... (Q-1541), 1712 წ.

537. ასრე ქმენ ჩემო ლომო და, მჯობო ყოველთა გმირთაო჻ მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო჻ მისთა სპათაცა ნუ დახოც, ზროხათა ვითა ვირთაო჻ დიადი სისხლი უბრალო, კაცმანმცა ვით იტვირთაო჻

538. იგი რა მოჰკლა ეუბენ, პატრონსა ჩემსა მამასა჻ ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქმ, ინდოეთისა ჭამასა჻ ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა჻ არ დამეხსნები გაგიხდი, ქალაქსა ვითა ტრამასა჻

539. ჩემი ყოლა ნურა გინდა, სიყვარული ნურცა ნდომა჻ ამით უფრო მოგეცემის, სამართლისა შენ მოხდომა჻ ქმნას მეფემან ყელმოტეხით, შემოხვეწა შემოკდომა჻ ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა჻

540. ესე მეტად მომეწონა, თათბირი და გამორჩევა჻ ჩემთა მტერთა დავაქადე, დასახოცლად ხრმლისა ქნევა჻ მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა჻ მწადდა მაგრა ვერ შევმართე, შეჭიდება შემოხვევა჻

541. ხანი დავყავ გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი჻ ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი჻ ჭირი ბევრჯერ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი჻ მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არფიცხელი჻ და ტარიელისაგან მისი მოკლვა჻

აქა ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქოწილოდ ჻

542. მოვიდა კაცი სასიძო, მოვაო მოსლვა გვახარა჻ მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა გლახ არა჻ მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა჻ მიბრძანა ახლოს მიმისვა, მოდიო თავი დახარა჻

543. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე, ლხინი და სიხარულია჻ გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა სრულია჻ კაცი გავგზავნნეთ მოიღონ, ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია჻

544. მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი, საჭურჭლეთა წამომხმელნი჻ სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არდამზმელნი჻ შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი჻ მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა, ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი჻

545. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ, კარვითა მოედანია჻ გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია჻ მუნ მისად ნახვად გავიდენ, უშენოდ სპანი სხვანია჻ შენ აქა ნახე კმარიან, იქა ნახვისად ყმანია჻

546. მოედანს დავდგი კარვები, წითლისა ატლასებისა჻ მოვიდა სიძე გარდახდა, დღე ჰგვანდა არს აღვსებისა჻ შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა჻ დაიწყეს დგომა ლაშქართა, თემთემად დასდასებისა჻

547. მე დავშვერ ვითა წესია, საურავგარდახდილისა჻ შინა წამოვე მაშვრალსა, ქმნა მომნდომოდა ძილისა჻ მონა მოვიდა მომართვა, წიგნი ასმათის ტკბილისა჻ ადრე მოდიო გიბრძანებს, მსგავსი ალვისა ზრდილისა჻

548. ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად დავმორჩილდი჻ ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი჻ მითხრა შენი შესწრობილი, ტირილსამცა ვით ავსცილდი჻ გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავვაქილდი჻

549. შევედით ვნახეთ ბალიშსა, ზედა წარბშერჭმით მჯდომარე჻ მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე჻ წავდეგ მიბრძანა რასა სდგა, დღე მიგიჩს წინ საომარე჻ ანუ გამწირე მიტყუე, და კვლაცა მოიმცდომარე჻

550. მე მეწყინა აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი჻ უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს ვისცა ვუნდი჻ ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი჻ შინა მოვე მოკლვა მისი, დავაპირე არ დავყმუნდი჻

551. ასსა ვუბრძანე მონასა, საომრად დაემზადენით჻ შევსხედით გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით჻ კარავსა შევე სასიძო, ვითა წვა ზარმცა თქმად ენით჻ უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით჻

552. კარვის კალთა ჩახლათული, ჩავჭერ ჩავაკარაბაკე჻ ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე჻ წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიხვდა საარაკე჻ ცხენსა შევჯე წამოცავე, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე჻

553. ხმა დამივარდა შეიქმნა, ზახილი მოსაწევარი჻ წამოვე წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი჻ ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი჻ მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი჻

554. კაცი გავგზავნენ ვაცნობე, ყოვლგან ლაშქარსა ყველასა჻ აქა მომმართეთ ვინცაღა, ჩემსა იქმოდეთ შველასა჻ არ გაწყდა მოსლვა მდევართა, ღამესა დია ბნელასა჻ ჩემი რა ცნიან სცვიდიან, თავებსა მათსა მრთელასა჻

555. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად჻ ვნახენ სამნი დიდებულნი, მეფისაგან მოგზავნილად჻ ებრძანა თუ ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად჻ ჩემი ასრე რად შესცვალე, სიხარული სიმძიმილად჻