... (H-167), XIX ს.

508. მე. ვკადრე. ღ~თნ. აშოროს. მის. ყმისა. შენი. ქმარობა . . რა. შემოვიდენ. ინდოეთს. შევიგნა. მათი. გმირობა. უჩვენო. ჩემი. ძალ. გული. და. ჩემი. ჭანგ. მახვილობა. ასრე. დავჴოცნე. შეეძლოს. აღარას. არ. სახმარობა.

509. მიბრძანა. თუ. ჴამს. დიაცი. დიაცურად. საქმე. დედლად. დიდსა. სისხლსა. ვერ. შეგაქნევ. ვერ. ვიქმნები. შუა. კედლად. რა. მოვიდეს. სიძე. მოჰკალ. მათთა. სპათა. აუწყვედლად. ქნა. მართლისა. სამართლისა. ხესა. შეიქს. ხმელსა. ნედლად.

510. ასრე. ქენ. ჩემო. ლომო. და. მჯობო. ყოველთა. გმირთაო. მიპარვით. მოჰკალ. სასიძო. ლაშქართა. ნუ. მოირთაო. მისთა. სპათაცა. ნუ. დახოც. ზროხათა. ვითა. ვირთაო. დიადი. სისხლი. უბრალო. კაცმანცა. ვით. იტვირთაო.

511. იგი. რა. მოკლა. ეუბენ. პატრონსა. ჩემსა. მამასა. ჰკადრე. თუ. სპარსთა. ვერა. ვიქ. ინდოეთისა. ჭამასა. ჩემია. მკვიდრი. მამული. არ. მივსცემ. არცა. დრამასა. არ. დამეხსნები. გაგიხდი. ქალაქსა. ვითა. ტრამასა.

512. ჩემი. ყოლა. ნურა. გინდა. სიყვარული. ნუცა. ნდომა. ამით. უფრო. მოგეცემის. სამართლისა. შენ. მოხდომა. ქნას. მეფემან. ყელ. მოტეხით. შემოხვეწა. შემოკდომა. ხელთა. მოგცემ. თავსა. ჩემსა. შეგვფეროდეს. ერთგან. სხდომა.

513. ესე. მეტად. მომეწონა. თათბირი. და. გამორჩევა. ჩემთა. მტერთა. დავაცადე. დასახოცლად. ხრმლისა. ქნევა. მერმე. ავდეგ. წამოსავლად. მან. დამიწყო. ქვე. ქვე. წვევა. მწადდა. მაგრა. ვერ. შევმართე. შეჭიდება. შემოხვევა.

514. ხანი. დავყავ. გავეყარე. მაგრა. გავხე. ვითა. ხელი. ასმათ. წინა. ჩამამიძღვა. ჩამდიოდა. ცრემლი. ცხელი. ჭირი. ბევრჯელ. ვაათასე. ლხინი. ჩემი. ვაერთხელი. მერმე. წასვლა. არა. მწადდა. ამად. მივალ. არ. ფიცხელი.

515. მოვიდა. კაცი. სასიძო. მოვაო. მოსლვა. გვახარა. მაგრა. თუ. ღ~თი. რას. უზამს. არა. იცოდა. გლახ. არა. მეფესა. მიხვდა. სიამე. არ. სიტყვა. ივაგლახა. რა. მიბრძანა. ახლოს. მიმისვა. მოდიო. თავი. დახარა.

516. მიბრძანა. ჩემთვის. ესე. დღე. ლხინი. და. სიხარულია. გარდავიხადოთ. ქორწილი. ჴამს. ვითა. დასასრულია. კაცი. გავგზავნოთ. მოვიღოთ. ყოვლგნით. საჭურჭლე. სრულია. უხვად. გავსცემდეთ. ვავსებდეთ. სიძუნწე. უმეცრულია.

517. მე. გავგზავნენ. ყოვლგნით. კაცნი. საჭურჭლეთა. წამომხმელნი. სასიძოცა. მოგვივიდა. იყვნეს. ხანსა. არ. დამზმელნი. შიგნით. ჩვენნი. გაეგებნეს. გარეთ. მოდგეს. ხორაზმელნი. მათ. ლაშქართა. ერთგან. მყოფთა. ვერ. იტევდეს. ვერცა. ველნი.

518. მეფემან. ბრძანა. მოჰკაზმეთ. კარვითა. მოედანია. გამოისვენოს. სიძემან. დაყოს. ცოტაი. ხანია. მუნ. მისად. ნახვად. გავიდენ. უშენოდ. სპანია. სხვანია. შენ. აქა. ნახენ. კმარიან. აქა. ნახვისად. კმანია.

519. მაედანს. დავდგი. კარვები. წითლისა. ატლასებისა. მოვიდა. სიძე. გარდახდა. დღე. გვანდა. არ. აღვსებისა. შეიქმნა. გასლვა. შიგანთა. ჯარია. მუნ. ხასებისა. დაიწყეს. დგომა. ლაშქართა. თემ. თემად. დას. დასებისა.

520. ცხენისაგან. არ. გარდავხე. წაველ. ფიცხლად. დავმორჩილდი. ქალი. დამხვდა. ნატირები. ვკითხე. ცრემლსა. რასა. მილდი. მითხრა. შენი. შესწრობილი. ტირილსამცა. ვით. ავსცილდი. გაუწყვეტლად. ვით. გამართლო. რაგვარამცა. გავაქილდი.

521. შევედით. ვნახეთ. ბალიშსა. ზედა. წარბ. შერჭმით. მჯდომარე. მზე. ვეღარას. იქს. მის. მეტსა. მას. განენათლა. რომ. არე. წავრსდეგ. მიბრძანა. რასა. სდგა. დღე. მიგიჩს. შენ. საომარე. ანუ. გამწირე. მიტყუვე. და. კვლაცა. მაიმცთომარე.

522. მე. მეწყინა. აღარა. ვსთქვი. ფიცხლად. გარე. შემოვბრუნდი. უკუვჰყივლე. აწ. გამოჩნდეს. არ. მინდოდეს. ვისცა. უნდი. ქალი. ომად. რაგვარ. მაწვევს. აგრე. ვითა. დავძაბუნდი. შინა. მოველ. მოკლვა. მისი. დავაპირე. არ. დავყმუნდი.

523. ასსა. უბრძანე. მონასა. საომრად. დაემზადენით. შევსხედით. გავლეთ. ქალაქი. არა. ვის. გავეცხადენით. კარავსა. შეველ. იგი. ყმა. ვითა. წვა. ზარამც. თქმად. ენით. უსისხლოდ. მოვკალ. იგი. ყმა. თუცა. ჰხმდა. სისხლისა. დენით.

524. კარვის. კალთა. ჩახლათული. ჩავსჭერ. ჩავაქარაბაკე. ყმასა. ფეხთა. მოვეკიდე. თავი. სვეტსა. შეუტაკე. წინა. მწოლთა. დაიძახეს. გლოვა. მიხვდა. საარაკე. ცხენსა. შევჯე. და. წაცამოველ. ჯაჭვი. მეცვა. საკურტაკე.

525. ჴმა. დამივარდა. შეიქნა. ზახილი. მოსაწევარი. წამოველ. წევნა. დამიწყეს. დავხოცე. ჩემი. მდევარი. ქალაქი. მქონდა. მაგარი. მტერთაგან. მოურევარი. მუნ. შიგან. შეველ. მშვიდობით. ამოდ. იგივე. მე. ვარი.

526. კაცი. გავგზავნენ. ვაცნობე. ყოვლგან. ლაშქარსა. ყველასა. აქა. მომართეთ. ვინცაღა. ჩემსა. იქმოდეთ. შველასა. არ. გასწყდა. მოსლვა. მდევართა. ღამესა. დია. ბნელასა. ჩემსა.რა. სცნიან. ცვიდიან. თავებსა. მათსა. მრთელასა.

527. ცისკრად. ავდეგ. შევეკაზმე. რა. გათენდა. ღამე. დილად. ვნახენ. სამნი. დიდებულნი. მეფისაგან. მოგზავნილად. ებრძანა. თუ. ღ~თნ. იცის. გამეზარდე. ვითა. შვილად. ჩემი. ასრე. რად. შესცვალე. სიხარული. სიმძიმილად.