... (H-167), XIX ს.

353. მეკეთა. ესე. თათბირი. სიბრძნე. გულისა. მისისა. მისი. მზისაცა. რიდება. ჰქონდის. ნათლისა. ვისისა. მისგან. მომეცა. მოსმენა. არ. საუბრისა. მქისისა. ვისთა. შუქთაგან. უკუნსა. გვანდის. სინათლე. დღისისა.

354. ასმათს. მოვართვი. რჩეული. თვალი. ოქროსა. ჯამითა. ერთი. აიღო. ბეჭედი. მართ. აწონილი. დრამითა. მან. მითხრა. არა. არ. მინდა. ვარ. გამაძღარი. ამითა. ესე. კმა. ნიშნად. სავსე. ვარ. სხვად. ხელის. შესაბამითა.

355. ქალი. ადგა. წამოვიდა. მე. ლახვართა. გულსა. მრიდეს. ლხინმან. ბნელი. განმინათლა. დაშრტეს. ცეცხლნი. რომე. მწვიდეს. შეველ. დავჯე. ნადიმადვე. ჩემნი. სწორნი. სადა. სმიდეს. მხიარულმან. საბოძვარი. გავეც. ზამი. გაადიდეს.

წიგნი ტარიელისა ხატაველთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა:

356. გავგზავნე. კაცი. ხატავეთს. და. წიგნი. ჩემაგიერი. მივსწერე. მეფე. ინდოთა. არისმცა. ღ~თგან.ძლიერი. მათი. ერთგული. გაძღების. ყოველი. სული. მშიერი. ვინცა. ურჩ. ექმნას. იქმნების. თავისა. არ. მადრიერი.

357. ჩვენო. ძმაო. და. პატრონო. თქვენგან. არ. გავიწბილები. ესე. რა. ნახოთ. ბრძანება. აქამცა. მოიარებით. თქვენ. თუ. არ. მოხვალთ. ჩვენ. მოვალთ. ზედა. არ. მოგეპარებით. ჯობს. რომე. გვნახნე. თავისა. სისხლთა. ნუ. ეზიარებით.

358. კაცნი. გავგზავნენ. მე. გულსა. მომეცა. უფრო. ლხინები. დარბაზს. ვიშვებდი. დამევსო. ცეცხლი. წვად. მოუთმინები. მაშინ. სოფელმან. საწუთრო. მიუხვის. რაცა. ვინები. აწ. ხელ. მქმნა. რომე. საახლოდ. მხეცთაცა. მოვეწყინები.

359. პირველ. გაჭრისა. პირობა. მერმე. დასწყნარდეს. ცნობანი. ჩემთა. სწორთაგან. იყვნიან. ჩემს. წინა. დარბაზობანი. მაგრა. დამშლიდეს. ლხინთაგან. სურვილთა. დიადობანი. ზოგჯერ. შემცვიან. სევდათა. ვთქვი. საწუთროს. გმობანი.

360. დღესა. ერთსა. საწოლს. მოველ. მეფის. სრითა. წამოსრული. ვჯე. და. მასვე. ვიგონებდი. არ. მიეცა. თვალთა. რული. წიგნი. მქონდა. საიმედო. ამად. ვიყავ. მხიარული. კარსა. მცველმან. მონა. უხმო. უთხრა. საქმე. დაფარული.

361. მონააო. ასმათისი. საწოლს. უთხარ. შემოყვანა. მოეწერა. გიბრძანებსო. ვისი. მესვა. გულსა. დანა. ლხინმა. ბნელი. განმინათლა. ამიფოლხვა. ჯაჭვთა. მანა. წაველ. მონა. წავიტანე. რამცა. უთხარ. ამისთანა.

362. ბაღჩას. შეველ. არა. დამხვდა. კაცი. ჩემი. მოუბარი. ქალი. წინა. მამეგება. მხიარული. მოცინარი. მითხრა. ვაშად. ამოგიღე. არ. გასვია. გულსა. ნარი. მოდი. ნახე. ვარდი. შენი. უფურჭკნელი. და. დაუმჭკნარი.

363. ამიგდო. ქალმან. ფარდაგი. მძიმე. თავისა. ძალითა. სადა. დგას. კუბო. შემკული. ბალახშითა. და. ლალითა. შინაგან. სჯდა. იგი. პირითა. მზისაებრ. ელვა. მკრთალითა. მე. შემომხედის. ლამაზად. მის. მელნის. ტბისა. თვალითა.

364. დიდხან. ვდეგ. და. არა. მითხრა. სიტყვა. მისსა. მონასურსა. ოდენ. ტკბილად. შემომხედის. ვითამც. რამე. შინაურსა. ასმათ. უთხრა. მოიუბნეს. ქალი. მოდგა. მითხრა. ყურსა. აწ. წადიო. ვერას. გითხრობს. მე. კვლავ. მიმცა. ალმან. მურსა.

365. ასმათ. გამომყვა. წამოველ. ფარდაგი. გამოვიარე. ვთქვი. საწუთროო. ვის. წეღან. გული. დარმანთა. მიარე. მაშინ. მოგეცა. იმედი. ლხინი. რად. გამიზიარე. გულმან. გაყრისა. სიძნელე. კვლავ. უფრო. დაიტიარე.

366. ასმათ. ლხინსა. მიქადებდა. ჩავიარე. შიგან. ბაღი. მითხრა. აგრე. წასვლისათვის. ნუ. გაჩნია. გულსა. დაღი. სიმძიმილთა. ერდო. დახშე. სიხარულის. კარი. აღი. სირცხვილი. აქვს. საუბრისა. მერმე. თავსა. კრძალავს. ლაღი.

367. მე. ვუთხარ. დაო. შენგან. ვეჭვ. ამა. გულისა. წამალსა. ზენაარ. სულთა. ნუ. გამყრი. ამბვითა. მშრეტდი. ამ. ალსა. ჩემთანა. წიგნსა. ნუ. გასწყვეტ. შენ. ზედაზედა. მავალსა. თუ. რას. ცნობ. ჩემთვის. არ. ვეჭვ. მე. შენგან. არ. დანამალსა.

368. შევჯე. წამოველ. მდიოდა. ნაკადი. ცრემლთა. მილისა. საწოლს. შემოველ. ხელ. ქმნილსა. ღონე. არ. მქონდა. ძილისა. ბროლი. და. ლალი. შევიქმენ. მე. ულურჯესი. ლილისა. ღამე. მერჩია. მეწადა. არ. გათენება. დილისა.

369. ხატაეთს. მყოფნი. მოვიდეს. მათგან. მოსულისა. დრონია. სიტყვანი. შემოეთვალნეს. ლაღნი. და. უკადრონია. არცარამ. ჩვენ. ვართ. ჯაბანნი. არ. ციხე. უმაგრონია. ვინ. არის. თქვენი. ხელმწიფე. ჩვენზედა. რა. პატრონია.

წიგნი ხატაველთა მეფისა წინაშე ტარიელის მიწერილი პასუხად:

370. მოეწერა. რამაზ. მეფე. წიგნს. გიწერსა. ტარიელსა. გამიკვირდა. რა. ეწერა. წიგნსა. შენგან. მონაწერსა. რაგვარა. თუ. მანდა. გეხმე. ვინ. ჰპატრონობ. ბევრსა. ერსა. ამის. მეტსა. ნუღა. ვნახავ. კულავღა. წიგნსა. შენ. მიერსა.