... (A-855), XIX ს.

799. ღმერთო ღმერთო გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა მე სოფელმან მომაშორვა, უკეთესსა ჩემსსა მზესა ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა

800. ღმერთო ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

801. რა ილოცა ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა, თუმცა ვამნი ადიადნა მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა

802. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა, მას დღეს როსტანს გულგამწყრალსა რა გათენდა ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრძალსა

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

803. რა ვაზირი მოწიწებით, დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს, გუშინდელი შენგან თქმული მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათრივე, შენ ვაზირი გულისგული

804. თუ რად გაჴსოვს რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქვამს მეცნიერთა, წყენააო ჭირთა ბადე ესეგვარსა ნუოდის იქ, საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე

805. კვლა მოაჴხსენა ვაზირმან, სიტყვა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა, პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი კვლა ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი

806. რა გამოვიდა ვაზირმან, ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს, მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს, რაცა ვთქვი მასცა ვინანი

807. რა ვეზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის თქვა უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის

808. თავდადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიანბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

809. კვლა შევა დარბაზს ვაზირი, დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასულა, მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად

810. [.................................................................................................…] [.....................................................................................................] თვალთა მტირალთა შეხედვა, შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე, რაზომცა დაუზაბუნდეს

811. მე რა ვქნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუცა, შენგან არ ვეჭვდი წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა, არსიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან, თვალნი ცრემლისა დენასა

812. ტირს იტყვის დადვა კეშნი, ლახვარმან ჩემთვის ათმანო ჰინდოთა რაზმან ჩემად კლვად, თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მომკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალწარბო, მომცემდი პატიჟთა თმანო

813. იტყჳს ჰე მზეო ვინ ხატად, გთქვის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად ვის გმორჩილობენ ციერნი, ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად

814. ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან, ფილოსოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლ ბადახშისა მძებნელმან, სათნი დავჰკარგე მინანი მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი

815. ამას მოთსქმიდის იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა, ამოსლვა ეამებოდის მას ამსგავსებდის ილხენდის, უჭვრეტდის ეუბნებოდის

816. მთვარესა ეტყვის იფიცე, სახელი ღმრთისა შენისა შენ ხარ მომცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა

817. ღამე ილხენდის დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანართვიდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა კვლა გაემართის ისწრაფდის, წასლვასა მისვე გზისასა