... (H-167), XIX ს.

411. შევსთვალე. თუ. მეცა. ვიცი. რაცა. ჩემთვის. გაგიგია. თქვენ. რასაცა. სთათბირობდით. არ. იქმნების. არ. იგია. ბრძანებთ. მოდით. შემებენით. ვითა. წესი. და. რიგია. მეცრა. თქვენთვის. დასახოცლად. ხელი. ხრმალსა. დამიგია.

412. რა. მივიდა. მოციქული. კვლავმცა. რადღა. გამოგზავნეს. კვამლი. შექნეს. ლაშქართათვის. დამალული. გაამჟღავნეს. სამალავით. გამოვიდეს. თავნი. ორგნით. აქარავნეს. შეჰქნეს. რაზმი. მრავალკეცი. თუცა. ღ~თო. ვერა. მავნეს.

413. შუბი. ვთხოვე. ხელი. ჩავჰყავ. მუზარადის. დასარქმელად. საომარად. ატეხილი. ვიყავ. მათად. გამტეხელად. ერთსა. წავსწვდი. უტევანსა. წავგრძელდი. და. წავე. გრძელად. მათ. ურიცხვთა. რაზმი. ეწყო. წყნარად. დგეს. და. აუშლელად.

414. ახლოს. მიველ. შემომხედნეს. შმაგიაო. ესე. თქვესა. მუნ. მივმართე. მკლავ. მაგარმან. სად. უფროსი. ჯარი. დგესა. კაცს. შუბი. ვჰკარ. ცხენი. დავეც. მართ. ორნივე. მიჰხდეს. მზესა. შუბი. გატყდა. ხელი. ჩავჰყავ. ვაქებ. ხრმალო. ვინცა. გლესა.

415. შიგან. ასრე. გავერივე. გნოლის. ჯოგშივითა. ქორი. კაცი. კაცსა. შემოვტყორცე. ცხენ. კაცისა. დავდგი. გორი. კაცი. ჩემგან. განატყორცი. ბრუნავს. ვითა. ტანაჯორი. ერთობ. სრულად. ამოვწყვიტე. წინა. კერძი. რაზმი. ორი.

416. ერთობილნი. მამეხვივნეს. მგრგვლივ. შეიქნა. ომი. დიდი. ვკრი. რასაცა. ვერ. დამიდგის. სისხლსა. მჩქეფრსა. აღმოვღვრიდი. ცხენსა. კაცი. გაკუეთილი. მანდიკურად. გარდავკიდი. სითაც. ვიყვი. გამექციან. მათ. შექნიან. ჩემი. რიდი.

417. საღამო. ჟამ. დაიზახა. ქედით. მათმან. დარაჯამან. ნუღარა. სდგათ. წაედითო. კვლავ. მოგვხედნა. რისხვით. ცამან. მოვა. მტვერი. საშინელი. შეგვაშინა. ამად. ამან. ნუთუ. სრულად. ამოგვწყვიტნეს. უთვალავმან. ბევრმან. სპამან.

418. ჩემნი. ლაშქარნი. რომელნი. წამომეტანნეს. მე. არა. რა. ეცნოთ. წამოსულიყვნეს. ღამე. წამორთვით. ეარა. ვერ. დაიტევდა. მინდორი. და. არე. მთათა. იარა. გამოჩნდეს. სცემდეს. ტაბლაკსა. ბუკმან. ხმა. გაიზიარა.

419. იგი. ნახეს. გასაქცევლად. გაემართნეს. შევკივლენით. ველნი. ჩვენგან. ნაომარნი. ომითავე. გარდავლენით. რამაზ. მეფე. ჩამოვაგდე. ერთმან. ერთსა. გავეჴლმენით. მისნი. სპანი. ყოველნივე. დავიპყრენით. არ. მოვკლენით.

420. უკანანიცა. ლაშქარნი. მოესწრნეს. მათ. გაქცეულთა. დაუწყეს. პყრობა. ჩამოყრა. შეშინებულთა. ძლეულთა. ძალისა. მიხვდა. ნაცვლი. ძილ. მკრთალთა. ღამე. თეულთა. ტყვეთა. მრთელთაცა. არ. აკლდა. კვნესა. მართ. ვითა. სნეულთა.

421. მას. ადგილსა. ნაომარსა. გარდავხედით. მოსვენებად. ჴელსა. ჴრმლითა. დავეკოდე. წყლულად. მაჩნდა. არ. ნაღებად. ჩემნი. სპანი. მოვიდიან. საჭვრეტლად. და. ჩემად. ქებად. ვერ. იტყვიან. ვერ. მიმხვდარან. ქებასაცა. მოხსენებად.

422. ერთსა. კაცსა. ეყოფოდეს. დიდებანი. რომე. მჭირდეს. ზოგთა. შორით. დამლოციან. ზოგნი. კოცნად. გამიპირდეს. რომელთაცა. გავეზარდე. დიდებულნი. ამიტირდეს. ჩემგან. ხმლითა. განაკვეთნი. ნახეს. მეტად. გაუკვირდეს.

423. გავგზავნენ. ყველგან. ლაშქარნი. ალაფი. ავაღებინე. ერთობ. სავსენი. მოვიდეს. თავი. ვაალაღებინე. სისხლითა. მძებნელთა. ჩემთასა. მინდორი. შევაღებინე. არ. ვბრძოლე. კარი. ქალაქთა. უომრად. გავაღებინე.

424. რამაზს. ვარქვი. შემიგნია. საქმე. შენი. სამუხთალე. აწ. ეგრეცა. შეპყრობილმან. თავი. გამოიმართალე. სიმაგრეთა. ნუ. ამაგრებ. ყველა. ჴელთა. მამათვალე. თვარე. შენი. შეცოდება. მემცა. ზედა. რად. წავსთვალე.

425. რამაზ. მითხრა. აღარა. არის. ამის. მეტი. ჩემი. ღონე. ერთი. ჩემი. დიდებული. მომეც. ზედა. მაპატრონე. ციხოვანთა. გაუგზავნო. საუბარი. გამიგონე. ჴელთა. მოგცემ. ყველაკასა. გაღანამცა. შენ. გაქონე.

426. მივეც. ერთი. დიდებული. თანა. სპანი. წავატანენ. ციხოვანნი. ერთობილნი. ჩემს. წინაშე. მოვიყვანენ. ხელთა. მამცეს. სიმაგრენი. ომი. ასრე. შევანანენ. საჭურჭლენი. სიმრავლითა. რასამცა. ვით. დავაგვანენ.

427. მაშინღა. შეველ. ხატაეთს. მოვლად. და. მოსათვალავად. კლიტენი. საჭურჭლეთანი. მომართვეს. დაუმალავად. ქვეყანა. ჩავსხი. უბრძანე. იყვენით. თქვენ. უკრძალავად. მზემან. არ. დაგწვეს. იცოდით. დაგყარე. დაუგვალავად.

428. საჭურჭლენი. გარდავნახენ. თავის. თავის. კიდის. კიდე. უცხო. ფერთა. საჭურჭლეთა. დავშვრები. თუ. მოვსთვალვიდე. ერთგან. ვნახე. საკვირველი. ბახჩა. და. ერთი. რიდე. თუმცა. ნახენ. სახელისა. ცნობასაცა. ინატრიდე.

429. ვერა. შევიგენ. რა. იყო. ანუ. ნაქმარი. რაულად. ვისცა. უჩვენი. უკვირდის. ღვთისაგან. თქვის. მან. სასწაულად. არცა. ლარულად.გებოდა. მას. ქსელი. არ. ორხოულად. სიმტკიცე. გვანდის. ნაჭედსა. ვსთქვი. ცეცხლთა. შენართაულად.

430. იგი. საძღვნოდ. მისად. დავხსენ. ვისი. შუქი. მანათობდა. მეფისათვის. დავარჩივე. საარმაღნოდ. რაცა. ჯობდა. ჯორ. აქლემი. ათჯერ. ასი. ყველაკაი. წვივ. მაგრობდა. დატვირთული. გაუგზავნე. ამბავსაცა. კარგსა. სცნობდა.