ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1211. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს: მე ტირილსა არ დავხვდები჻ მინდორს წავალ ვიმეკობრებ: ალაფითა ავივსები჻ შინა მოვალ შოებული: ადრე ზედა მოვესწრები჻ მეფე დისა დატირებად: წავიდოდეს წაცავჰყვები჻

1212. გვითხრა მისთა ჴელისათა: წავალ თანა წამომყევით჻ წაგვიტანა მონა ასი: ყუელაკაი მისგან რჩევით჻ დღისით მზისით ვმეკობრობდით: ღამეთაცა ვიყვით თევით჻ დია ვლეწეთ ქარავანი: ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით჻

1213. მინდორ მინდორ მოვდიოდით: ჩვენ ღამესა დია ბნელსა჻ დიდი რამე სინათლენი: გამოგვიჩნდეს შუა ველსა჻ ვთქჳთ თუ მზეა ნუთუ ზეცით: ჩამოჭრილი ზედან ჴმელსა჻ დაბნეული მივეცენით: გონებასა ჩვენსა მსჯელსა჻

1214. ზოგთა თქვეს არის ცისკარი: ზოგთა თქვეს არის მთვარეო჻ მას დარაზმულთა მივმართე: ახლოსცა ვნახეთ ბარეო჻ შორს მოუარეთ მივედით: შემოვადეგით გარეო჻ მით ნათლიდაღმე გამოჰჴდა: ჴმა ჩვენი მოუბარეო჻

1215. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო: თქვენ სახელნი თქვენი თქვენით჻ გულანშაროთ მოციქული: ქაჯეთს მივალ მერიდენით჻ ესე გვესმა მოვადეგით: ალყად გარე მოვერტყენით჻ პირმზე რამე ცხენოსანი: გავიცადეთ თვალით ჩვენით჻

1216. უჭურიტეთ პირსა მნათობსა: ელვათა მოელვარებსა჻ მისი ციმციმი მზისაებრ: ეფინებოდა არებსა჻ ძვირ ძვირად გვეუბნებოდა: სიტყვასა რასმე წყნარებსა჻ კბილთაგან შუქი შეადგის: ზედა გიშრისა სარებსა჻

1217. კულავ ვეუბენით მას მზესა: ტკბილ მოუბრითა ენითა჻ არ მონა იყო ტყუოდა: ჩვენ ესე შევიგენითა჻ როშაქ შეატყო ქალობა: გვერდსა წაუდგა ცხენითა჻ აღარ გაუშვით დაჭირვა: ვჰკადრეთ ჴელითა ჩვენითა჻

1218. კვლავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი: საქმე შენ მზეებრ ნათელისა჻ ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ: მანათობელი ბნელისა჻ მან არა გვითხრა გაუშვა: წყარო ცრემლისა ცხელისა჻ რა საბრალოა გავსილი: მთვარე ჩანთქმული გველისა჻

1219. არცა რა ცხადი ამბავი: არცა რა დასამალავი჻ არა არ გვითხრა ვინ იყო: ან ვისგან ნამუხთალავი჻ ქუშ ქუშად გვეუბნებოდა: კუშტი თავისა მკრძალავი჻ ვითა ასპიტი მჭვრეტელთა: მისთა თვალითა მლალავი჻

1220. როშაქ გჳბრძანა ნუ ჰკითხავთ: აწ თურე არ სათქმელია჻ ამისა საქმე უცხოა: საამბობლადცა ძნელია჻ ბედი მეფისა ჩვენისა: არსთაგან სანატრელია჻ მით რომე ღ~თი მას მისცემს: რაც უფრო საკვირველია჻

1221. ესე ღ~თსა მისაგვრელად: მისად ჩვენთვის მოუცდია჻ მიუტანოთ არმაღანად: დაგვიმადლებს მეტად დია჻ თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით: მეფე ჩვენი ამაყია჻ პირველ მათი შეცოდება: მერმე დიდი აუგია჻

1222. მივამოწმენით თათბირნი: არ კიდე გავაკიდენით჻ დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ: მზესა წინ მოვეკიდენით჻ არცარა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ: არცა თუ წავეკიდენით჻ იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად: ჩარცხის ცრემლისა კი დენით჻

1223. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი: კვლავ ადრე თქვენი მხლებელი჻ აწ გულანშაროს ქალაქსა: ვარ საქმის რასმე მდებელი჻ მან გამამიშვა აქ სადმე: ლარი მიც წასაღებელი჻ თანა წავიტან წაცავალ: მე მათი ზედა მსწრებელი჻

1224. მათ კაცთა დიდად იამა: ესე ამბავი მონისა჻ მე გავიგონე შერემშრა: ნაკადი ცრემლთა ფონისა჻ მენიშნა ყოვლი ნიშანი: ვიცან ჩემისა ღონისა჻ ცოტაი ლხენა მომეცა: მგზავსი დრამისა წონისა჻

1225. მოვიყვანე იგი მონა: ახლოს დავსვი ჩემსა წინა჻ ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი: გაგონება მეცა მინა჻ მან იგივე კვლავ მიამბო: რაცა მუნით მამესმინა჻ ამ ამბავმან გამაცოცხლა: სულ მობრძავი დამარჩინა჻

1226. მე ორნი შავნი მონანი: მყვანან სავსენი გრძნებითა჻ უჩინოდ მივლენ წამოვლენ: მათითა ჴელოვნებითა჻ მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ: ვარქვი თუ ნუ დასდგებითა჻ მაცნობეთ მისი ამბავი: თქვენითა მოქმედებითა჻

1227. სამ დღე მოვიდეს მიამბეს: ფიცხლა ებიჯა გზისადა჻ მიუგურიაო მეფისა: ზღვას იქით წამავლისადა჻ ვერვის შეუდგმან საჭვრეტად: თვალნი მართ ვითა მზისადა჻ ქუე დაუწინდავს საცოლედ: როსან ცოტასა ყმისადა჻

1228. როსანს შევრთოთო დულარდუხტს: მეფესა უბრძანებია჻ ჯერ ქორწილოთ არა მცალს: აწ გული ცეცხლ ნადებია჻ შემოვიქცევი შევისძლობ: ვინ ცისა მზედ ნაქებია჻ ციხეს დაუსვამს ხადუმი: ერთაი უახლებია჻

1229. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა: მას თანა წაუტანია჻ მით რომე გზაა საჭიროა: მტერნი საომრად მზანია჻ ქუე დაუყრია მოყმები: ვინც უფრო გულოვანია჻ დაეყოვნების წასრულა: ჯერეთ ცოტაი ხანია჻

1230. ქაჯთა ქალაქი აქამდის: მტერთაგან უბრძოლველია჻ ქალაქსა შიგან მაგარი: კლდე მაღალი და გრძელია჻ მას კლდესა შიგან გვირაბი: ასაძრომელი ხურელია჻ მუნ არის მარტო მნათობი: მისთა შემყრელთა მწველია჻