... (H-167), XIX ს.

780. ქალი. ასტირდა. ცრემლითა. ზღვათაცა. შესართავითა. ყმა. ქალსა. ეტყვის. პატრონი. ნეტარ. სად. არის. და. ვითა. იტყჳს. რა. წახველ. გაიჭრა. ქვაბს. ყოფა. მისჭირდა. ვითა. აწ. მისი. არა. არ. ვიცი. არ. ნახვით. არ. ამბავითა.

781. ყმა. დაჭმუნდა. ვითამც. რამე. ჰკრეს. ლახვარი. გულსა. შუა. ქალსა. ეტყვის. აჰა. დაო. ეგეთიმცა. კაცი. ნუა. იგი. ფიცი. ვით. გატეხა. არ. ვეცრუე. ვით. მეცრუა. ვერ. იქმოდა. რად. მიქადა. თუ. მიქადა. რად. მიტყუა.

782. თუ. უმისოდ. სოფელს. ყოფა. რადგან. ჭირად. არ. მიღირდა. რად. დავვიწყდი. რად. მივსცილდი. რად. ვერ. გასძლო. რა. მისჭირდა. მან. გატეხა. ზენაარის.რად. შემართა. ვით. გაჰპირდა. მაგრა. ავის. ბედისაგან. ჩემი. რამცა. გამიკვირდა.

783. კვლავ. ქალი. ეტყვის. მართლა. ხარ. მაგისა. დამძიმებასა. მაგრა. რა. გაბრჭო. მართალი. ნუ. მეჭუ. რასაცა. თნებასა. არ. გული. უნდა. ფიცის. და. პირისა. გასრულებასა. იგი. უგულო. მოელის. მართ. დღეთა. შემოკლებასა.

784. გული. ცნობა. და. გონება. ერთმანერთზედან. ჰკიდიან. რა. გული. წავა. იგიცა. წავლენ. და. მისკენ. მიდიან. უგულო. კაცი. ვერ. კაცობს. კაცთაგან. განაკიდიან. შენ. არ. გინახავნ. არ. იცი. მას. რომე. ცეცხლნი. სწვიდიან.

785. შენ. უმართლე. ხარ. ემდურვი. შენ. გაეყარე. ძმობილსა. მაგრა. ვით. ითქმის. ვით. გახდა. ვითა. გიამბობ. ცნობილსა. ენა. დაშვრების. გაცვდების. გულსა. შეელმის. ლმობილსა. ამას. მით. ვაზრობ. მინახავს. მე. უბედურსა. შობილსა.

786. ჯერთ. მისი. მსგავსი. სასჯელი. არცა. ვის. ამბად. სმენია. თუ. არა. კაცთა. სასჯელი. ქვათაცა. შენაძრწენია. დიჯლადცა. კმარის. მას. რომე. თვალთაგან. ცრემლი. სდენია. თვით. რაცა. ბრძანოთ. მართალ. ხართ. სხვა. სხვისა. ომსა. ბრძენია.

787. მას. წამავალსა. ვჰკითხევდი. დამწვარსა. ცეცხლ. მოდებულსა. მოვიდეს. რაქნას. ავთანდილ. მისსა. დამვედრე. დობულსა. მიბრძანა. მოღმა. მნახვიდეს. მე. მისთვის. გაცუდებულს. ამათ. არ. დავჰყრი. არეთა. არ. გავჰსტეხ. მის. ქადებულსა.

788. მას. ზენაარსა. არ. გაუტეხ. მას. ფიცსა. არ. ვერცუები. მას. პაემნამდის. მოვიცდი. რაზომცა. გამდის. რუები. თუ. მკვდარი. მნახოს. მანვე. დამმარხოს. თქვას. ვაგლახი. და. უები. ცოცხალი. დავხვდე. უკვირდეს. სიცოცხლე. არს. სათუები.

789. ჩემთვის. გარდახდა. მას. აქათ. გაყრა. მზისა. და. ქედისა. ოდენ. მოდენა. ცრემლისა. მჭირს. ველთა. მოსალბედისა. მსჯის. გამრავლება. ჴელქმნისა. სულთქმისა. ზედა. ზედისა. დავვიწყებივარ. სიკვდილსა. ნახე. ნაქმარი. ბედისა.

790. ესე. არაკი. მართალი. ჩინს. ქუასა. ზედა. სწერია. ვინ. მოყვარესა. არ. ეძებს. იგი. თავისა. მტერია. აწ. ზაფრანია. ვის. წინა. ვერ. ვარდი. გვანდის. ვერ. ია. თუცა. მონახავ. მონახე. ქენ. რაცა. შენი. ფერია.

791. ყმამან. უთხრა. უმართლე. ხარ. არ. მამართლო. მდურვად. მისად. მაგრა. გაბჭევ. რა. მიქნია. სამსახური. ტყვესა. ტყვისად. გამოჭრილ. ვარ. სახლით. ჩემით. ვით. ირემი. ძებნად. წყლისად. მას. ვეძებ. და. მას. ვიგონებ. ვიარები. ველთა. ვლისად.

792. ბროლ. სადაფნი. მარგალიტსა. ლალის. ფერსა. სცვენ. და. ბურვენ. მას. მოვშორდი. ვერ. ვიახელ. ვერ. ვისურვენ. ვერ. ვასურვენ. გამოპარვით. წამოსვლითა. ღმრთისა. სწორნი. მოვიმდურვენ. ნაცვლად. მათთა. წყალობათა. მათნი. გულნი. შევაურვენ.

793. პატრონი. ჩემი. გამზრდელი. ღმრთისაგან. დიდად. ცხოველი. მშობლური. ტკბილი. მოწყალე. ცა. წყალობისა. მთოველი. მას. უორგულე. წამოველ. მართ. დავივიწყე. ყოველი. მისი. შემცოდე. ღვთისაგან. კარგსა. არაღას. მოველი.

794. ესე. ყველაი. ასრე. მჭირს. დაო. ბედითა. მისითა. არ. უტყუვე. და. მოვსულვარ. მგზავრი. ღამით. და. დღისითა. აწ. იგი. სადმე. წასულა. ვიწვი. ცეცხლითა. ვისითა. ცუდათ.მაშურალი.მტირალი. ქვე. ვზი. პირითა. მქისითა.

795. დაო. მეტსა. საუბარსა. აღარ. მამცემს. ჟამი. და. დრო. არ. ვინანი. გარდასრულსა. ბრძენთა. სიტყვა. გავაადრო. წავალ. ვძებნი. ანუ. ვპოვებ. ან. სიკვდილი. მოვიადრო. თვარამ. ბედი. აზომ. თურმე. მიჰკვეთს. ღმერთსა. რაღა. ვჰკადრო.

796. ამის. მეტი. აღარა.თქვა. ატირდა. და. წამოვიდა. ქვაბი. ჩავლო. წყალსა. გახდა. შამბი. გავლო. ველს. გავიდა. ქარი. ველთა. მონაქროლი. ლალის. ფერსა. ვარდსა. ზრვიდა. რად. მიმეცო. ამა. ჭირსა. ბედსა. ამას. უზრახვიდა.

797. იტყჳს. ღმერთო. რა. შეგცოდე. შენ. უფალსა. არსთა. მხედსა. რად. გამყარე. მოყვარეთა. რად. შემასწარ. ამა. ბედსა. ერთი. ორთა. მგონებელი. ვარ. საქმესა. წარსაწყმედსა. მოვკვდე. თავი. არ. მეწყალვის. სისხლი. ჩემი. ჩემსა. ქედსა.

ავთანდილისაგან ტარიელისა ძებნა მოთქმა და ტირილი:

798. მოყვარემან. ვარდის. კონა. გულსა. მკრა. და. დამიწყლულა. იგი. ფიცი. ჩემგან. სრული. მან. აღარა. გამისრულა. მას. თუ. გამყრი. საწუთროვო. ჩემი. ლხინი. გარდასრულა. სხვა. მოყვარე. თვალსა. ჩემსა. გაკიცხულა. გაბასრულა.