... (H-167), XIX ს.

702. ჰკადრე. ვინ. გაქოს. ყოველმან. პირმა. არ. მეუმზრახემან. ვითა. ვიშიშვი. გაცნობოს. ღ~თნ. ნათელთა. სახემან. მაგრა. მან. ყმამან. ცეცხლითა. დამწვა. ალვისა. სახემან. გული. წამსავე. წამიღო. ვერათ. ვერ. შევინახე. მან.

703. აწ. მეფეო. უმისობა. ჩემგან. ყოლა. არ. ეგების. გული. მას. აქვს. გულოვანსა. აქა. ჴელი. რა. მეხდების. თუ. რას. ვარგებ. პირველ. ხოლმე. თვით. სახელი. თქვენ. მოგხვდების. ვერას. ვარგებ. გულსა. დავსდებ. ჩემი. ფიცი. არ. გატყდების.

704. წასლვა. ჩემი. გულსა. თქვენსა. არ. ეწყინოს. არ. დაჭმუნდეს. თავსა. ჩემსა. გაგებული. იქმნას. ღმერთსა. რაცა. უნდეს. მანვე. ქნას. და. გაგიმარჯვდეს. თქვენი. თქვენკე. დაგიბრუნდეს. არ. მოვბრუნდე. თქვენმცა. სუფევთ. მტერი. თქვენნი. დაძაბუნდეს.

705. კვლავ. პირ. მზე. ეტყვის. ვეზირსა. მე. სიტყვა. შევამცირეო. აწ. ესე. ჰკადრე. მეფესა. შევინვიდოდეს. ვირეო. მიაჯე. ამოდ. გაშვება. და. თავი. გაიგმირეო. ასი. ათასი. წითელი. შენ. ქრთამად. შეიწირეო.

706. ვაზირმან. უთხრა. სიცილით. ქრთამი. შენ. გქონდეს. შენია. შენგან. კმა. ჩემად. წყალობად. რომე. გზა. გაგიჩენია. მაგას. რა. ვჰკადრებ. მეფესა. რაცა. აწ. თქვენგან. მსმენია. ვიცი. უცილოდ. ამავსებს. შოება. რა. საწყენია.

707. თავმან. მისმან. მუნვე. მამკლავს. ვეჭვ. წამიც. არ. წამეაროს. შენი. ოქრო. შენვე. დაგრჩეს. მე. გლახ. მიწა. მესამაროს. მამკალ. კაცსა. სიცოცხლისა. სწორად. რაცა. მოეხმაროს. არ. ითქმის. და. ვერცა. ვიტყვი. რა. გინდა. ვინ. მისაგმაროს.

708. გზა. არ. წავა. თავსა. წინა. სიცოცხლე. გლახ. ვითა. სთქვიო. ამიკლებს. და. ანუ. მამკლავს. ეგე. სიტყვა. ვითა. სთქვიო. რად. არ. მუნვე. გაიგონე. რად. ხარ. შმაგი. აგრეთიო. სჯობს. სიცოცხლე. აკლებასა. ამას. თავსა. აწვე. ვსწვრთიო.

709. თუ. მეფეცა. გაგიშვებდეს. თვით. ლაშქარნი. რად. დაღორდენ. რად. გაგიშვან. რად. დაღორდენ. ანუ. მზესა. რად. მოშორდენ. შენ. წახვიდე. მტერნი. ჩვენნი. დაგვთამამდენ. გაგვისწორდენ. ეგე. ასრე. არ. იქნების. ვითა. ჩიტნი. არ. გაქორდენ.

710. ყმა. ატირდა. ცრემლით. უთხრა. ჴამს. თუ. დანა. გულსა. ვიცი. ჰე. ვეზირო. შეგეტყობის. სიყვარული. არ. თურ. იცი. ანუ. სხვაცა. არ. გინახავს. მოყვრობა. და. არცა. ფიცი. თუ. გინახავს. უმისოსა. ჩემი. ლხინი. ვითა. მტკიცი.

711. მზე. დაბრუნდა. არ. ვიცოდი. მზესა. რამცა. დააბრუნვებს. აწ. უშველოთ. გვიჯობს. იგი. ნაცვლად. დღესა. დაგვითბუნვებს. ჩემი. ჩემებრ. არვინ. იცის. რა. მამწარებს. რა. მატკბუნვებს. ცუდთა. კაცთა. საუბარი. კაცსა. მეტად. დააჭმუნვებს.

712. მეფე. ანუ. მისნი. სპანი. ნეტარ. ჴელსა. რასა. მხდიან. აწ. ვითამცა. გაუწყვეტლად. უცნობოსა. ცრემლი. მდიან. სჯობს. წავიდე. არ. გავტეხნე. კაცსა. ფიცნი. გამოსცდიან. ჭირნი. მისგან. უნახავნი. კაცსა. ვისმებ. გამოსცდიან.

713. აწ. ვაზირო. მაგა. პირსა. გული. კრული. ვით. მოგთმინდეს. რკინა. ჩემი. მონაცვალე. ხამს. გაცვილდეს. არ. გატინდეს. ვერ. გარდვიხდი. თვალთა. მისთა. ჯეონიცა. თვალთა. მდინდეს. მამეხმარე. ნუთუ. ჩემგან. მოხმარება. შენცა. გინდეს.

714. არ. გამიშვებს. გავიპარვი. წავალ. მათგან. შეუგებლად. ვით. მენუკევს. ეგრე. დავრთო. გული. ცეცხლთა. მოსადებლად. ვიცი. ჩემთვის. არას. გიზამს. თუ. არ. უნდი. გასაძებლად. თქვი. რა. გინდა. წაგეკიდოს. თავი. დადევ. საწამებლად.

715. ვეზირმან. თქვა. შენი. ცეცხლი. მეცა. ცეცხლად. მომედების. ვეღარ. უჭვრეტ. ცრემლთა. შენთა. სოფელიცა. გაჰქარდების. ზოგჯერ. თქმა. სჯობს. არა. თქმასა. ზოგჯერ. თქმითაც. დაშავდების. ვიტყჳ. მოვკვდე. არა. მგამა. ჩემი. მზეცა. შენ. მოგხვდების.

716. რა. ვეზირმან. ესე. უთხრა. ადგა. დარბაზს. გაემართა. მეფე. დახვდა. შეკაზმული. პირი. მზეებრ. ეწაღმართა. შეუშინდა. საწყენლისა. მოხსენება. ვერ. შემართა. დაყრით. დგა. და. იგონებდა. არ. საქმეთა. საომართა.

717. მეფემან. ნახა. ვეზირი. დაღრეჯით. დაყმუნვებული. უბრძანა. რა. გჭირს. რა. იცი. რად. მოხვე. შეჭირვებული. მან. ჰკადრა. არა. არ. ვიცი. მართ. ვარ. თავისა. ვებული. მართალ. ხართ. მამკლათ. რა. გესმას. ამბავი. ჩემგან. ცნებული.

718. ჩემი. ჭმუნვა. ჭირსა. ჩემსა. არცა. მატს. და. არცადიდობს. მეშინიან. თუცა. შიშსა. მოციქული. ვერ. დარიდობს. აწ. ავთანდილ. გეთხოვების. მოაჯეობს. არ. წამკიდობს. უმის. ყმისოდ. სოფელსა. და. საწუთროსა. მისთვის. ფლიდობს.

719. რაცა. იცოდა. ყველაი. ჰკადრა. მოშიშრად. ენითა. კვლავ. მოახსენა. რამცა. სცნა. სიტყვითა. ესოდენითა. თუ. რაგავარ. მყოფი. მინახავს. თუ. რაგვარ. ცრემლთა. დენითა. მართალ. ხართ. ჩემთვის. რისხვანი. თუმცა. იანაზდენითა.

720. რა. მეფემან. მოისმინა. გაგულისდა. გაუცნობდა. ფერი. ჰკრთა. და. გასაშიშრდა. შემხედველთა. შეაშთობდა. შეუზახნა. რასთვის. შმაგობ. მაგას. სხვამცა. ვინ. მითხრობდა. ავსა. კაცსა. ურჩევნია. ავსამცა. რას. ადრე. სცნობდა.

721. ვითამც. რამე. სიხარული. საქმე. მითხარ. ვითა. ღადრად. მაგის. მეტი. რა. ვინ. მიყოს. თუ. არ. მამკლას. მუხთლად. ღადრად. შმაგო. ენა. ვით. იხმარე. აწ. მაგისად. ჩემად. კადრად. აგრე. შმაგი. არ. ვეზირად. არად. ვარგხარ. არცა. სხვად. რად.