... (A-855), XIX ს.

1176. რა ხადუმთა აუსრულეს, საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი

1177. მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა გავე ვიცან მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემომყვა, რად მაწვეო შემანანა

1178. მიბრძანა თავი ვიყიდე, მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა ვირემდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა

1179. შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი შევუკაზმე ზედა შევსვი, მხიარული არ მოკვნესი ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს, მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

1180. დღე მიიყარა ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ ჰპოვოთ, მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე, და მათთა სისხლთა მზღვევარი

1181. მონახეს ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ხელმწიფე, და ყოვლნი მისნი ხლებულნი დაჰხედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორვა მას აქათ, ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი

1182. მას მთვარისა სადაობა, კვლა გიამბო საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი

1183. მით არ ვჯერვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაშნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი, შემახვრიტა ერთი თასი

1184. ესე ამბავი მასთანა, ვთქვი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა, და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე რულად

1185. დამექადის რაზომჯერცა, წავიკიდნით თავისწინა ოდეს მეხმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა, შენცა მოხვე შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა

1186. აღარ დაბრუნდით მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკვდილი, გულითა სწადდა არ ენით

1187. თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ სწვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა, სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღმერთო დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა

1188. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით, იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე, ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი ქვე ჩავიჭერ რასა

1189. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია

1190. იგივე მითხარ მას აქათ ქალი, გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდესო შუქნი რომელნი, მზისაებრ ველთა ჰფენოდეს ფატმანისაგან მბობა ავთანდილთან

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა

1191. ვაჲ საწუთროო სიცრუვით, თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო, სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი სად არე

1192. ფატმან იტყჳს მომეშორვა, მზე მნათობი სრულად ხმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა მას უკანით გაუწყვედლად, დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადამღვრელთა

1193. სახლი და შჳლი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა, მიჩს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ, კრულმან პირითა კრულითა

1194. დღესა ერთსა საღამოჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკლვიდა, მისისავე გონებისა ვჰთქვი კრულია ზენაარი, ყოვლისავე მამაცისა