ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

974. იგი რა ნახეს, მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს; ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, და ვერცა ჰკადრებდეს: ვინ ხარო, ვერცა რას ეუბნებოდეს.

975. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. და ფრიდონს უკვირდა, – “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

976. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოყგება, ჰნახა სარო, მორჩი ტანი, და დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

977. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული. ,,უთხრა:ჰრქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, სამყოფთა მოშორვებული, და ძმად ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მოგზავნებული”.

978. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჰსჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად! და“ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

979. რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; და შეიყვარნეს, ერთმან ერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

980. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო , ჩაეგება ფრიდონს წინა, რა შეხედა, მან ესე სთქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინა?” მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

981. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, – და მომკლად, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ჰყიდონ.

982. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვინა ვინ ეგებიან, მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხვდებიან. მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, და დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

983. ცხენთა შეჰსხდეს, გაემართნეს, ფრიდონისა მივლენ სრასა; დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმან ჯრასა, და სთქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა!”

984. ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, – და იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

985. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, და საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

986. “დღესა ერთსა მეფე შესჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ჰღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, და ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

987. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა; მან უჭირველად დაჴოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწნა და ზოგსა სული ჰხდებოდა; და მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

988. “მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შეჰსხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ჴმალთა. და ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

989. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა, და გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

990. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაველნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, და შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

991. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახად არ ახლებია, – და ვა ჰმართებს მისა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.

992. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ჰტირს მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი, და მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

993. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, და ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.