... (H-167), XIX ს.

663. ნუ. მკითხავ. ქება. რა. გკადრო. ჩემგან. ვით. გაგეგონების. მისსა. მნახავსა. ნახული. აღარა. მოეწონების. თვალნი. მჭვრეტელი. ვით. მზისა. ციაგსა. დაეღონების. ვარდი. აქ. ქნილა. ზაფრანად. აწ. ია. შეიკონების.

664. წვრილად. ჰკადრა. რა. იცოდა. რა. ნახული. რა. ნასმენად. ვითა. ვეფხსა. წავარნა. და. ქვაბი. აქვსო. სახლად. მენად. ქალი. ახლავს. სასურველად. სულთა. დგმად. და. ჭირთა. თმენად. ვაი. სოფელმან. სოფელს. მყოფი. ყოვლი. დასვა. ცრემლთა. დენად.

665. ქალსა. რა. ესმა. ამბავი. მიხვდა. წადილი. ნებისა. განათლდა. პირი. მთვარისა. ვით. ნათლად. ნავანებისა. იტყვის. რა. უთხრა. პასუხი. მას. სათნებლისა. თნებისა. რაა. წამალი. მისისა. წყლულისა. განკურნებისა.

666. ყმა. ეტყვის. ვის. აქვს. მინდობა. კაცისა. მამცქაფავისა. მან. ჩემთვის. დაწვა. თავისი. დადვა. არ. დასაწვავისა. დრო. დამიც. ჩემგან. მისვლისა. მითქვამს. დადება. თავისა. მზე. შემიფიცავს. თავისა. ჩემგან. მზედ. სახედავისა.

667. ჴამს. მოყვარე. მოყვრისათვის. თავი. ჭირსა. არ. დამრიდად. გული. მისცეს. გულისათვის. სიყვარული. გზად. და. ხიდად. კვლავ. მიჯნურსა. მიჯნურისა. ჭირი. უჩნდეს. ჭირად. დიდად. აჰა. მაქვსმცა. უმისოსა. ლხინი. არმად. თავი. ფლიდად.

668. მზე. ეტყვის. მამჴვდა. ყოველი. ჩემი. წადილი. გულისა. პირველ. შენ. მოხველ. მშვიდობით. მპოვნელი. დაკარგულისა. მერმე. ზრდა. სიყვარულისა. გაქვს. ჩემგან. დანერგულისა. ვჰპოე. წამალი. გულისა. აქამდის. დადაგულისა.

669. საწუთრო. კაცსა. ყოველსა. ვითა. ტაროსი. უხდების. ზოგჯერ. მზეა. და. ოდესმე. ცა. რისხვით. მოუქუხდების. აქამდის. ჭირი. ჩემზედა. აწ. ესე. ლხინად. უხვდების. რადგან. შვება. აქვს. სოფელსა. თვით. რად. ვინ. შეუწუხდების.

670. შენ. არ. გატეხა. კარგი. გჭირს. ზენაარისა. ფიცისა. ჴამს. გასრულება. მოყვრისა. სიყვარულისა. მტკიცისა. ძებნა. წამლისა. მისისა. ცოდნა. ხამს. უიიცისა. ჩემი. თქჳ. რა. ვქმნა. ბნელ. ქმნილმან. მზე. მამეფაროს. მე. ცისა.

671. ყმამან. ჰკადრა. სიახლითა. შევრთე. ჭირი. შვიდსა. მე. რვა. ცუდი. არის. დამზრალისა. გასათბობლად. წყლისა. ბერვა. ცუდი. არის. სიყვარული. ქვეით. კოცნა. მზისა. წვერვა. თუ. გიახლო. ერთხელ. ვა. და. რა. მოგშორდე. ათასჯერ. ვა.

672. ვა. თუ. გავიჭრა. გაჭრილსა. სადა. გლახ. დამწვავს. სამალი. გული. ძეს. საგნად. ისრისა. მესურის. საკრავად. სამალი. დრო. სიცოცხლისა. ჩემისა. დღისითღა. ჩანს. ნაასამალი. ფარვა. მწადს. მაგრა. გარდახდა. ჟამი. პატიჟთა. სამალი.

673. მესმა. თქვენი. ნაუბარი. გავიგონე. რაცა. ბრძანე. ვარდსა. ქაცვი. მოაპოვებს. ეკალთამცა. რად. ვეფხანე. მაგრა. მზეო. თავი. მზესა. ჩემთვის. სრულად. დააგვანე. სიცოცხლისა. საიმედო. ნიშანი. რა. წამატანე.

674. ყმა. ტკბილი. და. ტკბილ. ქართული. სიკეთისა. ხელის. მხდელი. ამა. ზედა. ეუბნების. ვით. გაზრდილსა. ამო. მზრდელი. ქალმან. მისცა. მარგალიტი. სრულ. ქმნა. მისი. საწადელი. ღ~თნ. ქნა. და. გაუსრულდეს. ლხინი. ესე. აწინდელი.

675. რაჯობს. რა. კაცმან. გიშერი. ბროლ. ლალსა. თანა. ახიოს. ანუ. ბაღს. ალვა. საროსა. ახლოს. რგოს. მორწყოს. ახიოს. მისსა. მჭვრეტელსა. ალხინოს. ვერ. მჭვრეტსა. ავაგლახიოს. ვაი. მოყვარისა. გაყრილსა. ახიო. ეყოს. ახი. ოს.

676. მათ. მიხვდა. ლხინი. ყოველი. ერთმანერთისა. ჭვრეტითა. ყმა. წამოვიდა. გაყრილი. მივა. გულითა. რეტითა. მზე. ტირს. სისხლისა. ცრემლითა. ზღვისაცა. მეტის. მეტითა. იტყჳს. ვერ. გაძღა. სოფელი. ვაი. სისხლთა. ჩემთა. ხვრეტითა.

677. ყმა. წავიდა. სევდიანი. მკერდსა. იცემს. ამად. ილებს. რომე. კაცსა. მიჯნურობა. ატირებს. და. გააფლიდებს. რა. ღრუბელი. მიეფარვის. მზე. ხმელეთსა. დააჩრდილებს. მის. მოყვრისა. მოშორება. კვლავ. აჩრდილებს. არ. ადილებს.

678. სისხლმან. და. ცრემლმან. გარევით. ღაწვი. ქნის. ღარად. და. ღარად. იტყჳს. მზე. ჩემგან. თავისა. კმა. დასადებლად. აღარ. მიკვირს. თუ. გული. ალმასი. შავმან. წამწამმან. დაღა. რად. ად. ვირე. ვნახივდე. სოფელო. მინდი. სალხინოდ. აღარად.

679. ვინ. უწინ. ედემს. ნაზარდი. ალვა. რგმით. მორწყო. მახია. დღეს. საწუთრომან. ლახვარსა. მიმცა. დანასა. მახია. აწ. გული. ცეცხლით. ამივსებს. დაბმით. დამაბა. მახია. აწღა. ვსცან. საქმე. სოფლისა. ზღაპარია. და. ჩმახია.

680. ამას. მოსთქვამს. ცრემლსა. აფრქვევს. ათრთოლებს. და. აწანწარებს. გულ. ამოსკვნით. ოხვრა. სულთქმით. მიხრის. ტანსა. მიახარებს. საყვარლისა. სიახლესა. მოშორვება. გაამწარებს. ვაი. საწუთრო. ბოლოდ. თავსა. ასუდარებს. აზეწარებს.

681. ყმა. მივიდა. საწოლს. დაჯდა. ზოგჯერ. ტირს. და. ზოგჯერ. ბნდების. მაგრა. ახლავს. გონებითა. საყვარელსა. არ. მოსწყდების. ვით. მწვანვილსა. თრთვილისაგან. პირსა. ფერი. მოაკლდების. ხედავთ. ვარდსა. უმზეობა. როგორ. ადრე. დააჩნდების.

682. გული. კრულია. კაცისა. ხარბი. და. გაუძღომელი. გული. ჟამ. ჟამად. ყოველთა. ჭირთ. მთმო. ლხინთა. მდომელი. გული. ბრმა. ურჩი. ხედვისა. თვით. ვერას. ვერ. გამზომელი. ვერცა. პატრონობს. სიკვდილი. ვერცა. მეფეა. რომელი.