... (H-167), XIX ს.

335. გულსა. ვარქვი. თუ. ლახვარნი. ეგე. ვით. დაგაღონებენ. ამილბარი. ვარ. ხელმწიფე. სრულად. ინდონი. მმონებენ. აზრად. შეიქმენ. საქმესა. ათასჯერ. შეაწონებენ. თუ. შეიგებენ. მე. მათთა. არეთა. არ. მარონებენ.

336. კაცი. მოვიდა. მეფისა.სწადსო. ამბვისა. სმინება. მოყვანა. უთხარ. ებრძანა. ქმნაცა. სისხლისა. დინება. მე. ვკადრე. ჴელი. გავიხსენ. დამიწყო. მოჯობინება. წინაშე. მოვალ. ამისთვის. კვლავ. უფრო. მართებს. ლხინება.

337. დარბაზს. მივე. მეფე. ბრძანებს. ამის. მეტსა. ნუ. იქ. აბა. ცხენსა. შემსვა. უკაპარჭო. წელთა. არა. არ. შემაბა. შეჯდა. ქორნი. მოუტევნა. დურაჯები. დაინაბა. მშვილდოსნები. გასაგანნა. იტყოდიან. შაბაშ. შაბა.

338. შინა. დავსხედით. ნადიმად. მას. დღესა. მინდორს. რებულნი. მომღერალნი. და. მუტრიბნი. არ. იყვნეს. სულ. დაღებულნი. მეფემან. გაცა. მრავალნი. თვალნი. ღარიბად. ქებულნი. აუვსებელნი. არ. დარჩეს. მას. დღესა. მათნი. ხლებულნი.

339. ვეცდებოდი. არა. მცალდა. სევდისაგან. თავის. კრძალვად. ვიგონებდი. ცეცხლი. უფრო. მედებოდა. გულსა. ალვად. ჩემნი. სწორნი. წავიტანენ. ჩემსა. დავჯე. მთქვიან. ალვად. შევქმენ. სმა. და. ნადიმობა. პატიჟთა. და. ჭირთა. მალვა.

340. მოლარემან. შინაურმან. ყურსა. მითხრა. ნაუბარი. ქალი. ვინმე. იკითხავსო. ინახვისცა. ამილბარი. ზეწარითა. მოუხურავს. პირი. ბრძენთა. საქებარი. ვარქვი. საწოლს. წაიყვანე. ჩემგან. არის. ნახმობარი.

341. ავდეგ. მსხდომნი. ნადიმობით. აემზადნეს. ასაყრელად. შარდი. უთხარ. ნუ. ასდგებით. მოვალ. ხანსა. დაუზმელად. გამოვე. და. საწოლს. შეველ. მონა. დადგა. კარსა. მცველად. გული. მივეც. თმობა. ქნათა. აუგისა. საკრძალველად.

342. კარსა. შევდეგ. ქალი. წინა. მომეგება. თაყვანი. მცა. ჩემი. მოსლვა. თქვენს. წინაშე. კურთხეულა. რამან. ღირმსცა. გამიკვირდა. მიჯნურისა. თაყუანება. ექნა. ვისმცა. ვთქვი. არ. იცის. აშიკობა. თუმც. იცოდა. წყნარად. ზისმცა.

343. მითხრა. დღე. ეგე. სირცხვილად. მედების. გულსა. ალობა. გგონია. ჩემგან. წინაშე. მაგისთვის. მომავალობა. მაგრა. აწ. მიდებს. იმედსა. შენგან. ცდისაღა. მალობა. ამას. თუ. ვღირს. ვარ. ვერ. ვიტყვი. მაკლია. ღ~თისა. წყალობა.

344. ადგა. მითხრა. თქვენს. მკრძალვასა. ჩემგან. ცნობა. უბნევია. ნუ. მეჭვ. რაცა. პატრონისა. ბრძანებასა. უთქმევია. ეზომ. დიდი. შემართება. გულსა. მისსა. უთნევია. ამა. წიგნმან. გაგაგონოს. ჩემთვის. ვისცა. უთქმევია.

წიგნი პირველი ნესტან დარეჯანისა საყვარელთან:

345. წიგნი. ვნავხე. მისი. იყო. ვისი. მდაგავს. ალი. გულსა. მოეწერა. მზისა. შუქსა. ნუ. დაიჩენ. ლომო. წყლულსა. მე. შენი. ვარ. ნუ. მოკვდები. მაგრა. ბნედა. ცუდი. მძულსა. აწ. ასმათი. მოგახსენებს. ყველაკასა. ჩემგან. თქმულსა.

346. ბედითი. ბნედა. სიკუდილი. რა. მიჯნურობა. გგონია. ჯობს. საყვარელსა. უჩვენნე. საქმენი. საგმირონია. ხატაეთს. მყოფნი. ყველანი. ჩვენნი. მოხარაჯენია. აწ. მათი. ჯავრნი. ჩვენ. ზედა. ჩვენგან. არ. დასათმონია.

347. შენგან. ჩემისა. ქმრობისა. წინასაც. ვიყავ. მდომია. მაგრა. აქამდის. საუბრად. კვლავ. ჟამი. არ. მამხდომია. ძუღან. ხელ. ქმნილსა. გიჭვრეტდი. კუბოსა. შიგან. მჯდომია. მანდა. ყველაი. მასმია. რაცა. შენ. გარდაგხდომია.

348. მართლად. გითხრობ. მომისმინე. ესე. რაცა. მოგახსენე. წა. შეები. ხატაველთა. თავი. კარგათ. გამაჩვენე. გიჯობს. ცუდად. ნუღარა. ტირ. ვარდი. კვლამცა. რად. დასტენე. მზემან. მეტი. რაღა. გიყოს. აჰა. ბნელი. გაგითენე.

349. ასმათი. მეუბნებოდა. უშიშრად. არ. მეკრძალოდა. ჩემი. რა. გითხრა. რა. ვიყავ. ლხინი. რად. დამეთვალვოდა. გული. მი. და. მო. მიარდა. ჰკრთებოდა. და. მემალოდა. მით. პირი. ჩემი. გაბროლდა. და. ღაწვი. გამელალვოდა.

წიგნი პირველი ტარიელისა საყვარელთან:

350. თვალთა. დავიდევ. უსტარი. მე. მისგან. მონაწერია. პასუხად. ვსწერდი. მთვარეო. შენმცა. მზე. ვით. მოგერია. მე. ღ~თნ. იგი. ნუ. მომცეს. რაც. არა. შენი. ფერია. სიზმრად. მგონია. დარჩომა. ჩემი. ვერ. დამიჯერია.

351. ასმათს. ვუთხარ. მე. პასუხსა. ამის. მეტსა. ვერ. მივხვდები. ესე. ჰკადრე. მზეო. რათგან. ჩემთვის. ნათლად. ამოხდები. აჰა. მკვდარი. გამაცოცხლე. ამას. იქით. აღარ. ვბნდები. რაცაღაა. სამსახურსა. ვიტყვი. თუღა. ვერიდები.

352. ასმათ. მითხრა. მე. მიბრძანა. ესე. ვქმნათო. ესე. სჯობდეს. ვინცა. გნახოს. ჩემგან. მისსა. საუბარსა. არაცნობდეს. ჩემად. ნახვად. მოვიდოდეს. შენ. ვითამცა. გაშიკობდეს. დამცავედრა. ამილბარსა. უთხარ. ასრე. ნამუსობდეს.