... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1345. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს: სიცილით და კბილთა ჩენით჻ ჱე ასმათო მოგვივიდა: მოწყალება ღ~თისა ზენით჻ ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული: რაცა გწადდა იგი ვქენით჻ აწ გავჴედით ბედისაგან: ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით჻

1346. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა: ასმათის მოსახვეველად჻ მან მიჰყო ხელი ალვასა: შტო მოჰყვა მოსარხეველად჻ ჴელსა და პირსა აკოცებს: არის ცრემლისა მფრქვეველად჻ რა სცანო რა ჰქენ მიამბე: ვტირ შენი მოაჯე ველად჻

1347. ავთანდილ ასმათს უსტარი: მისცა მისისა ზრდილისა჻ ალვისა შტო დამჭნარისა: მთვარისა ფერ მიჴდილისა჻ უთხრა თუ ნახე ნაწერი: მის პატიჟ გარდაჴდილისა჻ მზე მოგვეახლა მოგვეცა: ჩვენ მოშორვება ჩრდილისა჻

1348. ასმათ რა ნახა უსტარი: ცნა მისი დანაწერობა჻ გაჰკჳრდა ზარმან აიღო: ათრთოლებს ვითა ხელობა჻ ტერფით თხემამდის გაუხდა: მას დიდი საკჳრველობა჻ იტყჳს რა ვნახე რა მესმის: არსცა ამისი მრთელობა჻

1349. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: ეგე ამბავი მრთელია჻ ლხინი მოგვეცა მოგვშორდა: ყოველი ჭირი ძნელია჻ მზე მოგვეახლა უკუნი: ჩვენთვის აღარა ბნელია჻ ბოროტსა სძლია კეთილმან: არსება მისი გრძელია჻

1350. ჰინდოთ მეფე მხიარული: ასმათს რასმე უბრძანებდა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს: სიხარული ატირებდა჻ ვარდსა ზედან ყორნის ბოლო: ნამსა თხელსა აპკურებდა჻ კაცსა ღ~თი არ გასწირავს: თუმცა კაცი შეიგებდა჻

1351. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი: თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა჻ აწყა ვცანით უარესსა: პირი თქვენი არ გაბრჭობდა჻ ინდოთ მეფე ჴელ აპყრობით: მხიარული ამას ჰჴმობდა჻ ქვაბს შევიდეს მხიარულნი: ასმათ რასმე მასპინძლობდა჻

1352. ტარიელ ეტყჳს ავთანდილ: ისმინე სიტყვა ასები჻ გიამბობ რასმე ამბავსა: მოამბვედ ნუ გენასები჻ მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ: დავჴოცე დევთა დასები჻ მას აქათ მათი აქა ძეს: საჭურჭლე ძვირ ნაფასები჻

1353. მე აგრე არა მინახავს: მართ ვითა არა მნდომია჻ მოდი და გავხსნათ შევიგნეთ: საჭურჭლე თუ რა ზომია჻ იამა ადგეს ორნივე: არცა ქვე ასმათ მჯდომია჻ დალეწეს კარი ორმოცი: მათგან არ ზედა ომია჻

1354. პოვეს საჭურჭლე უსახო: კულავ უნახავი თვალისა჻ მუნ იდვა რიყე თვალისა: ჴელ წმიდად განათალისა჻ ჩნდის მარგალიტი ოდენი: ბურთისა საბურთალისა჻ ვინმცა ქნა რიცხვი ოქროსა: ვერვისგან დანათვალისა჻

1355. იგი სახლი ორმოცივე: შიგან იყო გატენილი჻ პოეს ერთი ზარადახანი: აბჯრისათვის ახლად ქნილი჻ მუნ აბჯარი ყოვლი ფერი: ასრე იდვა ვითა მწნილი჻ შიგან ერთი კიდობანი: დაბეჭდილი არ გახსნილი჻

1356. ზედა ეწერა აქა ძეს: აბჯარი საკვირველიო჻ ჯაჭუ მუზარადი აბჯარი: ჴმალი ბასრისა მჭრელიო჻ თუ ქაჯნი დევთა შეებნენ: იყოს დღე იგი ძნელიო჻ უმისჟამისოდ ვინც გახსნას: იყოს მეფეთა მკულელიო჻

1357. კიდობანი გაჴსნეს პოეს: მუნ აბჯარი სამი ტანი჻ რასაცა ვით შეიმოსენ: მეომარნი სამნი ყმანი჻ ჯაჭუი ჴრმალი მუზარადი: საბარკული მათი გვანი჻ ზურმუხტისა ბუდებითა: იყვნეს ვითა ლუსკუმანი჻

1358. თითომან თვითო ჩაიცვეს: თავის თავს გამოსცდიდიან჻ ჯაჭუ მუზარადსა აბჯარსა: მართ ვერა ვერ მოჰკიდიან჻ ჴმალი რკინასა მოჰკრიან: ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან჻ მათ უღირს ყოვლად ქუეყანად: შევატყევ არ გაჰყიდიან჻

1359. თქუეს ესე ნიშნად გვეყოფის: ვართო კარგითა ბედითა჻ ღ~თნ მოგხუედნა თვალითა: ზეგარდმო მონახედითა჻ აიღეს იგი აბჯარი: თავის თავისა ქედითა჻ თვითო მათ ერთი ფრიდონის: საძღვნობლად შეკრეს ღვედითა჻

1360. ოქროც რამე წაიტანეს: მარგალიტი ღარიბები჻ გამოვიდეს გამობეჭდეს: ორმოცივე საჭურჭლები჻ ავთანდილ თქუა ამას იქით: დავამაგრო ჴრმალსა ნები჻ ამას ღამე არსად წავალ: რა გათენდეს არ დავდგები჻

1361. აქა მხატვარო დახატე: ძმად უმტკიცესად ძმობილნი჻ იგი მიჯნურნი მნათობთა: სხვისა ვერვისგან სწრობილნი჻ ორნივე გმირნი მოყმენი: მამაცობისა ცნობილნი჻ რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ: ომი ლახვართა სობილნი჻

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას჻

1362. რა გათენდა გაემართნეს: წაიტანეს ასმათ თანა჻ ნურადინის ქვეყანამდი: შეისვიან მათ უკანა჻ მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად: ცხენი მისცა არ უძღვანა჻ ავთანდილ კმა ყოლაოზად: სხვამცა ვინღა წაიტანა჻

1363. იარეს და ზედა შეჰჴდეს: ნურადინის მეჯოგეთა჻ ჯოგი ნახეს მოეწონა: ფრიდონისთვის ეაგეთა჻ მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყჳს: გაქნევ კარგთა სიშმაგეთა჻ მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ: ჯოგსა მისსა მოვადგეთა჻