ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1166. “მე გაჰკვირვებით კვლავ ვკითხე, რა ქალი გინდა, რომელი? მათ მითხრეს,უსენშემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი” არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა-მხდომელი, და ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1167. შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, "ვკადრე, მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ რულად; ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ მყო, ამფხვრა სრულად, და შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.

1168. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია, – ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! და სხვა და სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.

1169. “თვალთა ვითა მარგალიტი გარდმოჰყარა ცრემლი ხშირი; ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხვი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი, და მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1170. “შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა; და მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის ჰკვდებოდა.

1171. “ვარქვი, ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესე გვარი, მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ჰსცნო მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი, – და იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1172. “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები; ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. იგი რა ჰნახა მეფემან, საროსა მზგავსი ნარები, და გაკრთომით უთხრა, ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?

1173. “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად; მეფემან ჰბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად; ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად! და ჰმართებს ამისა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს ახ ველად!”

1174. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა; “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; და თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ჰზის ცნობითა წყნარითა.

1175. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა; სხვაგან იყო გუ მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, და მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1176. “მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების, და მისგან კიდე არვისად ჰსცალს, არცაღა ვის ეუბნების.

1177. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, და სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.

1178. “ღმერთმან ჰქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუ–თუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, და მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჰჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1179. “ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა; და მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1180. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა; და მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1181. “მეფემან ჰბრძანა: “მოჰკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა”. დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, და მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1182. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ხელმწიფე დასჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად, და სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1183. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიჰქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიძს ჩემი მკლველი! სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივჰხვდები, ვისთვის ხელი, და რა ვჰქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1184. “კვლავცა იტყვის: “ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; ვეცადო რას, ნუ–თუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა; სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? და რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1185. “ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა, და ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა.