... (H-167), XIX ს.

799. კვლავ. იტყვის. მიკვირს. ნაღველი. კაცისა. მე. ჭკუიანისა. რა. ჭმუნვარებდეს. რას. არგებს. ნაკადი. ცრემლთა. ბანისა. სჯობს. გამორჩევა. აზრობა. საქმისა. დასაგვანისა. აწ. მეცა. მიჯობს. მონახვა. მის. მზისა. ლერწამ. ტანისა.

800. ყმა. გაემართა. საძებრად. მტირალი. ცრემლთა. მფქვეველი. ეძებს. უძახის. უყივის. დღეებრ. ღამეთა. მთეველი. სამ. დღემდი. მოვლო. მრავალი. ხევი. შამბნარი. ტყე. ველი. ვერ. პოვა. მივა. მჭმუნვარე. ვერას. ამბისა. მცნეველი.

801. იტყვის. ღ~თო. რა. შეგცოდე. ეგზომ. დიდი. რა. გაწყინე. რად. შემასწარ. ამა. ბედსა. ჩემსა. რა. სასჯელი. მამივლინე. გამკითხველო. გამიკითხე. აჯა. ჩემი. შეისმინე. დაამოკლე. დღენი. ჩემნი. ჭირნი. ჩემი. გამილხინე.

პოვნა ავთანდილისაგან ლომ ვეფხვი რომ დაეხოცა:

802. მივიდოდა. მიუბნობდა. ყმა. მტირალი. ფერ. შეცვლილი. ქედსა. რასმე. გარდაადგა. ველი. აჩნდა. მზიან. ჩრდილი. ნახა. შავი. შამბთა. პირსა. დგა. სადავე. უკუყრილი. თქვა. უცილოდ. იგიაო. არა. უნდა. ამას. ცილი.

803. რა. შეხედნა. ყმასა. გულმან. გაუფეთქნა. გაუნათდა. აქა. ლხინი. დაღრეჯილსა. უათასდა. არ. უათდა. ვარდმან. ფერი. გაანათლა. ბროლი. ბროლდა. სათი. სათდა. ვით. გრიგალმან. ჩაირბინა. არ. მოსცალდა. ჭვრეტად. მათდა.

804. რა. ტარიელ. დაინახა. გაღანამცა. დაეღრიჯა. ახლოს. მყოფი. სიკუდილისაღა. ჯდა. და. პირი. დაებღნიჯა. საყელონი. გარდეხივნეს. თავი. სრულად. გაეგლიჯა. მას. აღარა. შეესმოდა. სოფლით. გაღმა. გაებიჯა.

805. ერთკენ. უძს. ლომი. მოკლული. და. ხრმალი. სისხლ. მოცხებული. კვლავ. სხვაგან. ვეფხი. უსულო. მკუდარი. ქუე. დანარცხებული. მას. წყაროსაებრ. თვალთაგან. ცრემლი. სდის. გაფიცხებული. მუნ. აგრე. გულსა. უნთებდა. ცეცხლი. მცხინვარე. ცხებული.

806. თვალთა. ახმადცა. ზარ. ედვა. სრულად. მიხდოდა. ცნობასა. მიახლებოდა. სიკვდილსა. მოშორვებოდა. ნობასა. ყმა. სახელდებით. უყივის. ლამის. სიტყვითა. კრთობასა. ვეღარ. ასმინა. გარდიჭრა. ძმა. გამოაჩენს. ძმობასა.

807. ჴელითა. ცრემლსა. უწურავს. თვალთა. ავლებდა. სახელსა. ახლოს. უზის. და. უყივის. მართ. სახელდობით. სახელსა. ეტყჳს. ვერ. მიცნობ. ავთანდილს. შენთვის. გაჭრილსა. და. ხელსა. მას. არა. დია. შეესმის. რეტსა. თვალ. დაუფახველსა.

808. ესე. ყველაი. ასრეა. რაცა. აწ. ჩემგან. თხრობილა. ცრემლნი. მოსწურნა. თვალთაგან. ცოტადრე. მოაცნობილა. მაშინღა. იცნა. აკოცა. მოეჭდო. მოეძმობილა. ვიმოწმებ. ღმერთსა. ცხოველსა. მათებრივ. არვინ. შობილა.

809. უთხრა. ძმაო. არ. გიტყუვე. გიყავ. რაცა. შემოგფიცე. გნახე. სულთა. გაუყრელმან. ფიცი. ასრე. დავამტკიცე. აწ. დამეხსენ. სიკვდილამდის. ვიტირო. და. თავსა. ვიცე. მაგრამ. გვედრებ. დამარხვასა. მხეცთა. საჭმლად. არ. მიმცე.

810. ყმამან. უთხრა. რაშიგან. ხარ. შენ. საქმესა. რად. იქ. ავსა. ვინ. მიჯნური. არ. ყოფილა. ვის. სახმილი. არა. სწვავსა. ვის. უქნია. შენი. მსგავსი. სხვათა. კაცთა. ნათესავსა. რად. სატანას. წაუღიხარ. რად. მოიკლავ. ნებით. თავსა.

811. თუ. ბრძენი. ხარ. ყოვლნი. ბრძენნი. აპირებენ. ამა. პირსა. ჴამს. მამაცი. მამაცური. სჯობს. რაზომცა. ნელად. ტირსა. ჭირსა. შიგან. გამაგრება. ასრე. უნდა. ვით. ქვიტკირსა. თავისისა. ცნობისაგან. ჩავარდების. კაცი. ჭირსა.

812. ბრძენი. ხარ. და. გამორჩევა. არა. იცი. ბრძენთა. თქმულებ. მინდორს. ტირ. და. მხეცთა. ახლავ. რას. წადილსა. აისრულებ. ვისთვის. კვდები. ვერ. მიხვდები. თუ. სოფელსა. მოიმდურვებ. თავსა. მრთელსა. რად. შეიკრავ. წყლულსა. ახლად. რად. იწყლულებ.

813. ვინ. არ. ყოფილა. მიჯნური. ვის. არ. სახმილნი. სდებიან. ვის. არ. უნახვან. პატიჟნი. ვისთვის. ვინ. არა. ბნდებიან. მითხარ. უსახო. რა. ქნილა. სულნი. რად. ამოგხდებიან. არ. იცი. ვარდნი. უეკლოდ. არავის. მოუკრეფიან.

814. ვარდსა. ჰკითხეს. ეგზომ. ტურფა. რამან. შეგქმნა. ტანად. პირად. მიკვირს. რად. ხარ. ეკლიანი. პოვნა. შენი. რადგან. ჭირად. მან. თქვა. ტკბილსა. მწარე. პოებ. სჯობს. იქნების. რაცა. ძვირად. ოდეს. ტურფა. გაიეფდეს. არღარა. ღირს. არცა. ჩირად.

815. რადგან. ვარდი. ამას. იტყვის. უსულო. და. უასაკო. მაშა. ლხინსა. ვინ. მოიმკის. პირველ. ჭირთა. უმუშაკო. უბოროტო. ვის. ასმია. რაცა. კარგი. საეშმაკო. რად. ემდურვი. საწუთროსა. რა. უქნია. უარაკო.

816. ისმინე. ჩემი. თხრობილი. შეჯე. წავიდეთ. ნებასა. ნუ. მიყოლიხარ. თავისა. თათბირსა. გაგონებასა. რაცა. არ. გწადდეს. იგი. ქენ. ნუ. სდევ. წადილთა. ნებასა. ასრე. არ. სჯობდეს. არ. გეტყჳ. რად. მეჭვ. რასაცა. თნებასა.

817. მან. უთხრა. ძმაო. რა. გითხრა. ძვრაცა. არ. ძალმიც. ენისა. ძალი. არა. მაქვს. ჴელქმნილსა. შენთა. სიტყვათა. სმენისა. რად. ადვილად. გიჩნს. მოთმენა. ჩემთა. სასჯელთა. თმენისა. აწ. მივსწურვილვარ. სიკვდილსა. დრო. მომეახლა. ლხენისა.