ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1021. თქვა ქარავანი ეგვიპტით: გამოვემართეთ ერითა჻ ზღვასა შევედით ტვირთულნი: ლარითა მრავალ ფერითა჻ მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს: ძელის საჴნისის წვერითა჻ ყველაი წაჴდა არ ვიცი: აქა მოსრულვარ მე რითა჻

1022. ლომო და მზეო ესეა: მიზეზი აქა დგომისა჻ დაბრუნდეთ გვეცემის: ზიანი ას საზომისა჻ შევიდეთ ვა თუ დაგვჴოცნენ: ძალი არა გვაქვს ომისა჻ ვერ ვდგევართ ვერცა წავსულვართ: ღონე წაგუსულია რჩომისა჻

1023. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს: ცუდია და ცუდად სცთების჻ რაცა მოვა საქმე ზენა: მამავალიარ აგვცთების჻ მე მივინდობ სისხლთა თქვენსა: შემოვისხამ დაცამწვთების჻ ვინცა გებრძვის ჴრმალი ჩემი: მბრძოლთა თქვენთა დააცვთების჻

1024. მოქარავნენი აივსნენ: სიხარულითა დიდითა჻ თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი: არ ჩვენებრვე რიდითა჻ აქვს თავისაგან იმედი: ვიყვნეთ გულითა მშვიდითა჻ შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა: გამართეს ზღვისა კიდითა჻

1025. სიამოვნისა დარითა: იარეს არ სიძნელითა჻ მათი ბადრაგა ავთანდილ: უძღვის გულითა ქველითა჻ გამოჩნდა ნავი მეკობრე: დროშითა მეტად გრძელითა჻ მის ნავის ნავთა სალეწლად: საჴნისი გია ძელითა჻

1026. კიოდეს და მოდიოდეს: იზახდეს და ბუკსა ჰკრესა჻ შეუშინდა ქარავანი: მათ ლაშქართა სიდიდესა჻ ყმამან უთხრა ნუ იშიშვით: თქვენ ამათსა სიალფესა჻ ანუ დავჰჴოც ამ ყუელასა: ან სიკვდილი ჩემი დღეს ა჻

1027. უგანგებოდ ვერას მიზმენ: შეცამებნენ ჴმელთა სპანი჻ განგებაა არ დავრჩები: ლახვარნია ჩემთვის მზანი჻ ვერ მიხსნიან ვერ ციხენი: ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი჻ ვინცა იცის ესე ასრე: ჩემებრვეა გულოვანი჻

1028. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ: ომისაცა უმეცარნი჻ შორს ისრითა არ დაგჴოცნენ: ჩაიხრჩენით თანა კარნი჻ მარტო მნახეთ ვით შევიბა: ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი჻ მეკობრესა ნავისანი: სისხლნი ნახოთ მონაღვარნი჻

1029. ჩაიცვა ტანსა აბჯარი: ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა჻ მას ჴელთა კეტი რკინისა: ჰქონდა ჴელითა ცალითა჻ ნავისა თავსა გულითა: წადგა შიშ შეუალითა჻ ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა: მტერნი დაჴოცნა ჴმალითა჻

1030. კიოდეს იგი ლაშქარნი: ჴმა მათი არ გასწყდებოდა჻ აძგერეს ძელი რომელსა: ზედა საჴნისი ჰგებოდა჻ ყმა ნავის თავსა უშიშრად: ქვე დგა არ თურე კრთებოდა჻ კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა: ლომს მკლავი არ უდრკებოდა჻

1031. ძელი მოსტეხა ავთანდილ: დარჩა ნავ დაულეწელი჻ შეშინდეს იგი ლაშქარნი: გზა ძებნეს გარდსახვეწელი჻ ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა: მტერთა მი და მო მლეწელი჻ არ დარჩა კაცი ცოცხალი: მუნ მისგან დაუფრეწელი჻

1032. მათ ლაშქართა გულ უშიშრად: ასრე ჰჴოცდა ვითა თხასა჻ ზოგნი ნავსა შეანარცხის: ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა჻ ერთმანერთსა შემოსტყორცის: რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა჻ დამალულნი მკვდართა შუა: იმალვიან მალვენ ჴმასა჻

1033. გაუმარჯვდა ომი მათი: ვითა სწადდა გულსა მისსა჻ ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: ნუ დაგვჴოცო შენსა სჯულსა჻ არ დაჴოცნა დაიმონა: დარჩომოდა რაცა წყლულსა჻ მართლად იტყვის: მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა჻

1034. კაცო ძალსა ნუ იკვეხი: ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრუალი჻ არას გარგებს ძლიერება: თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი჻ დიდთა ხეთა მოერევის: მცირე დასწვავს ნაბერწკალი჻ ღ~თი გფარავს სწორად გაჰკვეთს: შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴრმალი჻

1035. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი: მათეულნი დიდნი ნახნა჻ ნავი ნავსა შეატყუბნა: ქარავანსა დაუზახნა჻ უსამ ნახა მხიარულმან: გაეხარნეს არ იახნა჻ ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად: სასახავნი დიდნი სახნა჻

1036. ავთანდილის მაქებელთა: ათასიმცა ენა უნდა჻ ვერცა მათ თქუეს ნაომრობა: როგორ ტურფად დაუშვენდა჻ ქარავანმან იზრიალა: თქუეს უფალო მადლი შენდა჻ მზემან შუქნი შემოგვადგნა: ღამე ბნელი გაგვითენდა჻

1037. მოეგებნეს, აკოცებდეს: თავსა პირსა ფერჴთა ჴელსა჻ ჰკადრეს ქება უსაზომო: მას ტურფასა საქებელსა჻ მისი ჭვრეტა გააშმაგებს: კაცსა ბრძენსა ვითა ჴელსა჻ შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი: ფათერაკსა ეზომ ძნელსა჻

1038. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა: შემოქმედსა არსთა მხედსა჻ ვისგან ძალნი ზეციერნი: გააგებენ აქა ქნადსა჻ იგი იქმნას ყუელაკასა: იდუმალსა ზოგსა ცხადსა჻ ჴამს ყოვლისა დაჯერება: ბრძენი ჯერა მოწევნადსა჻

1039. ღ~თნ სულსა ეგოდენსა: თქუენ გათნივა სისხლი თქვენი჻ მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი: თავით ჩემით რამცა ვჰქენი჻ აწ დავჴოცენ მტერნი თქუენნი: გავასრულე რაცა ვჰთქვენი჻ ნავი სრულად საქონლითა: მამიღია ვითა ძღვენი჻

1040. ამოა კარგსა მოყმესა: რა ომი გაჰმარჯვებოდეს჻ ამხანაგთათვის ეჯობნოს: ვინცა მას თანა ხლებოდეს჻ მიულოცვიდენ აქებდენ: მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს჻ შვენოდეს დაკოდილობა: ცოტაი რამე ვნებოდეს჻