... (H-167), XIX ს.

391. რაცა. შეგცოდეთ. შეგვინდე. თვით. ჩვენცა. შეგვინანია. თუ. ღ~თითა. შეგვიწყალებდეთ. აქა. ნუ. მოვლენ. სპანია. ქვეყანა. ჩვენი. არ. ასწყდეს. რისხვით. არ. დაგუტყუეს. ცანია. შენ. მოგცეთ. ციხე. ქალაქი. მოგყვენ. ცოტანი. ყმანია.

392. ვინცა. დავისხენ. ვეზირნი. ვიუბნეთ. გავეზრახენით. მითხრეს. თუ. ხარო. ყმაწვილი. ბერნი. მით. გკადრებთ. გლახ. ენით. არიან. მეტად. მუხთალნი. ჩვენ. ერთხელ. კვლავცა. ვნახენით. არამცა. მოგკლან. ღალატად. არამცა. ვივაგლახენით.

393. ჩვენ. ამას. ვარჩევთ. წახვიდე. კარგითა. მართ. მამაცითა. ლაშქარნი. ახლოს. გეკიდნენ. ცნობდენ. ამბავსა. კაცითა. გულ. მართლად. იყვნენ. მიენდე. აფიცე. ღვთითა. და. ცითა. არ. დაგმორჩილდენ. შერისხდი. რისხვითა. კვლავ. და. კვლავ. ცითა.

394. მეკეთა. ესე. თათბირი. ვაზირთა. ნავაზირები. შევსთვალე. რამაზ. მეფეო. ვსცან. შენი. დანაპირები. სიკვდილსა. გიჯობს. სიცოცხლე. დაგვიდგამს. ვერ. ქვიტკირები. ლაშქართა. დავყრი. ცოტათა. წამოვალ. შენ. კერძ. ვირები.

395. მათ. ლაშქართაგან. სამასნი. კარგი. მოყმენი. ქველანი. თანა. წამომყვეს. წაცაველ. დავყარენ. სპანი. ყველანი. დავედრე. სადა. მე. მევლოს. ვლენით. იგივე. ველანი. ახლოს. მამდევდით. მიშველდით. გიხმობ. თუ. მინდა. შველანი.

396. სამ. დღე. ვიარე. მემთხვია. სხვა. კაცი. მისვე. ხანისა. კვლავ. ეძღვნა. უცხო. მრავალი. შესამოსელი. ტანისა. ებრძანა. მწადსო. სიახლე. შენ. ლაღისა. და. ჯანისა. რა. შეგეყარო. მაშინ. სცნა. შენ. ძღნობა. ამისთანისა.

397. კვლაცა. ეთქვა. მართალია. აზომ. ჩემი. მონახსენი. მე. თვით. წინა. მოგეგები. მესწრაფების. ნახვა. შენი. მოახსენე. დია. ღმერთო. ბრძანება. ვქნა. მეცა. თქვენი. ტკბილად. ვნახოთ. ერთმანერთი. ვიყვნეთ. ვითა. მამა. ძენი.

398. მუნით. წასული. ჩამოვხე. ტევრისა. რასმე. კიდესა. კვლავ. მოციქულნი. მოვიდეს. სალამად. არ. დამრიდესა. წინა. ტურფათა. ტაიჭთა. ძღვნად. ჩემთვის. მოზიდვიდესა. შენსა. ნახვასა. მეფენი. თქვეს. მართლად. ინატრიდესა.

399. მითხრეს. მეფე. მოგახსენებს. მეცა. შენ. კერძ. ვიარები. სახლით. ჩემით. წამოსრული. ხვალე. ადრე. შეგეყრები. მოციქულნი. დავაყენენ. ხარგა. დავდგი. არ. მზირები. მეტად. ამოდ. უალერსე. ერთგან. დაწვეს. ვით. მაყრები.

400. კარგი. საქმე. კაცსა. ზედა. აზომ. თურმე. არ. წახდების. ერთი. კაცი. უკმორესწთა. მოდგა. მალვით. მეუბნების. დიდი. მაცო. თქვენი. ვალი. ჩემგან. ძნელად. გარდიხდების. გაწირვა. და. დავიწყება. ჩემგან. თქვენი. არ. იქნების.

401. მე. მამისა. თქვენისაგან. ვარ. ცოტაი. განაზარდი. თქვენი. მესმა. საღალატო. საცნობელად. გამოვარდი. მკვდარი. მიმძიმ. სანახავად. ტანი. მჭევრი. პირი. ვარდი. ყველასავე. მოგახსენებ. გამიგონე. დამიწყნარდი.

402. რომე. ცუდად. არ. მოღორდე. ისი. კაცნი. გღალატობენ. ერთგან. შენთვის. დამალულნი. სპანი. ასჯერ. ათასობენ. კვლავ. სხვაგან. გიდგს. სამი. ბევრი. ასრე. ფიცხლად. მით. გიხმობენ. აწვე. თავსა. არ. ესწრობი. ფათერაკსა. შეგასწრობენ.

403. მეფე. ცოტათ. მოგეგებვის. ვის. მჭვრეტნი. ვერ. გელევიან. მალვით. ჩაიცმენ. აბჯარსა. მიენდო. მით. გეთნევიან. კვამლსა. შეიქმენ. ლაშქარნი. ყოველგნით. მოგეხვევიან. რა. ერთსა. გცემენ. ათასნი. ეგრეცა. მოგერევიან.

404. მას. კაცსა. ამოდ. ვეუბენ. და. მადლსა. გარდვიხდიდია. რომე. არ. მოვკვდე. შემოგზღო. შენ. ამას. ინატრიდია. აწ. ამხანაგთა. არ. გიგრძნან. წადი. მათთანა. ვლიდია. თუ. დაგივიწყო. უთუოდ. მეცა. ვარ. განაკიდია.

405. არვის. გავენდევ. სულდგმულსა. დავმალე. ვითა. ჭორია. რაცა. იქმნების. იქმნების. ყოვლი. თათბირი. სწორია. მაგრა. სპათაკენ. გავგზავნე. კაცი. თუ. გზაცა. შორია. შევთვალე. ფიცხლად. წამოდით. მოგრაგნეთ. მთა. და. გორია.

406. მე. დილასა. მოციქულთა. სიტყვა. ტკბილი. შევუთვალე. რამაზს. კადრეთ. მოგეგებვი. მოდი. მოვალ. მეცა. მალე. ნახევარ. დღე. სხვა. ვიარე. ჭირსა. თავი. არ. ვაკრძალე. განგებაა. დღესცა. მამკლავს. ქვემცა. სადა. დავიმალე.

407. ქედსა. რასმე. გარდავადეგ. მინდორს. მტვერი. დავინახე. ვთქვითუ. მოვა. რამაზ. მეფე. ჩემთვის. უდგამს. თუცა. მახე. ჩემი. გაჰკვეთს. ხორცსა. მათსა. ხრმალი. ბასრი. შუბი. ახე. მაშინ. ვუთხარ. სპათა. ჩემთა. სახე. დიდი. დაუსახე.

408. ვთქვი. თუ. ძმანო. ისი. კაცნი. ჩვენ. ღალატსა. გვიდგებიან. მკლავთა. თქვენთა. სიმაგრენი. ამისთვისმცა. რად. დალბიან. ვინმცა. მოკვდეს. მეფეთათვის. სულნი. მათნი. ზეცას. რბიან. აწ. შევებნეთ. ხატაელთა. ხრმალნი. ცუდად. რას. გვაბიან. .

409. უბრძანე. ჩაცმა. აბჯრისა. ლაღმან. სიტყვითა. ხაფითა. დავეკაზმენით. საომრად. ჯაჭვ. ჯავშანითა. ქაფითა. რაზმი. დავაწყევ. მივმართე. წაველ. დიდითა. სწრაფითა. მას. დღესა. ჩემი. მებრძოლი. ჩემანვე. ხრმალმან. დაფითა.

410. მივეახლენით. შეგვატყვეს. მათ. ტანსა. აბჯარცმულობა. კაცი. მოვიდა. მომართვა. მეფისა. მოციქულობა. ეთქვა. თუ. ჟამად. გვაჩნია. ჩვენ. თქვენი. არ. ორგულობა. აბჯრითა. გხედავთ. შეგქვნია. აწ. ამად. გულ. ნაკლულობა.