... (H-1128), XIX ს.

567. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან მან აგრე თქვა უბრალო ვარ იცის ღ~თნ სახიერმან ვისთვის მოვკვდე ვისგან მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან

568. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მამკალ ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს

569. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკულევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე ვის ესე დააშლევინე

570. ჴელი მიყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოუქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

571. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოჰქონდათ ეუბნეს არ აჯებითა მას შიგან ჩასვეს იგი მზე ჰგავს აქა დარაჯებითა

572. ზღვათაკენ განვლნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვა მქნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მომკულევდეს ჩემი ძმა სიცოცხლე გასაწყინარდა დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა

573. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მართებს ამისა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშომელსა

574. მე უთხარ დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია რამცა ვქენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ კლდეთა და წყალია სრულად გავქვავდი შემექმნა გული მართ ვითა სალია

575. მეტმან ზარმან გამაშმაგა მამივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკვდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა

576. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ ნავსა შიგან გავალაგდი არსით ნავი მამავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მამიძულვა ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი

577. რომე დავყავ წელიწადი თვე თორმეტი გამეოცა მაგრამ მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანა მყოლი ყველაკანი ამომიწყდა დამეხოცა ვსთქვი თუ ღ~თსა ვერას ვკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვყო ცა

578. ზღვა ზღვა ცურვა მამეწყინა მით გამოველ ზღვისა პირსა გული სრულად გამიმხეცდა არ უსმენდი არც ვაზირსა ყველაკანი დამეფანტა დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღ~თი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა

579. ერთია ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი მისი ვერა ვსცნან ამბავნი ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა

580. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგვანდეს ქალაქს ვიახლენით ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა მიდაღვიდა გულსა დაღნი მუნ გარდავხე მოსვენებად დამხუდეს რამე ხენი ლაღნი

581. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდექ სევდიანი მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური ველთა ცრემლი ასოვლებდა თვალთა ჩემთა მონაწური

582. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირ პირ მას თურმე წყლული სტკიოდა ჴმლისა ნატეხი დასვრილი აქვს სისხლი ჩამოზდიოდა მტერთა ექადდა სწყრებოდა იგინებოდა ჩიოდა

583. ზედ[ა] ჯდა შავსა ტაიჭსა ესე აწ მე მყავს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივწიე მისისა შეყრისა ვიყავ მდომელი შევსთვალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

584. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლად შევჯეგ ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

585. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი გარ ვერ ვითხენ