... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

585. ზახილი მესმა შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირპირ, მას თურმე წყლული სტკიოდა ხრმლისა ნატეხი დასვრილი, აქვს სისხლი ჩამოსდიოდა მტერთა ექადდა წყრებოდა, იგინებოდა ჩიოდა

586. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, ესე აწ მე მითქს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა, გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა, შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთვალე დადეგ მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს რომელი

587. მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლად შევჯე ჩავეგებე, მე ჩაუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე, სიარული დაითმინა

588. გამიცადა ღმერთსა ჰკადრა, შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ასრე ვითხენ

589. ერთი მონა დასტაქარი, მყვა და წყლულნი შეუხვივნა ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ, მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა

590. პირველ მითხრა არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქმნა მოყვითანოდ, ვარდგიშერი რომე ჰრგავსო ღმერთმან მისგან ანთებული, სანთელიმცა რად დაგავსო

591. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი ნურადინფრიდონ სახელი, მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქვს მაგრა ყოველგნით, სიკეთემიუთხრობელი

592. მამის ძმა და მამაჩემი, პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკე დარჩა სანადირო, არ მივსცემდი მამერჩოდეს

593. დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასვლა მომდომოდა, მით მრეკალი არ ვახსირე სპათა უთხარ მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა, მეტი არა დავიჭირე

594. ნავითა გავე ზღვისაგან, შტო რამე გამოვიდოდა არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი ჩემთა რად დავჰრიდო და დამეძაბუნნეს სიმრავლე, მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიოდა

595. მართლად იჯავრეს წუნობა, მათი თუ ესე ხმდა ვითა გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძასძენი ჩემნიცა, შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა, ომად მათითა მკლავითა

596. მათი მესმა დავინახე, ზახილი და ხრმალთა ელვა ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება, მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს, ჩემი ზედა წამოკელვა

597. კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი, უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს ხრმალსა მივენდევ გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს

598. მომეჯარნეს ვეღარა ვქენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე ზღვაზღვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანამყოლი ყველაკანი, დამიხოცნეს დარჩა მუნვე ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა, მიუბრუნდი მივაბრუნვე

599. აწ იგი იქმნას რაღაცა, ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა ოხრად გაუხდი ყოფასა, მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ სადილსა

600. ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება, შენი ყოლა არად უნდა მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომარი, განაღამცა შეგვიძრწუნდა

601. ესეცა უთხარ ამბავი, ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო, მაგას რა შეეწონების დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე, შენ ჩემი დაგემონების

602. მივედით მისსა ქალაქსა, ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს, ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან ჰკოცნიდეს, ხრმალსა და სალტეკოტასა

603. კვლა მოვეწონე ვეტურფე, მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა, მზეო ხარ ჩვენთვის ი დარი მივედით ვნახეთ ქალაქი, მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსა, ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათს მეომართა ზედან