... (A-855), XIX ს.

818. მარტო მოსთქმიდის ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა, ადგილი დახვდის კლდიანი შეწვის ჭამის და წავიდის, პირ მზე გულმარიხიანი იტყვის დავჰყარენ ვარდნი, და აჰა მე ვაგლახ იანი

819. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის, ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა

820. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხვდების ყმა გარდახდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების

821. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა ეტყვის რა წახველ გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა

822. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე, ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყვის აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა

823. თუ უმისოდ სოფელს ყოფა, რათგან ჩირად არ მიღირდა რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენარისა, რად შემართა ვით გაპირდა მაგრა ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა

824. კვლა ქალი ეტყვის მართლაც ხარ, მაგისსა დამძიმებასა მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის და, პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის, მართ დღეთა შემოკლებასა

825. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედა ჰკიდიან რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი, მას რომე ცეცხლნი წვიდიან

826. შენ უმართლე ხარ ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშვრების გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა

827. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი, არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი, ქვათაცა შესაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე, თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია

828. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა ცეცხლმოდებულსა მოვიდეს რა ქმნას ავთანდილ, მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღამნახვიდეს, მე მისთვის გაცუდებულსა ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მისს ქადებულსა

829. მას ზენაარსა არ გავჰტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები

830. ჩემთჳს გარდახდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა, მჭირს ველთა მოსალბედისა მსჯის გამრავლება ხელქმნილსა, სულთქმისა ზედაზედისა დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა

831. ესე არაკი მართალი, ჩინს ქვასა ზედა სწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინას, ვერ ვარდი ჰგვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე, ქენ რაცა შენი ფერია

832. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად მაგრა გაბრჭე რა მიქმნია, სამსახური ტყვესა ტყვისად გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად

833. ბროლ სადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახლენ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსლვითა, ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცვლად მათთა წყალობათა, გულნი მათნი შევაურვენ

834. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმერთი და ღმერთულებრ ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღრმთისაგან, კარგსა რაღასა მოველი

835. ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა არ უტყუვე მოსრულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდმაშვრალი და მტირალი, ქვე ვზივარ პირითა მქისითა

836. ამას მეტსა საუბარსა, აღარ მომცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო წავალ ვძებნი ანუ ვჰპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო თვარა ბედი აზომ თურე, მიკვეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო

837. ამას მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა, შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა