... (H-167), XIX ს.

643. არცაღა. დაჯდა. ნადიმად. არცაღა. კვლავ. ხალვათისა. შერმადინ. მახარობელი. წავა. მისლვისა. მათისა. ფიცხლად. წავიდა. სავალი. სამ. დღე. ვლო. დღისა. ათისა. მას. ლომსა. ნახვა. უხარის. მის. მზისა. მეკამათისა.

644. შესთავლა. მეფე. უკადრი. ხარმცა. მორჭმით. და. დიდობით. ამა. საქმესა. ვიკადრებ. შიშით. კრძალვით. და. რიდობით. მის. ყმისა. ვერას. ვერ. მცნობი. უხმობდი. თავსა. ფლიდობით. აწ. ვსცან. და. გაცნევ. ყოველიმოვალ. შვებით. და. მშვიდობით.

645. როსტევან. მეფე. უკადრი. მორჭმული. შეუპოველი. შერმადინ. მოციქულობა. თვით. მოახსენა. ყოველი. ავთანდილ. მოვა. წინაშე. მის. ყმისა. ვისმე. მპოელი. ბრძანა. ვსცან. ჩემი. ღ~თისაგან. სააჯო. და. სათხოელი.

646. თინათინს. ჰკადრა. შერმადინ. ნათელსა. მას. უღამოსა. ავთანდილ. მოვა. წინაშე. გკადრებს. ამბავსა. ამოსა. იგი. მით. აკრთთობს. ელვასა. მზისაცა. უთამამოსა. მას. საბოძვარი. უბოძა. მისი. ყველაი. დამოსა.

647. მეფე. შეჯდა. გაეგება. ყმასა. მუნით. მომავალსა. ამას. პირ. მზე. მეფისაგან. ივალებდა. დიდსა. ვალსა. მიეგება. მოეგება. მხიარული. გულ. მხურვალსა. დიდებულთა. ჯარისაგან. ზოგნი. გვანდა. ვითა. მთრვალსა.

648. რა. მიიახლა. გარდახდა. ყმამ. თაყვანიცა. მეფესა. აკოცა. როსტენ. მიმხვდარმან. ნიშატთა. სიიეფესა. გულ. მხიარულნი. შვებულნი. მივლენ. დარბაზსა. სეფესა. მის. ყმისა. მოსლვა. უხარის. ყოველსა. მუნ. მეკრეფესა.

649. მას. ავთანდილ. თაყვანიცა. ლომთა. ლომმან. მზეთა. მზესა. მუნ. ბროლი. და. ვარდ. გიშერი. გაეტურფა. სინაზესა. პირი. მისი. უნათლეა. სინათლისა. ზესთა. ზესა. სახლ. სამყოფი. არა. მართებს. ცამცა. გაიდარბაზესა.

650. მას. დღე. დასხდეს. ნადიმობად. გაამრავლეს. სმა. და. ჭამა. ყმასა. მეფე. ასრე. უჭვრეტს. ვითა. შვილსა. ტკბილი. მამა. მათ. ორთავე. აშვენებდა. ფიფქსა. თოვნა. ვარდსა. ნამა. უხვად. გასცეს. საბოძვარი. მარგალიტი. ვითა. დრამა.

651. სმა. გარდახდა. თავის. თავის. გაიყარნეს. მსმელნი. შინა. დიდებულნი. არ. გაუშვეს. ყმა. დაისვეს. ახლოს. წინა. მეფე. ჰკითხავს. იგი. ჰკადრებს. რაცა. ჭირი. დაეთმინა. მერმე. მისსა. უცნობოსა. რა. ენახა. რა. ესმინა.

652. მას. ვახსენებდე. ნუ. გიკვირს. თქმა. მჭირდეს. მიწყივ. ახისა. მზე. თუ. ვთქვა. მსგავსი. მისი. და. ანუ. მისისა. სახისა. ვინ. უნახავ. ქნის. გონება. ყოველთა. კაცთა. მნახისა. ვარდი. დამჭკნარი. ეკალსა. შუა. შორს. მყოფი. ახისა.

653. რა. ჭირი. კაცსა. სოფელმან. მოუთმოს. მოუთმინამან. ქაცვი. ლერწამმან. ზაფრანა. იმსგავსოს. ფერად. მინამან. ავანდილ. მისმან. მხსენებმან. ღაწვი. ცრემლითა. მინამან. წვრილად. უამბო. ამბავი. მან. მისმან. მონასმინამან.

654. ქვაბნი. ომითა. წაუხმან. სახლად. აქვს. დევთა. სახლები. საყვარელისა. მისისა. ქალი. ჰყავს. თვით. ნაახლები. ვეფხისა. ტყავი. აცვია. ცუდად. უჩნს. სტავრა. ნახლები. აღარა. ნახავს. სოფელსა. ცეცხლი. სწვავს. ახალ. ახლები.

655. რა. დაასრულა. ამბავი. საქმე. მისისა. ჭირისა. ნახვა. მის. მზისა. ნათლისა. მის. თვალად. არ. დუხჭირისა. უამა.უქეს.ვარდისა. ხელი. მძლედ. დანაჭირისა. ეგე. კმა. სიმხნე. სიმხნისა. რადგან. ხარ. მამხვე. ჭირისა.

656. გამხიარულდა. თინათინ. ამა. ამბისა. სმენითა. მას. დღე. იხარებს. სმითა. და. ჭამისა. არ. მოწყენითა. კვლავ. საწოლს. დახვდა. მას. მზესა. მუნცა. სიტყვისა. ბრძენითა. მისვლა. ებრძანა. იამა. თქმა. არ. ეგების. ენითა.

657. ყმა. წავიდა. მხიარული. ლმობიერი. არ. გამწყრალი. ლომი. მინდორს. ლომთა. თანა. მინდორს. რული. ფერ. ნამკრთალი. ყმა. სოფლისა. ხასიათი. ჯავარი. და. სრული. წყალი. მაგრამ. ქონდა. გულისათვის. გული. გულსა. განაცვალი.

658. მზე. უკადრი. ტახტსა. ზედა. ზის. მორჭმული. არ. ნადევრი. წყლად. ეფრატსა. უხვად. ერწყო. ედემს. რგულა. ალვა. მჭევრი. ბროლ. ბალახშსა. აშვენებდა. თმა. გიშერი. წარბი. ტევრი. მე. ვინ. ვაქებ. ათინს. ბრძენსა. ხამს. აქებდეს. ენა. ბევრი.

659. ყმა. მხიარული. წინაშე. დასვა. სკამითა. მისითა. სხენან. სავსენი. ლხინითა. ორთავე. შესატყვისითა. უბნობდენ. ლაღნი. წყლიანნი. არა. სიტყვითა. მქისითა. უთხრა. ჰპოეა. პატიჟნი. მაგრა. ძებნითა. ვისითა.

660. ჰკადრა. რა. კაცსა. სოფელმან. მისცეს. წადილი. გულისა. ჴსოვნა. არა. ხამს. ჭირისა. ვით. დღისა. გარდასრულისა. ვჰპოვე. ხე. ტანი. ალვისა. სოფლისა. წყალთა. რწყულისა. მუნ. პირი. მსგავსი. ვარდისა. მაგრა. აწ. ფერ. ნაკრულისა.

661. მუნ. სარო. მსგავსი. ვარდისა. ვნახე. მისჭირდა. მინები. იტყვის. დავკარგე. ბროლი. და. სადა. რთავს. ბროლსა. მინები. მით. ვიწვი. რათგან. ჩემებრივ. ცეცხლი. სწვავს. მოუთმინები. მერმე. კვლავ. ჰკადრა. ამბავი. მან. მისგან. მონასმინები.

662. სიარულსა. მისგან. ძებნად. სრულ. პატიჟთა. მოსთვლის. ჭირსა. მერმე. ჰკადრა. საწადლისა. ღ~თნ. პოვნა. ვით. აღირსა. საწუთრო. და. სოფელს. ყოფა. კაცი. უჩნსო. ვით. ნადირსა. ოდენ. ხელი. მხეცთა. თანა. იარების. მინდორს. ტირსა.