ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

836. “ჯერდ მისი მზგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია: თუ არ კაცთაცა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია, დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია – თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ-ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

837. “მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: “მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა”. მიბრძანა: “მოღამნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა. ამათ არ დავყრი, არეთა, არ გავსტეხ მისს ქადებულსა”.

838. “მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები, მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები; თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, სთქვას ვაგლახი და უები, ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები”.

839. “ჩემთვის გარდაჰხდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა; ოდენ მოდენა ცრესლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა. მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულ-თქმისა ზედა-ზედისა, დავვიწყებივარ სიკვდილსა, ჰნახეთ ნაქმარი ბედისა!

840. “ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია; თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია”.

841. ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად, მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად: გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.

842. “ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ, მას მოვშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ, გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ, ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.

843. “პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმერთისგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი! მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი.

844. “ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა, არ ვუტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა; აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა, ცუდ მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

845. “დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო, არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო: წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო, თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო”.

846. ამის მეტი აღარა სთქვა, ატირდა და წამოვიდა, ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა; ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა, “რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა.

847. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, შენ, უფალსა, არსთა მხედსა, რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა? ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა, მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა!

848. “მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა, იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა; მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა, სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.

849. კვლავ იტყვის: “მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა, – რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა? სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა, აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა”.

850. ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქვეველი, ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი; სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი; ვერ ჰპოვა, მივა მჭვუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.

851. იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე, რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე! გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე, დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მომილხინე!”

852. მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი, ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი; ჰნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი; სთქვა: “უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი”.

853. რა შეჰხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა, აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა, ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა, ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

854. რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა: ახლოს მყოფი სიკვდილისა სჯდა და პირი დაებღნიჯა, საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა, მას აღარა შეესმოდა; სოფლით გაღმა გაებიჯა.

855. ერთკენ უძს ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული, კვლავ სხვაგან ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული, მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი ჰსდის გაფიცხებული, მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.