... (H-167), XIX ს.

624. ტარიელ. უთხრა. ავთანდილს. ასმათის. დადუმებულმან. შენ. ყველაკაი. გაამე. მე. ვერას. ვერ. ამებულმან. გიამბე. ჩემი. ამბავი. სიცოცხლე. გაარმებულმან. აწ. წადი. ნახე. შენი. მზე. ნახვისა. მოჟამებულმან.

625. ავთანდილ. უთხრა. მე. შენი. გაყრა. არ. მამეთმინების. თუ. გაგეყრები. თვალთაგან. ცრემლიცა. დამედინების. მართალსა. გითხრობ. ამისი. კადრება. ნუ. გეწყინების. შენ. ვისთვის. კვდები. მაგითა. მას. არა. არ. ელხინების.

626. რა. აქიმი. დასნეულდეს. რაზომ. გაინდა. საქებარი. მან. სხვა. იჴმოს. მკურნალი. დამაჯისა. შემტყობარი. მან. უამბოს. რაცა. სჭირდეს. სენი. ცეცხლთა. მამდებარი. სხვისა. სხვამან. უკეთ. იცის. სასარგებლო. საუბარი.

627. რაცა. გითხრა. მომისმინე. ბრძენი. გეტყვი. არა. ხელი. ასი. გმართებს. გაგონება. არ. გეყოფის. არ. ერთხელი. კარგად. ვერას. ვერ. მოავლენს. კაცი. აგრე. გულ. ფიცხელი. აწ. მე. მინდა. ნახვა. მისი. ვისგან. დამწვავს. ცეცხლი. ცხელი.

628. იგი. ნავხო. სიყვარული. მისი. ჩემთვის. დავამტკიცო. მოვახსენო. რაცა. მეცნას. მეტი. საქმე. არა. მიცო. შენ. გენუკვი. შემაჯერო. ღ~თი. იღთო. ცაცა. იცო. ერთმანერთი. არ. გავსწიროთ. მაფიცო. და. შემომფიცო.

629. რომე. აქათ. არ. წახვიდე. შენ. თუ. ამას. შემიპირო. მეცა. ფიცით. შეგიჯერებ. არასათვის. არ. გაგწირო. კვლავ. მოვიდე. შენად. ნახვად. შენთვის. მოვკუდე. შენთვის. ვირო. ღ~თსა. უნდეს. ვისთვის. ჰკვდები. მისთვის. აგრე. არ. გატირო.

630. მან. მიუგო. უცხოს. უცხო. ეგრე. ვითა. შეგიყვარდი. გასაყრელად. გეძნელები. იადონსა. ვითა. ვარდი. რაგვარამცა. დაგივიწყე. რაგვარამცა. უკუმქარდი. ღ~თნქნას. და. კვლაცა. გნახო. ალვა. მორჩი. განაზარდი.

631. პირი. შენი. ნახვად. ჩემად. თუ. მობრუნდეს. ტანი. ითხოს. გული. მინდორს. არ. გაიჭრას. არ. ირმოს. არცა. ითხოს. თუ. გიტყუო. მოგაღორო. ღ~თნ. რისხვით. გამიკითხოს. შენმან. ჭვრეტა. სიახლემან. მამაქარვოს. სევდა. მითხოს.

632. ამაზედან. შეიფიცნეს. მოყვარენი. გულ. სადაგნი. იაგუნდნი. ქარვის. ფერნი. სიტყვა. ბრძენნი. ცნობა. შმაგნი. შეუყვარდა. ერთმანერთი. სწვიდეს. მიწყივ. გულსა. დაგნი. მას. ღამესა. ერთგან. იყვნენ. შვენიერნი. ამხანაგნი.

633. ავთანდილცა. მასვე. თანა. ტიროდა. და. ცრემლი. ღვარა. რა. გათენდა. წამოვიდა. აკოცა. და. გაეყარა. ტარიელს. თუ. ვით. ეწყინა. რა. ქმნას. ამას. ვერ. მიმხვდარა. ავთანდილცა. ჩატიროდა. შამბი. შიგან. ჩაიარა.

634. ავთანდილს. ასმათ. ჩამოყვა. ზენარით. ეუბნებოდა. მუხლთა. უყრიდა. ტიროდა. თითითა. ეხვეწებოდა. ადრე. მოსლვასა. ვედრებდა. მართ. ვითა. ია. ჭნებოდა. მან. უთხრა. დაო. უთქვენოდ. სხვა. რამცა. მეგონებოდა.

635. ადრე. მოვალ. არ. გაგწირავ. არას. დავზამ. შინა. ხანსა. ოდენ. სხვაგან. არ. წავიდეს. ნურსად. არებს. იმა. ტანსა. აქათ. ორ. თვე. არ. მოვიდე. ვიქ. საქმესა. დაუგვანსა. შეიგენით. მივსცემივარ. ჭირსა. რასმე. თანისთანსა.

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა:

636. იგი. მუნით. წამოსრული. სევდამანცა. განა. მოკლა. პირსა. იხოკს. ვარდსა. აპობს. ხელი. მისი. გაამხოკლა. სისხლსა. მისგან. დადენილსა. მხეცი. ყოვლმან. გაამლოკლა. მისმან. ფიცხლად. სიარულმან. შარა. გრძელი. შეამოკლა.

637. მუნ. მივიდა. სადა. იგი. მისნი. სპანი. დაეყარნეს. ნახეს. იცნეს. რაგვარაცა. მართებს. ისრე. გაეხარნეს. შერმანდისცა. ახარებდეს. ფიცხლად. კაცთა. თავნი. არნეს. მოვიდაო. აქამდისი. ვისგან. წასულა. გაგვემწარნეს.

638. გაეგება. მოეხვია. ზედან. დახვდა. პირი. ხელსა. აკოცებდა. სიხარულით. ცრემლთა. მღვრელი. მხეცთამსვრელსა. ესე. თქვა. თუ. ნეტარ. ღ~თო. ცხადსა. ვხედავ. ანუ. ბნელსა. მე. ვით. ღირს. ვარ. ამას. რომე. თვალნი. ჩემნი. გჭვრეტდენ. მრთელსა.

639. ყმამან. მდაბლად. მოიკითხა. ზედან. დასდვა. პირი. პირსა. უბრძანა. თუ. ღ~თსა. ვმადლობ. შენ. თუ. ჭირი. არა. გჭირსა. დიდებულთა. თაყვანიცეს. აკოცებდეს. ვინცა. ღირსა. ზარსა. ცემდეს. უხაროდა. უფროსა. თუ. უნდა. მცირსა.

640. მოვიდეს. სადა. სამყოფლად. სახლი. დგა. მუნ. აგებული. მოვიდა. ნახვად. ყოველი. მის. ქალაქისა. კრებული. მაშინვე. დაჯდა. ნადიმად. მორჭმული. ლაღი. შვებული. ენა. მის. დღისა. შვებასა. ყოლა. ვერ. იტყვის. კლებული.

641. შერმადინს. უთხრა. უამბო. ყოველი. მისგან. ნახული. ანუ. ვით. პოვა. იგი. ყმა. მისგანვე. მზედ. დასახული. ავთანდილს. ცრემლი. უყოფდა. უბნობდა. თვალ. დაფახული. უმისოდ. მყოფსა. სწორად. მიჩნს. ჩემთვის. დარბაზი. და. ხული.

642. მუნ. ამბავი. შინაური. ყველაკაი. მოახსენა. შენი. წასვლა. არვინ. იცის. რაც. მითხარ. აგრე. ვჰქენა. მას. დღე. მუნით. არ. წავიდა. ინადიმა. განისვენა. ცისკრად. შეჰჯდა. გაემართა. დღე. რა. მზემან. გაათენა.