... (H-167), XIX ს.

876. არ. დაიჯერო. მაშინ. სცნა. ჩემთა. საქმეთა. ძნელობა. ჩემთვის. ყველაი. სწორია. გაჭრა. და. გაუჭრელობა. შენ. რაცა. გითქვამს. მაგას. ვიქმ. მსჯის. რაზომ. გინდა. ხელობა. უშენოდ. მამხვდეს. რაღა. ვქნა. არ. დია. დღეთა. გრძელობა.

877. საუბარი. გარდასწყვიტეს. დააპირეს. ესე. პირი. ცხენსა. შესხდეს. მოიარეს. თვითო. მოკლეს. ველს. ნადირი. შემოიქცეს. აატირეს. გული. კვლაცა. ანატირი. ხვალ. გაყრისა. გონებამან. სხვა. უმატა. ჭირსა. ჭირი.

878. ლექსთა. მკითხველნო. თქვენიმცა. თვალი. ცრემლისა. მღვრელია. გულმან. გლახ. რა. ჰქმნას. უგულოდ. თუ. გული. გულსა. ელია. მოშორვება. და. მოყვრისა. გაყრა. კაცისა. მკვლელია. ვინცა. არ. იცის. არ. ესმის. ესე. დღე. როგორ. ძნელია.

879. დილა. გათენდა. შესხდეს. და. მას. ქალსა. გაესალამნეს. ტარიელ. ასმათ. ავთანდილ. თვალთაგან. ცრემლნი. ალამნეს. სამთავე. ღაწვთა. ალამნი. არღავნის. ფერად. ალამნეს. მათ. ლომთა. მიწყივ. მხეცქმნილთა. თავნი. მხეცთანა. ალამნეს.

880. ქვაბი. ჩავლნეს. და. წავიდეს. ზახილი. ცრემლთა. მდენანი. ასმათ. ტირს. მოთქვამს. ჰე. ლომნო. ვისნი. ვით. მოგთქმენ. ენანი. მზემან. დაგუწვა. და. დაგდაგნა. ცისა. მნათობნი. ზენანი. ვაჭირნი. ჩემნი. ეზომნი. ვა. სიცოცხლისა. თმენანი.

881. მათ. ყმათა. მუნით. წასულთა. იგი. დღე. ერთად. იარეს. ზღვის. პირს. მივიდეს. მუნ. დადგეს. არ. ხმელთა. არე. იარეს. არ. გაიყარნეს. მას. ღამით. კვლავ. ცეცხლი. გაიზიარეს. ერთმანერთისა. შორს. ყოფა. იტირეს. იმგლოვიარეს.

882. ტარიელს. ეტყვის. ავთანდილ. რუ. გახმა. ცრემლთა. დენისა. რად. მოიშორე. შენ. ფრიდონ. მამცემი. ამა. ცხენისა. მუნით. იცნობის. ამბავი. ღონე. მის. მზისა. მშვენისა. აწ. მე. მუნ. მივალ. მასწავლე. გზა. ძმად. ფიცისა. შენისა.

883. ტარიელ. სიტყვით. ასწავლის. მხარსა. ფრიდონის. გზასასა. მართ. გააგონა. რაც. ოდენ. შეეძლო. ძალსა. თქმისასა. აღმოსავლითკენ. წადიო. პირსა. იარე. ზღვისასა. თუ. ნახო. ჩემი. უამბე. გკითხავს. ამბავსა. ძმისასა.

884. თხა. მოკლეს. და. მიითრიეს. ცეცხლი. შექნეს. ზღვისა. პირსა. სვეს. და. ჭამეს. რაცა. ჭამა. შეჰფერობდა. მათსა. ჭირსა. მას. ღამესა. ერთად. იყვნეს. ერთგან. მიწვეს. ხეთა. ძირსა. ვგმობ. მუხთალსა. საწუთროსა. ზოგჯერ. უხვსა. ზოგჯერ. ძვირსა.

885. ცისკრად. ადგეს. გასაყრელად. ერთმანერთსა. მოეხვივნეს. მაშინ. მათგან. ნაუბარნი. დადნეს. ვინცა. მოისმინეს. თვალთა. ვითა. წყაროს. თვალნი. ცრემლი. ველთა. მოადინეს. დიდხანს. დგანან. შეჭედილნი. მკერდი. მკერდსა. შეარკინეს.

886. გაიყარნეს. ტირილით. და. პირსა. ხოკით. თმათა. გლეჯით. ერთი. აღმა. ერთი. დაღმა. უგზო. მივლენ. შამბთა. ეჯით. ვირემ. უჩნდა. ერთმანერთი. იძახდიან. პირსა. ბღნეჯით. იგი. ნახოს. დაღრეჯილი. მზე. დაიღრეჯს. მისის. ღრეჯით.

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა:

887. ვაი. სოფელო. რაშიგან. ხარ. რას. გვაბრუნვებ. რა. ზნე. გჭირსა. ყოვლიმც. შენი. მონდობილი. ნიადაგმცა. ჩემებრ. ტირსა. სად. წაიყვან. სადაურსა. სად. აღუფხვრი. სადით. ძირსა. მაგრამ. ღ~თი. არ. გასწირავს. კაცსა. შენგან. განაწირსა.

888. ავთანდილ. მისი. გაყრილი. ტირს. ხმა. მისწვდების. ცათამდის. იტყჳს. თუ. ღვარი. სისხლისა. კვლაცა. მდენია. კვლაცა. მდის. აწ. აგრე. გაყრა. ძნელია. ვით. მაშინ. შეყრა. ცათამდის. კაცი. არ. ყველა. სწორია. დიდი. ძეს. კაცით. კაცამდის.

889. ველს. მაშინ. მხეცნი. ძღებოდეს. ცრემლითა. მუნ. ნატირითა. ვერ. დაივსებდა. სახმილსა. იწვის. ცეცხლითა. ხშირითა. კვლავ. თინათინის. გონება. ავსებს. უფროვე. ჭირითა. ბაგეთა. ვარდი. ანათობს. ბროლი. ძოწისა. ძირითა.

890. ვარდი.ჭკნებოდა. ღვრებოდა. ალვისა. შტო. ირხეოდა. ბროლი. და. ლალი. გათლილი. ლაჟვარდად. გარდიქცეოდა. გამაგრებოდა. სიკვდილსა. ამისთვის. არ. უმხნეოდა. იტყვის. თუ. ბნელი. რას. მიკვირს. რადგან. დამაგდე. მზეო. და.

891. მზესა. ეტყვის. მზეო. გიტყვი. თინათინის. ღაწვთა. დარად. შენ. მას.გავ. და. იგი. შენ. გავს. თქვენ. ანათებთ. მთა. და. ბარად. ხელსა. მალხენს. ნახვა. შენი. ამად. გიჭვრეტ. არ. დამცდარად. მაგრა. ჩემი. რად. დააგდეთ. გული. ცივად. გაუმთბარად.

892. თუ. ერთისა. მოშორება. მზისა. ზამთრის. გაგვამცივებს. მე. გლახ. ორნი. დამიყრიან. გული. ამად. რად. არ. ივნებს. მაგრა. კლდესა. არა. შეწონს. არაოდეს. არ. ატკივნებს. წყლულსა. დანა. ვერა. კურნებს. გაკვეთს. ანუ. გაასივნებს.

893. მიმავალი. ცასა. შესტირს. ეუბნების. ეტყვის. მზესა. აჰა. მზეო. გიაჯები. შენ. უმძლევთა. მძლეთა. მძლესა. ვინ. მდაბალთა. გაამაღლებ. მეფობასა. მისცემ. სვესა. მე. ნუ. გამყრი. საყვარელსა. ნუ. შემიცვლი. ღამედ. დღესა.

აქა ავთანდილი ვარსკვლავთ ეუბნება თავის ბუნებასა ზედა: