... (H-167), XIX ს.

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან:

894. მო. ზუალო. მამიმატე. ცრემლი. ცრემლსა. ჭირი. ჭირსა. გული. შავად. შემიღებე. სიბნელესა. მიმეც. ხშირსა. შემომყარე. კაეშანი. ტვირთი. მძიმე. ვითა. ვირსა. მას. უთხარ. თუ. ნუ. გასწირავ. შენია. და. შენთვის. ტირსა.

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან:

895. ჰე. მუშთარო. გიაჯები. შენ. მართალსა. ბრჭესა. სრულსა. მო. და. უყავ. სამართალი. გაებჭობის. გული. გულსა. ნუ. ამართლებ. უმართლესა. ნუ. წაიწყმედ. ამით. სულსა. მართალი. ვარ. გამიკითხე. რად. მაწყლულებ. მისთვის. წყლულსა.

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან:

896. მოდი. მარიხო. უწყალოდ. დამჭარ. ლახურითა. შენითა. შეცამღებე. და. შემსვარე. წითლად. სისხლისა. დენითა. მას. უთხრენ. ჩემნი. პატიჟნი. მას. გააგონენ. ენითა. როგორ. გასრულვარ. შენ. იცი. გულია. აღარს. ლხენითა.

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან:

897. მოდი. ასპიროზ. მაგრე. რა. მან. დამწვა. ცეცხლთა. დაგითა. ვინ. მარგალიტსა. გარეშე. მოსცავს. ძოწისა. ბაგითა. შენ. დააშვენებ. კეკლუცთა. დაშვენებითა. მაგითა. ვისმე. ჩემებრსა. დააგდებს. გახდი. ცნობითა. შმაგითა.

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან:

898. ოტარიდო. შენგან. კიდე. არვის. მიგავს. საქმე. სხვასა. მზე. მაბრუნვებს. არ. გამიშვებს. შემიყრის. და. მიმცემს. წვასა. დაჯე. წერად. ჭირთა. ჩემთა. მელნად. მოგცემ. ცრემლთა. ტბასა. კალმად. გიკვეთ. გაწლობილსა. ტანსა. წვრილსა. ვითა. ლერწამსა.

ამას მწყალობელთა და სნეულთა ეტლად იტყვიან:

899. მოი. მთვარეო. შემიბრალე. ვილევი. და. შენებრ. ვმჭლდები. მზე. გამავსებს. მზევე. გამლევს. ზოგჯერ. ვსხვდები. ზოგჯერ. ვწვლდები. მას. უამბენ. სჯანი. ჩემნი. რა. მჭირს. ანუ. როგორ. ვბნდები. მიდი. უთხარ. ნუ. გაწირავ. მისი. ვარ. და. მისთვის. ვჰკვდები.

900. აჰა. მმოწმობენ. ვარსკულავნი. შვიდნივე. მემოწმებიან. მზე. ოტარიდი. მუშთარი. და. ზუალ. ჩემთვის. ბნდებიან. მთვარე. ასპიროზ. მარიხი. მოვლენ. და. მოწმად. მყვებიან. მას. გააგონენ. რანიცა. ცეცხლი. უშენოდ. მდებიან.

901. აწ. გულსა. ეტყჳს. ვითამცა. გდის. ცრემლი. არ. გაგხმობია. რას. გარგებს. მოკლვა. თავისა. ეშმა. ძმად. თურე. გძმობია. მეც. ვიცი. ჩემსა. ხელმქმნელსა. თმად. ყორნის. ბოლო. სთმობია. მაგრა. თუ. ჭირსა. არ. დასთმობ. ლხინი. რა. დასათმობია.

902. თუ. დავრჩეო. ესე. მიჯობს. სიცოცხლისა. იტყჳს. თუსა. ნუთუ. მამხვდეს. ნახვა. მზისა. ნუ. ვიძახი. მიწყივ. უსა. მიიმღერის. ჴმასა. ტკბილსა. არ. გასწყვეტდის. ცრემლთა. რუსა. მისსა. ხმისა. თანა. ხმაცა. ბულბულისა. ჰგვანდის. ბუსა.

903. რა. ესმოდის. მღერა. ყმისა. სმენად. მხეცნი. მოვიდიან. მისვე. ხმისა. სიტკბოსაგან. წყლით. ქვანიცა. გამოსხდიან. ისმენდიან. გაკვირდიან. რა. ატირდის. ატირდიან. იმღერს. ხმითა. საბრალოთა. ღვარისაებრ. ცრემლნი. სდიან.

904. მოვიდიან. შესამკობლად. ქვეყნით. ყოვლნი. სულიერნი. ტყით. ნადირნი. წყალში. თევზნი. ზღვით. ნიანგნი. ცით. მფრინველნი. ინდო. არაბთ.საბერძნეთით. მაშრიყით. და. მაღრიბელნი. რუსნი. სპარსნი. მოფრანგენი. და. მისრეთით. მეგვიპტელნი.

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა:

905. ყმა. მტირალი. სამოცდათ. დღე. ზღვისა. პირსა. მივა. გზასა. შორით. ნახა. მენავენი. მოდიოდეს. შიგან. ზღვასა. მოიცადა. ჰკითხა. ვინ. ხართ. თქვენ. ამისსა. გნუკევ. თქმასა. ეს. სამეფო. ვისი. არის. ან. მორჩილობს. ვისსა. ხმასა.

906. მათ. მოახსენეს. ტურფაო. სახით. და. ანაგებითა. გვეუცხოვე. და. გვეკეთე. მით. გეუბნებით. ქებითა. აქამდის. მზღვარი. თურქთაა. მომზღვრე. ფრიდონის. მზღვრებითა. ჩვენცა. ვისი. ვართ. გიამბობთ. თუ. ჭვრეტით. არ. დავბნდებითა.