ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

1088. მოგეწერა, “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება, შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, და შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება”.

1089. ფატმანისა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე; მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტოსა მე, და მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1090. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. და მას ეწყინა, არ დაბრუნდა, სთქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

1091. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლავ ზევე უკუწვევითა. ფატმან ჰზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შევითა, და ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1092. ერდგან დაჰსხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოსდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ჴმალ დარაკიანი, და დაჰკრთა, რა ჰნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.

1093. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაჰკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მიდამო კრთოლასა. და გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

1094. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, და დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”

1095. ესე სთქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი, ფატმან შეჰქმნა თავის-ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი; და სთქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაყარნი!”

1096. მოსთქვამს: “მოვკალ, ჰაი ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვა, გამზრდელნი, ვა გაზრდილნი; და ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1097. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ჰნახა შენგან კლებული? და დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1098. დიაცმან უთხრა: “ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავჴოცენ შვილნიჴელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. და თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1099. “ესე გვარი დია მიხვდეს სიტყვა მცდარსა, ენა-მეტსა, – ხვაშიადის ვერ დაჰმალავს უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, და მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1100. “ორისაგან ერთი ჰქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დაჴოცასა დაგვხსენ ამით; და მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთალამით.

1101. “თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მირითა. ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, და თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1102. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, – რა ტურფა რამე მხნე არსა! “ამა საქმისა ვერ ცნობა,სთქვა, ჩემი სიძუნწე არსა”. და ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა!

1103. ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინა-მძღვარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად; იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, და რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1104. მას მიჰსცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წაცამყვანელად, კვლავე მიჰყივლა:“ვინათგან ცეცხლი ცხელია ანელად, თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, და ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1105. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა, ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლავ ზედათ ბანის-ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

1106. მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისა წინა-მძღომელსა; ხმა მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩვენებს, ეტყვის: “ჰხედაო ბანსა ზედა ქვე მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.

1107. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა, თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მიჰსცა სულთა-ხდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.