... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

507. რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება, მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი, გული მი და მო ჰკრთებოდა

508. დედოფალმან თქვა ხვარაზმშას, მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოთ, ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრა, რადგან თვით იყო მდომელი მოწმობა დავრთე დაესკვნა, დღე ჩემი სულთა მხდომელი

509. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას, წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გაჰხდა უმკვიდროდ, სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოველი თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი

510. კაცი მოვიდა აევსო, ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას, სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა, ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა

511. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი, სასიძოსა მოყვანებად დავედრეს თუ ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი ,საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად

512. მეტმან სევდამან მიმწურა, გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა, შევჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მომართვა ეწერა, ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად

513. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ, ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე, ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით

514. იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის, აღარ ეგრე გამიღიმდა ყოლა სიტყვა არ მამიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა

515. ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთვარე, ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა

516. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი ებურა მოშლით პიროქრო, მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო, მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა, პირი ელვათა მკრთომელი

517. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირგამეხებული არცა მზე ჰგვანდა არც მთვარე, ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორსგვარად, გულსა მე ლახვარხებული მერმე წამოჯდა წარბშერჭმით, გამწყრალი გამეხებული

518. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ, მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი, შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პატიჟსა, მიგცემსო ზენა მი ცისა ვჰკადრე რა გკადრო პასუხი, მის ჩემგან მე უიცისა

519. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია, უცნობოსა ფერნამკრთალსა კვლაცა მითხრა რას გეუბნო, მტყუვანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი, მე დაუწვავ ამით ალსა

520. შენ არ იცი ხვარაზმშასი, საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქნას და დაგირჩინო, ცუდად შენი ხელოვნება

521. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი, წამალთყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვეთა, ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს რათგან დამთმე მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს

522. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა, ეპატრონოს ჰინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების, წა მომცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან, ტყუვანსა და შენ აგეთსა

523. ცოცხალ ვიყო შენ ჰინდოეთს, ღმერთო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო

524. თქვა რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტისმეტად კვლავ მიეცა თვალთა ძალი, მის ნათლისა ეგრე მჭვრეტად აწ დავჰკარგე რად არ გიკვირს, რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვა სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად

525. შევხედენ ვნახე სასთუნალს, მუსაფი გაშლით მდებარე ავდეგ ავიღე მე ღმრთისა, და მერმე მე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს, ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მომკალ პასუხი, ერთია გკადრო მე ბარე

526. რომე გკადრებ ესე სიტყვა, აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი, ყოლა ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი, თქვიო თავი დამიქნია