან: არის: გარდუჴდელი: წავალ: დგომად: აღარა: მცალს: დრო: მოსრულა: შარშანდელი: ფიცხლა: ქაჯეთს: მოვიყუანო: მათი: მომსპობ: ამწყვედელი:

1285. ხათუნმან: უთხრა: ჰე: ლომო: ცეცხლი: აწ: უფრო: ცხელდების: მოეშორვების: ნათელსა: გული: ამისთვის: ბნელდების: ისწრაფე: ჩემი: ნუ: გაგუა: ხელი: ეგრეცა: ხელდების: თუ: ქაჯნი: მოგესწრებიან: მუნ: მისულა: გაგიძნელდების:

1286. ყმამან: ფრიდონის: მონანი: უჴმნა: მასთანა: ხლებულნი: უბრძანა: მკუდარნი: აქამდის: აწყა: ვართ: დაცოცხლებულნი: რაცა: უნდოდა: მისითა: სმენითა: გაახლებულნი: ჩვენთა: მტერთანი: გიჩვენნე: წყლულნი: მით: ვაგლახებულნი:

1287. [............] უამბეთ: ამბავი: არ: ნაცქაფავი: მე: ვერა: ვნახავ: ვისწრაფი: გზა: ჩემი: არს: ნასწრაფავი: მან: გააჴაფოს: ჴმა: ჴაფი: კულავ: უფრო: გასაჴაფავი: თქუენ: მოგცე: ლარი: ყუელაი: მე: ჩემი: ნაალაფავი:

1288. ჩემსა: ზედა: დიდი: არის: ვალი: თქუენგან: დანადები: მადლსა: სხვაებრ: გარდავიხდი: თუღა: ფრიდონს: შევეყრები: [............................] ყუელაკაი: მეკობრეთა: წანაღები: [.............. ]მეტსა: ვერას: მოგცემ: ვიცი: ამად: გეძუნწები:

1289. სახლი: არ: მახლავს: არ: ძალმაქუს: გაცემა: საბოძვარისა: მისცა: მართ: სავსე: ხომალდი: რიცხვი: ტურფათა: ჯარისა: უბრძანა: წადით: წაიღეთ: გზა: წავლეთ: მისვე: არისა: ფრიდონს: მიართვით: ამბავი: ჩემად: ძმად: საფიცარისა:

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა:

1290. დაწერა: ფრიდონ: მაღალო: სვე: სრულო: მეფეთ: მეფეო: ლომისა: მსგავსო: ძალგულად: მზეო: შუქ: მოიეფეო: მოვლენილო: და: მორჭმულო: მტერთა: სისხლისა: მჩქეფეო: უმცროსმან: ძმამან: შორი: შორ: სალამი: დავიყეფეო:

1291. ჭირნი: ვნახენ: და: მოცამხუდა: ნაცვალი: ჭირ: ნახულისა: კარგა: მოჴდომა: საქმისა: ჩემისა: გაზრახულისა: მიცნია: მართლად: ამბავი: პირისა: მზედ: სახულისა: დამარჩენელი: ლომისა: მის: ქუესკნელს: დამარხულისა:

1292. [........]ქაჯთა: მეფესა: ჰყავს: ქაჯეთს: პატიმარია: მუნ: მისლვა: მიჩანს: თამაშად: თუცა: გზა: საომარია: ნარგისათ: წვიმა: ბროლისა: წვიმს: ვარდი: ნაწვიმარია: ჯერ: მთვარესა: ქაჯნი: არ: ახლვან: მაგრა: სპა: უამარია:

1293. გულ: მხიარული: ვიხარებ: ამად: არ: ცრემლი: მმილდების: სადაცა: შენ: და: შენი: ძმა: ხართ: ძნელი: გაადვილდების: რაცა: მოგინდეს: უცილოდ: იქთ: იგი: არ: აგცილდების: რამცა: კაცმან: დაგიდგნა: ვეჭუ: კლდეცა: გაგილბილდების:

1294. აწ: შემინდევ: ვერა: გნახე: შორს: ამისთვის: წაგიარე: გზა: გზა: ყოვნა: აღარა: მცალს: პატიმრადა: იგი: მთუარე: ადრე: მოვალთ: მხიარულნი: ჩვენი: ნახვა: გაიხარე: ამის: მეტი: რაღა: გკადრო: ძმასა: ძმურად: მოეჴმარე:

1295. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუჴდელი: გულია: ამოდ: მსახურეს: [.............]გული: ამათთვის: სრულია: ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქუენთანა: ხანდაზმულია: მზგავსი: ყველაი: მზგავსსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია:

1296. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახვია: მან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ვითა: იამან: შესთვალა: ზეპირ: რაც: ჴამდა: სრულად: მართ: ვითა: ღია: მან: მათ: მარგალიტი: უჩვენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

1297. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიც: გითხარ: განაო: კარგად: მომიჴდა: თათბირი: მე: თქუენი: მესვიანაო: რაცა: გუინდოდა: ყუელაი: ვქენ: ღთ~ნ: მაგულვანაო: აწ: აღარა: მცალს: ბადრაგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო:

1298. მონახა: ჰპოა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მხარისა: გამოემართა: იგი: მზე: პირითა: სავსე: მთვარისა: მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულმდუღარისა: მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღვარისა: