... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

1094. ესე გვარი დია მიხვდეს: სიტყვა მცდარსა ენამეტსა჻ ხვაშიადსა ვერ დამალავს: უჭკუოსა შმაგსა რეტსა჻ ვაგლახითა მეწივენით გეტყვი: ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა჻ მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს: თავისისა სისხლის მხვრეტსა჻

1095. ორისაგან ერთი ჰქენით: ამის მეტსა ნუღარ ლამით჻ მოვითაჰკლავ იმა კაცსა: წადი მოკალ მალვით ღამით჻ მე და სრულად სახლი ჩემი: დახოცასა დაგვხსენ ამით჻ მოხვალ გითხრობ ყველაკასა: მოვითმითხარ ცრემლთა ლამით჻

1096. თვარა ღამითვე ტვირთები: შენი წაიღე ვირითა჻ დააგდე ჩემი მიდამო: სრულად მიკრიფე მირითა჻ ვეჭ რომე ჩემთა ცოდვათა: შენცა აგავსონ ჭირითა჻ თუ დარბაზს მივა იგი ყმა: შვილთა დამაჭმევს პირითა჻

1097. რა ესე ესმა ავთანდილს: ლაღსა ბუნება ზიარსა჻ ადგა და ლახტი აიღო: რა ტურფა რამე მჴნე არსა჻ ამა საქმისა ვერ ცნობა: თქვა ჩემი სიძუნტე არსა჻ ნუ ეჭუ სულ დგმულსა მისებრსა: სხვა არცა მისებრი არსა჻

1098. ფატმანს უთხრა კაცი მომეც: მასწავლელად წინამძღვარად჻ გზასა მართლად წამიყვანოს: თვარა მეშვლად მინდა არად჻ იმა კაცსა ვერა ვხედავ: მეომრად და ჩემად დარად჻ რაცა უყო მოგახსენებ: მამიცადე იყავ წყნარად჻

1099. მას მისცა მონა დიაცმან: წინამძღურად წაცამყვანებლად჻ კვლავე შეჰყივლა ვინათგან: ცეცხლია ცხელი ანელად჻ თუ მოვითაჰკლა იგი ყმა: ჩემად გულისა მფხანელად჻ ბეჭედი ჩემი აცვია: მას გვედრებ მოსატანელად჻

1100. ავთანდილ გავლო ქალაქი: მით უებროთა ტანითა჻ ზღვის პირსა სახლი ნაგები: დგა ქვითა წითელ მწვანითა჻ ქუეშეთკენ სრითა ტურფითა: კვლავ ზედათ ბანის ბანითა჻ დიდროვანითა ტურფითა: მრავლითა თანის თანითა჻

1101. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ: მას მისსა წინამძღომელსა჻ ჴმა მდაბლად ჰკადრებს ისია: სრა მისი ეძებ რომელსა჻ უჩვენებს ეტყჳს ხედაო: ბანსა ზედა ქუე მდგომელსა჻ იქი წევს ძილად იცოდი: ანუ ქუე ჰპოვებ მჯდომელსა჻

1102. კარსა წინა დარაჯანი: ორნი უწვეს მას გლახ ყმასა჻ ყმა გავიდა გაეპარა: დააგდებდეს ვირე ჴმასა჻ თვითო ჴელი ყელსა მიჰყო: მუნვე მისცა სულთა ჴდასა჻ თავი თავსა შეუტაკა: გაურია ტვინი თმასა჻

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დაჴოცვა: .

1103. იგი ყმა საწოლს მარტო წვა: გულითა ჯავრიანითა჻ ჴელ სისხლიანი ავთანდილ: შედგა ტანითა ჯანითა჻ ვერღა აესწრა იდუმალ: მოკლა ვერცა თუ ვცანითა჻ ჴელი მოჰკიდა მიწასა: დაასკვნა დაკლა დანითა჻

1104. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა: მჴეცი და ვითა ზარია჻ ბეჭდითურთ თითი მოჰკუეთა: ქუესკნელთ მიწათა გარია჻ ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა: ზღვისა ქვიშათა გარია჻ მისთვის არცა სად სამარე: არცა სათხარად ბარია჻

1105. ჴმა მათისა დაჴოცისა: არ გაისმა არსით არა჻ წამოვიდა ვარდი ტკბილი: რასამცა ვით გაემწარა჻ ესე მიკვირს სისხლი მისი: ასრე ვითა მოიპარა჻ რომე წეღან წამოევლო: გზა იგივე წაიარა჻

1106. რა ფატმანისსა შევიდა: ლომი მზე მოყმე წყლიანი჻ უბრძანა მოვჰკალ მან ყმამან: დღე ვეღარ ნახოს მზიანი჻ თვით მონა შენი მოწმად მყავს: ფიცი აფიცე ღ~თიანი჻ აჰა თითი და ბეჭედი: და დანა მაქვს მე სისხლიანი჻

1107. აწ მითხარ თუ რას იტყოდი: რას გაშმაგდი ისრე რეტად჻ რას გექადდა ისი კაცი: მესწრაფების მეტის მეტად჻ ფათმან ფერჴთა მოეხვია: არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად჻ გამიმრთელდა გული წყლული: ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად჻

1108. მე და უსენი შვილითურთ: აწ ახლად დავიბადენით჻ ლომო ქებანი შენნიმცა: ჩვენ ვითა ვადიადენით჻ ვინათგან სისხლთა იმისთა: დაღვრანი დავიქადენით჻ თავთაგან გითხრობ ყუელასა: თქუენ სმენად დაემზადენით჻

ნესტან დარეჯანისაგან ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე჻

1109. ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა჻ არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი: არცა ვინ წავა გზობასა჻ ყოველნი სწორად დავიწყებთ: კაზმასა ლამაზობასა჻ დიდსა შეიქმენ მეფენი: პურობა დარბაზობასა჻

1110. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაც: დარბაზს მიღება ძღვენისა჻ მათ საბოძვრისა ბოძება: მართებს მსგავსისა ჩვენისა჻ ათ დღემდის ისმის ყოველგან: ჴმა წინწილისა ებნისა჻ მაედანს მღერა ბურთობა: დგრიალი ცხენთა დგენისა჻

1111. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა: წაუძღვების უსენ წინა჻ მათთა ცოლთა მე წავასხამ: მაწვეველი არათ მინა჻ დედოფალსა ძღვენსა უძღვნით: მდიდარი თუ გლახა ვინა჻ დარბაზს ამოდ გავიხარებთ: მხიარული მოვალთ შინა჻