... (H-167), XIX ს.

722. ჴამსცა. კაცმან. პატრონისა. საწყინარსა. არ. დარიდნეს. ოდენ. სიტყვა. უმეცრული. უმეცრულად. დაიყბედნეს. მე. მაგისად. მოსმენამდის. რად. არ. ყურნი. შემებეჭდნეს. შენ. თუ. მოგკლა. სისხლნი. შენნი. ჩემმან. ქედმან. მიიქედნეს.

723. კვლავ. უბრძანა. თუცა. მისგან. აწ. არ. იყავ. მოგზავნილი. თავმან. ჩემმან. აწვე. მოგკვეთ. არად. უნდა. ამას. ცილი. წა. უკუდეგ. ავი. შმაგი. უმეცარი. შლეგი. წბილი. შაბაშ. სიტყვა. შაბაშ. კაცი. შაბაშ. საქმე. მისგან. ქმნილი.

724. დადრკა. სკამნი. შემოსტყორცა. ჰკრა. კედელსა. შეალეწნა. დააცთუნა. მაგრა. მისთვის. აალმასნა. არ. აძეწნა. ვით. მიამბე. წასლვა. მისი. ვინ. ალვისა. მორჩი. ხე. წნა. ვაზირისა. ცრემლმან. ცხელმან. ღაწვნი. თეთრნი. აახეწნა.

725. ვეზირმან. გლახ. გამორიდნა. მართ. ვეღარას. ვერ. იძრწინვებს. გამოძრწა. და. გამომელდა. გულსა. წყლულსა. მოიმტკივნებს. შეის. ხასობს. გაის. ქუშობს. ენა. ასრე. მოაყივნებს. მტერი. მტერსა. ვერას. ავნებს. რომე. კაცი. თავსა. ივნებს.

726. თქვა. ცოდვათა. ჩემთა. მსგავსი. ღ~თნ. მეტი. რა. მიჩვენოს. რად. მოვღორდი. რად. დავბნელდი. ნეტარ. ვინღა. გამითენოს. ვინცა. სხვა. რა. კადნიერად. პატრონსა. რა. მოახსენოს. ჩემნი. დღენი. მასმცა. ადგან. რაძინ. ვითა. გაისვენოს.

727. ვაზირი. გაწბილებული. მივა. ბედითა. შავითა. ავთანდილს. უთხრა. დაღრეჯით. პირითა. გამქუშავითა. მადლი. რა. გკადრო. აწ. თქვენგან. გავხასდი. მე. მაშა. ვითა. ვა. კარგი. თავი. უებრო. დავჰკარგე. დავაშავითა.

728. ქრთამსა. სთხოვს. და. ამხანაგობს. თუცა. ცრემლსა. არ. იწყურვებს. მიკვირს. რად. სცალს. საწყლიანოდ. რად. არ. გულსა. შეიურვებს. . ვინ. არ. მისცეს. ქადებული. მოურავსა. მოიმდურვებს. თქმულა. ქრთამი. საურავსა. ჯოჯოხეთსცა. დაიურვებს.

729. ვით. გამჴადა. რა. მიბრძანა. არ. ეგების. ჩემგან. თხრობა. რა. სიავე. რა. სირეგვნე. რა. შლუობა. რა. შმაგობა. მე. თვით. კაცად. აღარ. ვარგ. ვარ. აღარა. მიც. თავსა. ცნობა. ესე. მიკვირს. რად. არ. მამკლა. მისცა. თურე. ღ~თნთმობა.

730. მეცა. ვიცოდი. რაცა. ვჰქენ. ცთომით. არ. წამკიდებია. ვიაზრე. გამიწყრებოდა. ჭმუნვა. მით. გამდიდებია. განგებით. ქმნილსა. რისხვასა. ვერავინ. დარიდებია. შენთვის. სიკვდილი. ლხინად. მჩანს. ჭირი. არ. გამცუდებია.

731. ყმამან. უთხრა. აღარ. წასლვა. არ. ეგების. ჩემგან. აროს. იადონი. მაშინ. მოკვდეს. ოდეს. ვარდმან. იდამჭნაროს. ჴამს. უძებნოს. ცვარი. წყლისა. მისთვის. თავი. ყოვლგნით. აროს. ვერ. უპოოს. რა. ქნას. ანუ. გული. რითა. დაიწყნაროს.

732. უმისოდ. მყოფი. ვერ. გავძლებ. ჯდომასა. ვერცა. წოლასა. მართ. ნადირთაებრ. გაჭრასა. ვარჩევ. მათთანა. რბოლასა. ასრე. გასრულსა. რად. მნუკევს. მისთა. მებრძოლთა. ბრძოლასა. სჯობს. უყოლობა. კაცისა. მომდურავისა. ყოლასა.

733. მოვახსენებ. ერთხელ. კულაცა. აწ. რაზომცა. მეფე. წყრების. ნუთუ. გაბრჭოს. გული. ჩემი. ვით. იწვის. და. ვით. ენთების. არ. გამიშვებს. გავიპარვი. რა. იმედი. გარდასწყდების. მე. თუ. მოვკვდე. ჩემი. კერძი. სოფელიცა. გაქარდების.

734. მოიუბნეს. ვეზირმან. ქნა. ჭამა. სმანი. მათნი. ფერნი. უმასპინძლა. ძღვენი. უძღვნა. შვენიერსა. შვენიერნი. მისნი. მყოლნი. ავეავსნა. მოყმენი. თუნდა. ბერნი. გაიყარნეს. ყმა. წავიდა. სახლად. ჩადგეს. მზისა. წვერნი.

735. შეკრა. წითელი. ასი. ათასი. პირად. მზემან. და. ტანად. სარომან. სამასი. თავი. სტავრა. ატლასი. უხვმან. და. მიუმხცდარომან. სამოცი. თვალი. ლალ. იაგუნდი. ფერად. მათმან. საურაომან. კაცი. გაგზავნა. ვაზირისასა. ესე. ყველაი. მისთვის. არო. მან.

736. შესთვალა. თუ. რაცა. გმართებს. ვით. მოგცე. და. ვით. გაქონო. ვალთა. შენთა. გარდასახდელი. რა. ნაცვალი. მოვიგონო. თუღა. დავრჩე. შენთვის. მოვჰკვდე. თავი. ჩემი. დაგამონო. სიყვარული. სიყვარულსა. შეგიცვალო. შეგიწონო.

737. მე. ვითა. ვთქვა. უებრობა. სიკეთე. და. ქება. მისი. კაცი. იყო. საქმისაცა. შესაფერი. შესატყვისი. ასრე. უნდა. სამსახური. ჰგავიდოდეს. ვისცა. ვისი. ოდეს. კაცსა. დაეჭიროს. მაშინ. უნდა. ძმა. და. თვისი.

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა:

738. შერმადინს. ეტყვის. უბრძანებს. პირ. მზე. ნათელთა. მფენელი. ესე. დღე. არის. იმედი. ჩემის. გულისა. მლხენელი. შენგან. თავისა. შენისა. საჩემოდ. გამომჩენელი. მქებრად. ამბისა. მათისა. ხამს. მკითხავი. და. მსმენელი.

739. იტყვის. როსტან. არ. გამიშვა. არცა. სიტყვა. მამისმინა. მან. არ. იცის. რათ. ვინა. და. სულდგმულია. ვისგან. ვინა. უმისომცა. ნუ. ცოცხალ. ვარ. ნუცა. გარე. ნუცა. შინა. რაცა. საქმე. უსამართლო. ღ~თნ. ვისმცა. შეარჩინა.

740. თუცა. მისი. არ. გაწირვა. ჩემგან. მტკიცობს. არ. სათუობს. ყოვლი. ცრუ. და. მოღალატე. ღმერთსა. ჰგმობს. და. აგრე. ცრუობს. გული. მისი. უნახავი. ტირს. და. სულთქვამს. ვაებს. უშობს. ლხინსა. არას. არ. იახლებს. ჰკრთების. კუშტობს. ვაშობს. ქშობს.