... (H-167), XIX ს.

856. ავთანდილსაც. მოეგონა. მისი. მზე. და. საყვარელი. იტყვის. ჩემო. ვით. ვეგები. მე. უშენოდ. სულთა. მდგმელი. შენ. არ. გახლავ. ჩემი. ჩემთვის. სიცოცხლია. სანანელი. გითხრამცა. ვით. რა. მჭირს. რა. ცეცხლი. მწვავს. როგორ. ძნელი.

857. ვარდი. ამას. ვით. იაზრებს. მზე. მოშორდესარ. დავჭკნეო. ანუ. ჩვენ. გლახ. რა. გვერგების. რა. ჩასვენდეს. გორსა. მზეო. გულო. გიჯობს. გაუმაგრდე. თავი. სრულად. გააკლდეო. ნუთუ. მოგხვდეს. ნახვა. მისი. სულთა. სრულად. ნუ. დალეო.

858. სული. დაიღეს. დადუმდეს. ორთავე. ცეცხლი. სდებოდა. ასმათი. შეყვა. შევიდა. მათებრვე. სახმილი. გზნებოდა. დაუგო. ტყავი. ვეფხისა. რომე. კვლა. მიწყივ. ჰგებოდა. ორნივე. დასხდეს. უბნობდეს. რაცა. მათ. იამებოდა.

859. მწვადი. შეწვეს. შეიქმნა. პურობა. მსგავსი. ჟამისა. მუნ. უპურობა. პურობა. არს. სიდიადე. ჯამისა. მას. შეეხვეწნეს. ჭამეო. ძალი. არ. ჰქონდა. ჭამისა. დაცოხნის. ლუკმა. გასტყორცის. წონა. ძლივ. ჩანთქის. დრამისა.

860. ამოა. რომე. კაცი. კაცს. ამოსა. ეუბნებოდეს. მან. გაუგონოს. რაცა. თქვას. არ. ცუდად. წაუხდებოდეს. ცოტად. ეგრეცა. დაგვავსებს. ცეცხლი. რაზომცა. სდებოდეს. დიდი. ლხინია. ჭირთა. თქმა. თუ. კაცსა. მოუხდებოდეს.

861. მას. ღამესა. ერთგან. იყუნეს. იგი. ლომნი. იგი. გმირნი. იუბნეს. და. გააცხადეს. თავისთავის. მათნი. ჭირნი. რა. გათენდა. კვლავ. დაიწყეს. საუბარნი. სიტყვა. ხშირნი. ერთმანეთსა. გაუგონეს. ფიცი. პირველ. დანაპირნი.

862. ტარიელ. ეტყჳს. რად. უნდა. სიტყვისა. თქმა. მრავალისა. რაცა. შენ. ჩემთვის. გიქნია. ღ~თია. მზღველი. ვალისა. კმა. ზენაარი. ზენარად. არ. ნაქმარია. მთვრალისა. არ. დავიწყება. მოყვრობა. მოყურისა. წამავალისა.

863. აწ. შემიწყალე. ნუ. დამწვავ. კვლავ. წვითა. უცხელესითა. მე. რომე. ცეცხლი. მედების. არ. ნაგზებია. კვესითა. ვერ. დამშრეტ. შენცა. დაიწვი. სოფლისა. ქნისა. წესითა. წადი. დაბრუნდი. შეიქეც. მუნითვე. შენი. მზე. სითა.

864. ვინ. დამბადა. განკურნება. ჩემი. უჩანს. მასცა. ძნელად. ვისცა. გესმის. გაიგონეთ. მით. გაჭრილვარ. ხელი. ველად. რაცა. მართებს. გონიერთა. ერთხელ. ვიყავ. მეცა. მქნელად. აწ. ნობათი. ხელობისა. მომხვდომია. მით. ვარ. ხელად.

865. ავთანდილ. ეტყვის. რა. გითხრა. პასუხი. მაგა. თქმულისა. შენვე. სთქვი. ეგე. სიტყვაო. კაცისა. ბრძნად. სწავლულისა. ღმერთსამცა. ვით. არ. შეეძლო. კულავ. განკურნება. წყლულისა. იგია. მზრდელი. ყოვლისა. დანერგულ. დათესულისა.

866. ღმერთსამცა. ესე. რად. ექმნა. ეგეთნი. დაებადენით. აღარ. შეგყარნა. გაგყარნა. ხელი. გქმნა. ცრემლთა. დადენით. სდევს. ფათერაკი. მიჯნურსა. გაჭვრიტეთ. გაიცადენით. თქვენ. ერთმანერთი. არ. მოგხვდეს. მე. სულნი. ამომხადენით.

867. ნეტარ. მამაცი. სხვა. რაა. არ. გასძლოს. რაცა. ჭირია. ჭირსა. გადრეკა. რად. უნდა. რა. სასაუბრო. პირია. ნუ. გეშის. ღ~თი. უხვია. თუცა. სოფელი. ძვირია. რაცა. მიწვრთიხარ. იწვართე. გკადრო. უწვრთელი. ვირია.

868. თუ. რა. გესმის. გაიგონე. ესე. კმაა. სწავლა. სწავლად. ჩემსა. მზესა. დავეთხოვე. თქვენს. წინაშე. წამოსავლად. მოვახსენე. რათგან. ჩემი. შეუქმნია. გული. ავლად. არას. ვარგებ. არ. დავდგები. სხვა. ვიუბნა. რაღა. მრავლად.

869. მან. მიბრძანა. მადლიერ. ვარ. კარგად. ხარ. და. მამაცურად. შენგან. მისსა. გავლენასა. მე. დავიჩენ. სამსახურად. მისის. კითხვით. წამოსრულვარ. არ. მთვრალ. ვარ. და. არ. მახმურად. აწ. შევიქცე. რა. ვუამბო. რად. მოხველო. ჯაბან. ხდლურად.

870. მაგ. საუბარსა. ესე. სჯობს. ისმინე. ჩემი. თხრობილი. მქნელი. საქმისა. ძნელისა. კაციმცა. იყოს. ცნობილი. ვერას. ვერ. შეიქს. ნაყოფსა. ვარდი. უმზეოდ. ჭკნობილი. შენ. ვერას. ირგებ. მე. მარგებ. ძმა. ძმისა. უნდა. ძმობილი.

871. სადაცა. გწადდეს. მუნ. იყავ. მითვე. წესითა. მაგითა. გწადდეს. გულითა. ბრძენითა. გწადდეს. ცნობითა. შმაგითა. მაგა. ქცევითა. ტურფითა. ანაგებითა. ნაგითა. ოდენ. გამაგრდი. არ. მოკვდე. არ. დასდნე. ცეცხლთა. დაგითა.

872. ამის. მეტსა. არას. გნუკევ. წელიწადსა. ერთსა. მგზეფსა. აქა. ქვაბსა. მამნახვიდი. მე. ამბავსაა. ყოვლგნით. მკრეფსა. ამა. ჟამსა. ნიშნად. მოგცემ. დროსა. ამას. ვარდ. იეფსა. ვარდთა. ნახვა. გაგაკრთობდეს. მართ. ვითამცა. ძაღლი. ჰყეფსა.

873. ამა. დროსა. გარდავსცილდე. აქა. ქვაბსა. არ. მოვიდე. ცან. ცოცხალი. არ. თურე. ვარ. უღონიოდ. მოვკვე. კიდე. ეს.ამისად. ნიშნად. კმარის. შენ. თუ. ჩემთვის. ცრემლსა. ღვრიდე. მაშინ. გწადდეს. იხარებდი. გწადდეს. ჭმუნვა. გაადიდე.

874. აწ. რაცა. გკადრე. ამისთვის. ნუთუ. შენ. იყო. მჭმუნავი. მოგშორდები. და. არ. ვიცი. თუ. ცხენი. დამცემს. თუ. ნავი. არ. უთქმელობა. არ. ვარგა. არ. პირუტყვი. ვარ. მჩმუნავი. არ. ვიცი. ღ~თი. რას. მიზამს. ანუ. ცა. მიწყივ. მბუნავი.

875. მან. უბრძანა. აღარ. გაწყენ. არცა. სიტყვა. გამიმეტდეს. არ. მამისმენ. რაზომიცა. საუბარი. მიდიადდეს. თუ. არ. მოგყვეს. საყვარელი. შენ. მას. მიყევ. რაცა. სწადდეს. ბოლოდ. ყოვლი. დამალული. საქმე. ცხადად. გამოცხადდეს.