... (H-1128), XIX ს.

528. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უარის ქნასა ღ~თისასა ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა მე და შენ დავსხდეთ ინდოეთს ჰსჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა

529. მე ლმობიერად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთვარე პირ გავსებული ახლოს დამისვა დამიტკბა აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული

530. მიბრძანა თუ გონიერი ჴამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა ჰსჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს შენ და ისი წაიკიდნეთ ინდოეთი გარდაჰქარდეს

531. კვლავ თუ სიძე შემოუშვათ მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეული გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ეგე ამბვად არ ეგების რომე სპარსნი გაგვიხასდენ

532. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ინდოვეთს შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალ გული და ჩემი მეომარობა ასრე დავხოცნე შეეძლოს აღარას არ სახმარობა

533. მიბრძანა თუ ჰხამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მათთა სპათა აუწყვედლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად

534. ასრე ქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დახოც ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო

535. იგი რა მოკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული არ მივსცემ არცა დრამასა არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა

536. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული ნუმცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელ მოტეხით შემოხვეწა შემოკდომა ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

537. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წასასავლად მან დამიწყო ქვე ქვე წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხვევა

538. ხანი დავჰყავ გავეყარე მაგრა გავხე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასვლა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

539. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღ~თი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე არ თავი ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა

540. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი ხამს ვითა დასასრულია კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

541. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა იყუნეს ხანსა არ დამზმელნი შიგნი ჩვენნი გაეგებნეს გარეთ მოდგეს ხორაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი

542. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან დაჰყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანია სხვანია შენ აქა ნახენ კმარიან იქა ნახვისად კმანია

543. მაედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდახდა დღე გვანდა არ აღვსებისა შეიქმნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ თემად დას დასებისა

544. მე დავშვერ ვითა წესია საურავ გარდახდილისა შინა წამოველ შერემშრა ქმნა მომნდომოდა ძილისა მონა მოვიდა მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა ადრე მოდიო გიბრძანებს მზგავსი ალვისა ზრდილისა

545. ცხენისაგან არ გარდავხე წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხუდა ნატირები ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო რაგვარამცა გავაქილდი

546. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას განენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა ჰსდაგ დღე მიგიჩს შენ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კულაცა მაიმცთომარე

547. მე მეწყინა აღარა ვთქვი ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუვყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომსა რაგვარ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოველ მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი