... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1306. დაწერა ფრიდონ მაღალო: სვე სრულო მეფეთ მეფეო჻ ლომისა მსგავსო ძალ გულად: მზეო შუქ მოიეფეო჻ მოვლენილო და მორჭმულო: მტერთა სისხლისა მჩქეფეო჻ უმცროსმან ძმამან შორი შორ: სალამი დავიყეფეო჻

1307. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა: ნაცვალი ჭირ ნახულისა჻ კარგა მოხდომა საქმისა: ჩემისა გაზრახულისა჻ მიცნია მართლად ამბავი: პირისა მზედ სახულისა჻ დამარჩენელი ლომისა: მის ქვესკნელს დამარხულისა჻

1308. იგი მზე ქაჯთა მეფესა: ჰყავს ქაჯეთს პატიმარია჻ მუნ მისლვა მიჩანს თამაშად: თუცა გზა საომარია჻ ნარგისთათ წვიმა ბროლისა: წვიმს ვარდი ნაწვიმარია჻ ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან: მაგრა სპა უამარია჻

1309. გულ მხიარული ვიხარებ: ამად არ ცრემლი მმილდების჻ სადაცა შენ და შენი ძმა: ხართ ძნელი გაადვილდების჻ რაცა მოგინდეს უცილოდ: იქთ იგი არ აქცილდების჻ არ თურე კაცმან დაგიდგნა: ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების჻

1310. აწ შემინდევ ვერა გნახე: შორს ამისთვის წაგიარე჻ გზა გზა ყოვნა აღარა მცალს: პატიმრადა იგი მთვარე჻ ადრე გნახავთ მხიარულნი: ჩვენი ნახვა გაიხარე჻ ამის მეტი რაღა გკადრო: ძმასა ძმურად მოეჴმარე჻

1311. ამა მონათა ჩემზედა: გარდაუჴდელი გულია჻ ამოდ მსახურეს თქვენიმცა: გული ამათთვის სრულია჻ ქება რად უნდა მას ვინცა: თქვენთანა ხან დაზმულია჻ მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს: ესე ბრძენთაგან თქმულია჻

1312. ესე უსტარი დაწერა: შეკრა და წაცახვია მან჻ მისცა ფრიდონის მონათა: ვარდმან და თმითა იამან჻ შესთვალა ზეპირ რაც ჴამდა: სრულად მართ ვითა გიამან჻ მათ მარგალიტი უჩვენის: ძოწისა კარმან ღიამან჻

1313. მონახა პოვა ავთანდილ: ნავი მისისა მჴარისა჻ გამოემართა იგი მზე: პირითა სავსე მთვარისა჻ მაგრა დაგდება უმძიმდა: ფატმანის გულ მწუხარისა჻ მისთა გამყრელთა ნაკადი: ჩასდის სისხლისა ღვარისა჻

1314. ფატმან უსენ და მონანი: ტირან ცრემლითა ცხელითა჻ იტყჳან მზეო რა გვიყავ: დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა჻ რად დაგვაბნელენ შენისა: მოშორვებისა ბნელითა჻ დაცაგუმარხენო ჴელითა: ჩვენისა დამმარხველითა჻

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა჻

1315. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ: მგზავრითა რათმე ნავითა჻ პირ მხიარული აცორვებს: მართ ოდენ მარტო თავითა჻ მას შეყრა ტარიელისა: უხარის მით ამბავითა჻ ჴელ განპყრობილი გულითა: არს ღ~თისა საესავითა჻

1316. მიწურვილ იყო ზაფხული: ქვეყნით ამოსლვა მწვანისა჻ ვარდის ფურცლობის ნიშანი: დრო მათის პაემანისა჻ ეტლის ცვალება მზისაგან: შეჯდომა საროს ტანისა჻ სულთქნა რა ნახა ყვავილი: მან უნახავმან ხანისა჻

1317. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი: ცროდეს ბროლისა ცვარითა჻ ვარდთა აკოცა ბაგითა: მითვე ვარდისა დარითა჻ უბრძანა გიჭვრეტ თვალითა: გულ ტკბილად შემხედვარითა჻ მისად სანაცვლოდ მოვილხენ: თქვენთანა საუბარითა჻

1318. რა მოეგონის მოყვარე: სდინდიან ცრემლნი მწარენი჻ ტარიელისკენ იარნა: მან გზანი საწყინარენი჻ უდაბურნი და უგზონი: უცხონი რამე არენი჻ სადაცა ნახის დახოცის: ლომ ვეფხნი მოშამბნარენი჻

1319. ქვაბნი გამოჩნდეს იამა: იცნა თქვა იგი კლდენია჻ სადაა ჩემი მოყვარე: და ვისთვის ცრემლი მდენია჻ ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ: უამბო რაცა მსმენია჻ არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა: ცუდ ჩემი განავლენია჻

1320. თუ მოსრულა უღონიოდ: შინა ხანსა არ დაზმიდა჻ მინდორს სადმე წავიდოდა: მჴეცისაებრ ველთა ვლიდა჻ სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო: იგონებდა იხედვიდა჻ ესე თქვა და მიუქცია: მინდორთაკე წამოვიდა჻

1321. მიაცორვებს და იმღერის: მხიარულითა გულითა჻ მართ საახელდებ უყივის: ჴმითა მით სიხარულითა჻ ცოტაი წავლო გამოჩნდა: მზე სინათლითა სრულითა჻ შამბისა პირსა ტარიელ: დგას ჴმლითა მომახულითა჻

1322. ტარიელს ლომი მოეკლა: მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა჻ შამბისა პირსა ქვეითი: დგა ცხენი არა ხლებოდა჻ ყივილი ავთანდილისა: ესმოდა ეოცებოდა჻ შეხედნა იცნა გაიქცა: მისკენ მირბოდა ხლტებოდა჻

1323. ჴრმალი გასტყორცა ტარიელ: მიმართა მისსა ძმობილსა჻ ყმა ცხენისაგან გარდიჭრა: ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა჻ მათ ერთმანერთსა აკოცეს: ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა჻ ჴმა შაქრის ფერად გაუჴდა: ვარდსა ჴშირ ჴშირად პობილსა჻

1324. ტარიელ მოთქუა ტირილით: სიტყუა ნატიფი მჭევრები჻ სისხლისა ღვარმან შეღება: წითლად გიშრისა ტევრები჻ ალვისა წყარო ცრემლისა: მორწყავს ნაკადი ბევრები჻ რადგან შენ გნახე რა მგამა: პატიჟი მჭირდეს მე რვები჻