... (H-167), XIX ს.

315. აწ. წახდეს. იგი. ნათელნი. მზისაცა. მოწუნარენი. მისი. ვერ. გასძლო. ჴსენება. დაბნდა. და. სულთქნა. მწარენი. ყმა. და. ასმათი. ტიროდეს. ხმას. სცემდეს. იგი. არენი. ჭმუნვით. თქვეს. მკლავნი. ცუდ. ქმნილნი. ვაი. გმირთ. მემუქარენი.

316. ასმათმან. წყალი. დაასხა. ცნობად. მოვიდა. ტარია. დიდხანს. ვერა.თქვა. სევდამან. გული. შეუკრა. დარია. დაჯდა. და. მწარედ. სულთ. ითქვნა. ცრემლი. მიწათა. გარია. თქვა. ჩემგან. მისი. ხსენება. ვაიმე. რა. დიდი. ზარია.

317. მიმდომი. საწუთროსანი. მისთა. ნივთთაგან. რჩებიან. იშვებენ. მაგრა. უმუხთლოდ. ბოლოდ. ვერ. მოურჩებიან. ვაქებ. ჭკუასა. ბრძენთასა. რომელნი. ეურჩებიან. ისმენდი. ჩემთა. ამბავთა. თუ. სულნი. შეღამრჩებიან.

318. დურაჯნი. მთხოვეს. გავიღე. სხვა. ვერა. გზაღა. თავისა. დავეცი. დავბნდი. წამიხდა. ძალი. მჴართა. და. მკლავისა. რა. სულად. მოვე. შემესმა. ხმა. ტირილისა. და. ვისა. გარე. მომრტყმოდეს. ჯალაბნი. ვითა. ჩამსხდომნი. ნავისა.

319. შიგან. ვწევ. დიდთა. დარბაზთა. ტურფითა. საგებელითა. ზედ. დამტიროდეს. მეფენი. ცრემლითა. უშრობელითა. პირსა. იხოკდეს. ხელითა. ღაწვისა. გამპობელითა. მუყრნი. მოასხეს. სენითა. მთქვეს. გამაბელზებელითა.

320. მე. რა. მნახა. თვალ. ახმული. მეფე. ყელსა. მამეხვია. ცრემლით. მითხრა. შვილო. შვილო. ცოცხალღა. ხარ. სიტყვა. თქვია. მე. პასუხი. ვერა. გავეც. ვითა. შმაგი. შევკრთი. დია. კვლავ. დავეცი. დაბნედილი. გულსა. სისხლი. გარდმეთხია.

321. სრულნი. მუყრნი. და. მულიმნი. მე. გარე. შემომცვიდიან. მათ. ჴელთა.ქონდა. მუსაფი. ყოველნი. იკითხვიდიან. მტერ. დაცემული. ვეგონე. არ. ვიცი. რასჩმახვიდია. სამ. დღემდის. ვიყავ. უსულო. ცეცხლნი. უშრეტნი. მწვიდიან.

322. აქიმნიცა. იკვირვებდეს. ესე. სენი. რაგვარია. სამკურნალო. არა. სჭირს. რა. სევდა. რამე. შემოჰყრია. ზოგჯერ. შმაგად. წამოვიჭრი. სიტყვა. მცდარი. წამერია. დედოფალი. ზღვასა. შეიქს. მას. რომ. ცრემლი. დაუღვრია.

323. სამსა. დღესა. დარბაზს. ვიყავ. არ. ცოცხალი. არცა. მკვდარი. მერმე. ცნობა. მამივიდა. მივხვდი. რასმე. მიუმხვდარი. ვთქვი. თუ. ჰაი. რაშიგან. ვარ. მე. სიცოცხლე. გარდამხდარი. თმობა. ვსთხოვე. შემოქმედსა. ვკადრე. სიტყვა. სამუდარი.

324. ვთქვი. თუ. ღ~თ. ნუ. გამწირავ. აჯა. ჩემი. შეისმინე. მომეც. ძალი. დათმობისა. ცოტად. ვითა. აღმადგინე. აქა. ყოფა. გამამჟღავნებს. სახლსა. ჩემსა. მიმაწვინე. მანვე. ქნა. და. მორევსჯობდი. გული. წყლული. გავიკურნე.

325. მე. წამოველ. მეფისაგან. კაცი. დია. მოვიდოდა. ახარებდეს. წამოჯდაო. დედოფალი. გამორბოდა. მეფე. მორბის. თავ. შიშველი. არ. იცოდა. რას. იქმოდა. იგი. ღმერთსა. ადიდებდა. სხვა. ყველაი. უჩუმობდა.

326. იქით. და. აქათ. მამისხდეს. მახვრიტეს. სახვრეტელია. მე. მოვახსენე. პატრონო. გული. აწ. უფრო. მრთელია. ცხენსა. შეჯდომა. მომინდა. ვნახნე. წყალნი. და. ველია. ცხენი. მამგვარეს. შეცავჯე. მეფე. ჩემთანა. მვლელია.

327. გამოვედით. მოვიარეთ. მაედანს. და. წყლისა. პირსა. ჩემსა. მივე. დავაბრუნვე. მეფე. მამყვა. სახლთა. ძირსა. შინა. მივე. უარ. გავხე. სხვა. დამერთო. ჭირი. ჭირსა. ვთქვი. თუ. მოვკვდე. ბედი. ჩემი. ამის. მეტსა. არას. ღირსა.

328. ზაფრანის. ფერად. შესცვალა. ბროლი. ცრემლისა. დანამან. გული. უფრორე. დამიჭრა. ათი. ათასმან. დანამან. საწოლის. მეკრე. შემოდგა. მოლარე. გაიყვანა. მან. ვთქვი. თუ. რა. იცის. ამბავი. ნეტარ. ან. იმან. ან. ამან.

329. მონააო. ასმათისი. რა. იცისო. ვარქვი. ვჰკითხე. შემოვიდა. სააშიყო. წიგნი. მომცა. წავიკითხე. გამიკვირდა. სხვად. ვითამცა. ვქმენ. გულისა. მწველთა. სითხე. მისგან. ეჭვა. არა. მქონდა. სევდად. მაწვა. გულსა. მით. ხე.

330. მე. გამიკვირდა. სით. უყვარ. ანუ. ვით. მკადრებს. თხრობასა. მიუყოლობა. არ. ვარგა. დამწამებს. უზრახობასა. ჩემგან. იმედსა. გარდასწყვეტს. მერმე. დამიწყებს. გმობასა. დავსწერე. რაცა. პასუხად. მართებდა. აშიკობასა.

331. დღენი. გამოხდეს. მე. გული. უფრორე. დამწვეს. მე. ალთა. ვეღარ. უჭვრეტდი. ლაშქართა. მინდორს. თამაშად. მავალთა. დარბაზს. ვერ. მიველ. მკურნალთა. დამიწყეს. მოსვლა. მრავალთა. მაშინ. დავიწყე. გარდახდა. სოფლისა. ლხინთა. და. ვალთა.

332. მათ. ვერა. მარგეს. მე. გულსა. ბინდი. დამეცა. ბნელისა. სხვამან. ვერავინ. შემატყო. ბინდი. ცეცხლისა. ცხელისა. სისხლი. დამწამეს. მეფემან. ბრძანა. გაჴსნევა. ჴელისა. გავიხსენ. ფარვად. პატიჟთა. არვისგან. საეჭველისა.

333. ჴელ. გახსნილი. სევდიანი. საწოლს. ვიყავ. თავის. წინა. ჩემი. მონა. შემოვიდა. შევხედენ. თუ. თქვას. რა. მინა. მონააო. ასმათისა. შემოყვანა. უთხარ. შინა. გულსა. შინა. დაუზრახე. რა. მპოვაო. აქა. ვინა.

334. მონამან. წიგნი. მომართვა. მე. წავიკითხე. ნებასა. წიგნსა. შევატყევ. ლამობდა. მოსვლისა. მოსწრაფებასა. პასუხად. ვწერდი. ჟამია. მართალ. ხარ. გაკვირვებასა. მოვალ. თუ. მიხმობ. მე. ნუ. მეჭვ. მოსლვისა. დაზარებასა.