ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1077. ფატმან ხათუნ დაწერა და: გაუგზავნა წიგნი ყმისა჻ ყმამან ასრე წაიკითხა: და ვინმეა ანუ თვისი჻ თქუა არ იცის გული ჩემი: ვინ მაშიკობს ვისსა ვისი჻ რომე მიმიჩნს სამიჯნურო: რად ვამსგავსო მე მას ისი჻

1078. თქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს: ანუ რა მისი ფერია჻ მაგრა მას ზედა ბულბულსა: ჯერთ ტკბილად არ უმღერია჻ უმგზავსო საქმე ყოველი: მოკლეა მით ოჴერია჻ რა უთქვამს რა მოუჩმახავს: რა წიგნი მოუწერია჻

1079. ესეგვარი საძრახავი: დაუძრახა გულსა შინა჻ მერმე იტყჳს ჩემგან კიდე: ჩემი შემწე არავინა჻ რასათვისცა გამოჭრილვარ: მისი ძებნა რადგან მინა჻ რათაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ: გულმან სხვამცა რა ისმინა჻

1080. ისი დიაცი აქა ზის: მნახავი კაცთა მრავალთა჻ მოსადგურე და მოყვარე: მგზავრთა ყოველგნით მავალთა჻ მივჰყუე მიამბობს ყუელასა: რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა჻ ნუთუ რა მარგოს მე მისი: გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა჻

1081. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს: გაექსვის და მისცემს გულსა჻ აუგი და მოყივნება: არად შესწონს ყოლად კრულსა჻ რაცა იცის გაუცხადებს: ხვაშიადსა უთხრობს სრულსა჻ მიჯობს მივჰყუე განღა სადმე: ვსცნობ საქმესა დაფარულსა჻

1082. კვლავ იტყჳს ვერვინ ვერას იქს: თუ ეტლი არ მოსთმინდების჻ მით რაცა მინდა არა მაქუს: რაცა მაქვს არ მამინდების჻ ბინდის ფერია სოფელი: ესე თურ ამად ბინდების჻ კოკასა შიგან რაცა დგას: იგივე წარმოსდინდების჻

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი჻

1083. მოგეწერა წავიკითხე: შენი წიგნი ჩემი ქება჻ შენ მამასწარ თვარე შენგან: მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება჻ შენცა გინდა მეცა მინდა: გაუწყედლად შენი ხლება჻ შეყრა არის პირიანი: ორთავეა რადგან ნება჻

1084. ფატმანისსა ვერ გიამბობ: მოემატა რა სიამე჻ მიუწერა კმარის რაცა: უშენომან ცრემლი ვლამე჻ აწ ვიქნები თავის წინა: აქა მპოვე მარტო სამე჻ მამისწრაფე შეყრა შენი: რა შეღამდეს მოდი ღამე჻

1085. მას ღამითვე საწვეველი: რა მიართვეს წიგნი ყმასა჻ შეღამდა და წაცავიდა: სხვა ემთხვია მონა გზასა჻ ამას ღამე ნუ მოხვალო: ვერა მპოვებ შენთვის მზასა჻ მას ეწყინა არ დაბრუნდა: თქვა თუ გავსო ეგე რასა჻

1086. წვეული აღარ დაბრუნდა: კვლავ ზევე უკუწვევითა჻ ფატმან ზის წყენით შევიდა: ავთანდილ მარტო ხე ვითა჻ დიაცსა წყენა შეატყო: ნახა შესლვითა შევითა჻ ვერ დაიჩინა შიშითა: და მისითავე თნევითა჻

1087. ერთგან დასხდეს და დაიწყეს: კოცნა ლაღობა წყლიანი჻ შემოდგა კარსა ყმა ვინმე: კეკლუცი ტან ნაკვთიანი჻ შემოვლო ახლოს შემოჰყვა: მონა ჴრმალ დარაკიანი჻ დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ: გავსო თუ გზაა კლდიანი჻

1088. ფატმან რა ნახა შეშინდა: ძრწის და მიეცა ძრწოლასა჻ მან გაკვირვებით უჭურიტა: მათსა ლაღობა წოლასა჻ უთხრა არ გიშლი დიაცო: ფერთა მი და მო კრთომასა჻ გამითენდების განანებ: მაგა მოყმისა ყოლასა჻

1089. გამკიცხე ბოზო დიაცო: და დამდევ გასათრეველად჻ მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა: მაგა საქმისა მზღვეველად჻ ვარ შენთა შვილთა შენითა: კბილითა დამაჭმეველად჻ დავშალო წვერთა ფუ მიყავ: ხელიღა ვრბოდე მე ველად჻

1090. ესე თქვა და კაცმან წვერთა: მოიზიდნა გავლნა კარნი჻ ფატმან შექმნა თავის ცემა: ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი჻ ცრემლთა მისთა შეეყარნეს: წყაროსებრნი ისმნეს წკარნი჻ თქვა დამქოლეთ მოდით ქჳთა: მამადეგით მამაკარნი჻

1091. მოთქვამს მოვჰკალ ჰაი ქმარი: ამოვწყჳდენ წვრილნი შვილნი იავარ ვჰყავ საქონელნი: უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა: ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა: სიტყვანია ჩემნი წბილნი

1092. ამას ყველასა ავთანდილ: ისმენდა გაცბუნვებული჻ უბრძანა რა გჭირს რას იტყჳ: რასთვის ხარ აგრე ვებული჻ რას დაგექადა იგი ყმა: რა ნახა შენგან კლებული჻ დადუმდი მითხარ ვინ იყო: ანუ რად საქმედ რებული჻

1093. დიაცმან უთხრა ჰე ლომო: ხელი ვარ ცრემლთა დენითა჻ ნურას ნუ მკითხავ ამბავსა: ვერცა რას გითხრობ ენითა჻ დავჰჴოცენ შვილნი ჴელითა: მით ვარ აღარას ლხენითა჻ თავი მოვიკალ უთმინოდ: სიყვარულითა შენითა჻

1094. ესე გვარი დია მიხვდეს: სიტყვა მცდარსა ენამეტსა჻ ხვაშიადსა ვერ დამალავს: უჭკუოსა შმაგსა რეტსა჻ ვაგლახითა მეწივენით გეტყვი: ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა჻ მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს: თავისისა სისხლის მხვრეტსა჻

1095. ორისაგან ერთი ჰქენით: ამის მეტსა ნუღარ ლამით჻ მოვითაჰკლავ იმა კაცსა: წადი მოკალ მალვით ღამით჻ მე და სრულად სახლი ჩემი: დახოცასა დაგვხსენ ამით჻ მოხვალ გითხრობ ყველაკასა: მოვითმითხარ ცრემლთა ლამით჻