... (H-167), XIX ს.

585. ლაშქარნი. ფრიდონს. მეფედ. და. მიხმობდეს. მეფეთ. მეფობით. თვით. თავსა. მათსა. მონად. და. ჩემსა. ყველასა. სეფობით. დაღრეჯით. ვიყავ. ვერ. მპოვეს. ვეროდეს. ვარდის. მკრეფობით. ჩემი. ვერცნიან. ამბავი. მუნ. იყო. არ. იეფობით.

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო:

586. დღესა. ერთსა. მე. და. მეფე. ნადირობას. გამოვედით. ზღვასა. ზედან. წაწურვილსა. ქედსა. რასმე. გარდავდეგით. ფრიდონ. მითხრა. გითხრობ. რასმე. ვთამაშობდით. ცხენსა. ვსხედით. ერთი. რამე. საკვირველი. მე. ვნახეო. ამა. ქედით.

587. მე. ვკითხევდი. ფრიდონ. მეტყვის. მართ. ამბავსა. ესოდენსა. დღე. ერთ. მწადდა. ნადირობა. შევჯე. ამა. ჩემსა. ცხენსა. ზღვათა. შიგან. იხვსა. გვანდა. ხმელთა. ზედა. შავარდენსა. აქა. ვდეგ. და. თვალს. უგებდი. ქორსა. იქით. განაფრენსა.

588. ზოგჯერ. ზღვითკენ. მივიხედნი. წავსდგომოდი. ამა. გორსა. ზღვასა. შიგან. ცოტა. რამე. დავინახე. თუცა. შორსა. ეგრე. ფიცხლად. სიარული. არას. ძალ. აქვ. მისსა. სწორსა. ვერად. ვიცან. გონებასა. გავეკვირვე. ამად. გორსა.

589. ვთქჳ. რაა. რასა. ვამგზავსო. მფრინველია. ანუ. მხეცი. ნავი. იყო. გარ. ეფარა. სამოსელი. მრავალკეცი. წინა. კაცნი. მოზიდვიდეს. თვალი. ამად. დავაცეცი. მთვარე. უჯდა. კიდობანსა. ცა. მეშვიდე. მასცა. ვეცი.

590. ამოძვრნეს. ორნი. მონანი. შავნი. მართ. ვითა. ფისანი. ქალი. გარდმოსვეს. სისხონი. ვნახენ. მისისა. თმისანი. მას. რომე. ელვა. ჰკრთებოდა. ფერნიმცა. ჰგვანდეს. რისანი. მან. გაანათლა. ქვეყანა. გაცუდდეს. შუქნი. მზისანი.

591. სიხარულმან. ამაჩქარა. ამათრთოლა. დაცამლეწა. იგი. ვარდი. შემიყვარდა. რომე. თვალსა. იახეწა. დავაპირე. შეტევება. ვსთქვი. წავიდე. მათკე. მე. წა. ჩემსა. შავსა. სულიერსა. რამცა. ვითა. გარდეხვეწა.

592. ცხენი. გავქუსლე. იქმოდეს. შამბი. ხმასა. და. ხრიალსა. ვეღარ. მიუსწარ. გამესწრნეს. რაზომცა. ვსცემდი. წრტიალსა. ზღვის. პირსა. მიველ. შევხედენ. ჩნდა. ოდენ. მზისა. ტიალსა. გამშორვებოდეს. წამსლვოდეს. ამისთვის. დავეწვი. ალსა.

593. ესე. მესმა. ფრიდონისგან. მამემატა. ცეცხლთა. სიცხე. ცხენისაგან. გარდავიჭერ. თავი. სრულად. გავიკიცხე. ჩემთა. ღაწვთა. დანადენი. მე. ჩემივე. სისხლი. ვიცხე. მამკალ. თუცა. უჩემოსა. ენახოსმცა. ვისცა. ის. ხე.

594. ესე. ჩემგან. გაუკვირდა. ფრიდონს. მეტად. ეუცხოა. მაგრა. მეტად. შევებრალე. ტირილითა. მესათნოვა. ვითა. შვილი. დამადუმა. მემუდარა. მესათნოვა. თვალთათ. ვითა. მარგალიტი. ცხელი. ცრემლი. გარდმომთოვა.

595. ვაგლახმეო. რა. გიამბე. ფათერაკად. მცდარმან. შმაგად. მოვახსენე. ნურა. გაგვა. ნუ. ინაღვლი. მაგას. მაგად. იგი. მთვარე. ჩემი. იყო. მით. მედების. ცეცხლი. მდაგად. აწ. გიამბობ. რადგან. თავი. გინდა. ჩემად. ამხანაგად.

596. ფრიდონს.უთხარ. ყველაკაი. ჩემი. თავსა. გარდასრული. მან. მითხრა. თუ. რას. ვიტყოდი. მოცთომილი. გაბასრული. შენ. მაღალი. ინდოთ. მეფე. ჩემსა. რადმე. ხარ. მოსრული. სახელმწიფო. საჯდომი. და. ტახტი. გმართებს. სრაცა. სრული.

597. კვლავაცა. მითხრა. ვისცა. ღ~თი. საროს. მორჩსა. ტანად. უხებს. მას. ლახვარსა. მოაშორვებს. თუმცა. პირველ. გულსა. უხებს. იგი. მოგვცემს. წყალობასა. მისსა. ზეცით. მოგვიქუხებს. ჭირსა. ლხინად. გაგვიცვალებს. არათ. ოდეს. შეგვაწუხებს.

598. წამოვედით. ნატირებნი. სრას. დავსხედით. თავის. წინა. ფრიდონს. ვუთხარ. ჩემი. შემწე. შენგან. კიდევ. არავინა. ვითა. ღ~თნ. შენი. მსგავსი. სოფლად. არა. მოავლინა. მაშა. რადგან. შეგემეცენ. ამის. მეტი. რად. რა. მინა.

599. არავინ. გესვა. მოყვარე. ჟამი. თუ. მამხვდეს. ჟამისად. ენა. გონება. მახმარე. გამოსარჩევლად. ამისად. რა. მოვაგვარო. რა. მიჯობს. სალხენლად. ჩემად. და. მისად. თუ. ვერას. ვარგებ. ვიქმნები. ვერ. დამყოფელი. წამისად.

600. მან. მითხრა. ბედი. ღვთისაგან. მიჯობსღა. ამას. რომელი. მოსრულხარ. ჩემად. წყალობად. მეფე. ინდოეთს. მჯდომელი. მემცა. რად. ვიყავ. ამისთვის. მადლისა. რასმე. მდომელი. ერთი. ვარ. მონა. მონებად. წინაშე. თქვენსა. მდგომელი.

601. ესე. ქალაქი. გზა. არის. ნავითა. ყოველგნით. მავალთა. შემამკრეფელი. ამბავთა. უცხოთა. რათმე. მრავალთა. აქა. მოგესმის. წამალი. შენ. რომე. დაუწვავ. ალთა. ნუთუ. ქნას. ღ~თნ. გარდასვლა. მაგა. ჭირთა. და. ვალთა.

602. ჩვენ. გავგზავნნეთ. მენავენი. რომელთაცა. კულავ. უვლია. მოგვინახონ. იგი. მთვარე. ვისთვის. ჭირი. არ. გვაკლია. მუნამდისცა. მოიჭირვე. გონებამან. არ. დაგლია. ყოლა. ჭირი. არ. ეგების. თუცა. ლხინმან. არ. დასძლია.

603. კაცნი. უჴმენ. მასვე. წამსა. ესე. საქმე. დაიურვეთ. უბრძანა. თუ. ნავებითა. წადით. ზღვა. ზღვა. მოიცურვეთ. მოგვინახეთ. საყვარელსა. მისსა. მისთვის. მოასურვეთ. თავსა. ჭირი. უათასეთ. რამც. უშვიდეთ. რადმცა. ურვეთ.