... (Q-1541), 1712 წ.

594. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი჻ ნურადინფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი჻ ესე საზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი჻ ცოტაა მაგრა ყოველგნით, სიკეთემიუწდომელი჻

595. მამის ძმა და მამაჩემი, პაპაჩემმან გაყვნა ოდეს჻ ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს჻ თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს჻ მათკე დარჩა სანადირო, არ მივსცემდი მომერჩოდეს჻

596. დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე჻ ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე჻ სპათა ვუთხარ მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე ჻ ხუთთა ოდენ ბაზიერთა, მეტი არა დავიჭირე჻

597. ნავითა გავე ზღვისაგან, შტო რამე გამოვიდოდა჻ არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და჻ დამიძაბუნნეს სიმრავლე, მე მათი არ გამვიდოდა჻ ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდა჻

598. მართლად იჯავრეს წუნობა, მათი თუ ესე ხმდა ვითა჻ გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა჻ თვით ბიძაძენი ჩემნიცა, შესხდეს მათითა თავითა჻ ჩემთა გაუხდეს ლაშქართა, ომად მათითა მკლავითა჻

599. მათი მესმა დავინახე, ზახილი და ხრმალთა ელვა჻ ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა჻ ზღვასა შევე მომეგება, მეომარი ვითა ღელვა჻ სწადდა მაგრა ვეღარა ქმნეს, ჩემი ზედა წამოქელვა჻

600. კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი, უკანა მომეწეოდეს჻ იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს჻ არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს჻ ხრმალსა მივენდევ გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს჻

601. მომეჯარნეს ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე჻ ზღვაზღვა ცურვით წამოუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე჻ თანამყოლნი ყველაკანი, დამიხოცნეს დამრჩეს მუნვე჻ ვინცა მდევდის ვერ შემომხვდა, მივუბრუნდი მივაბრუნვე჻

602. აწ იგი იქმნას რაცაღა, ენებოს ღმრთისა წადილსა჻ ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა჻ ოხრად გავუხდი ყოფასა, მათ საღამოსა და დილსა჻ ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა჻

603. ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა჻ მოვახსენე აჩქარება, შენი ყოლა არა უნდა჻ მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და჻ ჩვენ ორთავე მეომარი, განაღამცა შეგვიძრწუნდა჻

604. ესეცა ვუთხარ ამბავი, ჩემი არ გაგეგონების჻ უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების჻ მან მითხრა ლხინი საჩემო, მაგას არ შეეწონების჻ დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე, შენ ჩემი დაგემონების჻

605. მივედით მისსა ქალაქსა, ტურფასა მაგრა ცოტასა჻ გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა჻ პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს, ნახოკსა ვით ნაფოტასა჻ ეხვეოდიან ჰკოცნიდეს, ხრმალსა და სალტეკოტასა჻

606. კვლა მოვეწონე ვეტურფე, მე მისი გარდნაკიდარი჻ შემასხმიდიან ქებასა, მზეო შენ ჩვენთვის იდარი჻ მივედით ვნახეთ ქალაქი, მისი ტურფა და მდიდარი჻ ყველასა ტანსა ემოსა, ზარქაში განაზიდარი჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა჻

607. მოჯობდა ომი შეეძლო, ხმარება ცხენაბჯარისა჻ დავკაზმეთ ნავი კატარღა, და რიცხვი სპათა ჯარისა჻ კაცი ხმდა მისთა მჭვრეტთათვის, ღონემცა ეაჯა რისა჻ აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა჻

608. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა჻ ნავი წინა მომეგება, არა ვიცი იყო თუ რვა჻ ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა჻ ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახნეს დიაცურ ვა჻

609. კვლა სხვასა მივე მოვჰკიდე, ხელი ნავისა ბაგესა჻ ზღვასა დავანთქენ დავხოცემ, ომიმცა რაღა აგესა჻ სხვანი გამექცეს მიმართეს, მათმათსა საქულბაგესა჻ ვინცა მიჭვრეტდეს უკვირდა, მაქებდეს არ მაძაგესა჻

610. ზღვა გავიარეთ გავედით, შემოგვიტიეს ცხენია჻ კვლა შევიბენით შეიქმნა, ომისა სიფიცხენია჻ მუნ მომეწონნეს ფრიდონის, სიქველესიფიცხენია჻ იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია჻

611. თვით ორნივე ბიძაძენი, მისნი ხმრლითა ჩამოყარნა჻ ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა჻ მოიყვანნა მხარდაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა჻ მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი ყმანი ამაყარნა჻

612. მათნი ლაშქარნი გაგვექცეს, ვეცენით გაცავფანტენით჻ ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით჻ ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავაანატენით჻ მომკალ თუ ლარი დალიოთ, ან აკიდებით ან ტენით჻