... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

ზედწარწერა჻

ვეფხისტყაოსანი჻

ქ჻ ამა ამბისა დასაწყისი პირველი: ამო და სასმენელად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთა

ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უჴმობენ჻

1. რომელმან შექმნა სამყარო: ძალითა მით ძლიერითა჻ ზეგარდმო არსნი სულითა: ყუნა ზეცით მონაბერითა჻ ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა: გვაქუს უთვალავი ფერითა჻ მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე: სახითა მის მიერითა჻

2. ჰე ღ~თო ერთო შენ შეჰქმენ: სახე ყოვლისა ტანისა჻ შენ დამიფარე ძლევა მეც: დათრგუნვად მე სატანისა჻ მომეც მიჯნურთა სურვილი: სიკუდიდმდე გასატანისა჻ ცოდვათა შესუბუქება: მუნ თანა წასატანისა჻

3. ვის შვენის ლომსა ჴმარება: შუბისა ფარ შიმშერისა჻ მეფისა მზის თამარისა: ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა჻ მას არა ვიცი შევჰკადრო: შესხმა ხოტბისა ხშირისა჻ მისთა მჭვრეტელთა ყანდისა: მირთმა ჴამს მართ მშიერისა჻

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა: სისხლისა ცრემლ დათხეული჻ ვთქუენი ქებანი ვისნიმე: არ ავად გამორჩეული჻ მელნად ვიჴმარე გიშრის ტბა: და კალმად მინა რხეული჻ ვინცა ისმინოს დაესვას: ლახვარი გულსა ხეული჻

5. მიბრძანეს მათად საქებრად: თქმა ლექსებისა ტკბილისა჻ ქება წარბთა და წამწამთა: თმათა და ბაგე კბილისა჻ ბროლ ბალახშისა თლილისა: მით მიჯრით მიწყობილისა჻ გასტეხს ქვასაცა მაგარსა: გრდემლი ტყუიისა ლბილისა჻

6. აწ ენა მინდა გამოთქმად: გული და ჴელოვანება჻ ძალი მამეც და შეწევნა: შენგნით მაქუს მივსცე გონება჻ მით შევეწივნეთ ტარიელს: ტურფადცა უნდა ჴსენება჻ მათ სამთა გმირთა მნათობთა: სჭირს ერთმანერთის მონება჻

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის: ცრემლი გვდის შეუშრობილი჻ მისებრი მართ დაბადებით: ვინცა ყოფილა შობილი჻ დავჯე რუსთველმან გავლექსე: მისთვის გულ ლახვარ სობილი჻ აქამდის ამბად ნათქვამი: აწ მარგალიტი წყობილი჻

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე: მართებს მართ ვითა მზეობა჻ სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე: სიყმე და მოცალეობა჻ ენა გონება დათმობა: მძლეთა მებრძოლთა მძლეობა჻ ვისცა ეს სრულად არა სჭირს: აკლია მიჯნურთ ზნეობა჻

9. მიჯნურობა არის ტურფა: საცოდნელად ძნელი გვარი჻ მიჯნურობა სხვა რამეა: არ სიძვისა დასადარი჻ იგი სხვაა სიძვა სხვაა: შუა უზის დიდი ზღვარი჻ ნურვინ გარევთ ერთმანერთსა: გესმის ჩემი ნაუბარი჻

10. ხამს მიჯნური ხანიერი: არ მეძავი ბილწი მრუში჻ რა მოშორდეს მოყვარესა: გაამრავლოს სულთქმა უში჻ გული ერთსა დააჯეროს: კუშტი მიჰხვდეს თუნდა ქუში჻ მძულს უგულოდ სიყვარული: ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში჻

11. ამა საქმესა მიჯნური: ნუ უჴმობს მიჯნურობასა჻ დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა: სთმობდეს გაყრისა თმობასა჻ ესე მღერასა ბედითსა: გავს ვაჟთა ყმაწვილობასა჻ კარგი მიჯნური იგია: ვინ იქს სოფლისა თმობასა჻

12. არს პირველი მიჯნურობა: არ დაჩენა ჭირთა მალვა჻ თავის წინა იგონებდეს: ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა჻ შორით ბნედა შორით კდომა: შორით დაგვა შორით ალვა჻ დათმოს წყრომა მოყვრისაგან: მისი ჰქონდეს შიში კრძალვა჻

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა: არვისთანა ამჟღავნებდეს჻ არ ბედითად ჰაი ზმიდეს: მოყვარესა აყივნებდეს჻ არსით აჩნდეს მიჯნურობა: არა სადა იფერებდეს჻ მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს: მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს჻

14. მას უშმაგო ვით მიენდოს: ვინ მოყვარე გაამჟღავნოს჻ ამის მეტი რამცა ირგოს: მას ავნოს და თვითანც ივნოს჻ რათამცაღა ასახელოს: რა სიტყვითა მოაყივნოს჻ რა გავა თუ მოყვარესა: კაცმან გული არ ატკივნოს჻

15. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ: საქმესა ამა დარი჻ ვის მორჩილობს ჯარი სპათა: მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი჻ დაუძლურდი მიჯნურთათვის: კვლა წამალი არსით არი჻ ანუ მამცეს განკურნება: ანუ მიწა მე სამარი჻

16. ესე ამბავი სპარსული: ქართულად ნათარგმანები჻ ვით მარგალიტი ობოლი: ჴელის ჴელ საგოგმანები჻ ვჰპოვე და ლექსად გარდავჰთქუი: საქმე ვჰქენ საჭოჭმანები჻ ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს: ლაღმან და ლამაზმა ნები჻