... (H-167), XIX ს.

297. წამოსრულხარ. ჩემად. ძებნად. პატრონისა. სამსახურად. ღ~თნ. ქნა. და. გიპოვნივარ. შენცა. ცდილხარ. მამაცურად. მაგრა. ჩემსა. რა. გიანბობს. გამოჭრილვარ. ასრე. თუ. რად. მე. თუ. ვიტყვი. დამწვავს. ცეცხლი. ცხელი. შემიქს. ალად. მურად.

298. ამას. დაყმუნდა. ტარიელ. დამწვარი. დავალებული. ასმათს. უბრძანა. მას. აქეთ. შენ. ხარ. ჩემთანა. ხლებული. რად. არა. იცი. უწამლო. არს. ლები. ესე. ლებული. კვლავ. ესე. ყმა. მწვავს. მტირალი. ცრემლითა. დავალებული.

299. კაცმან. ვით.პოოს. ღ~თისაგან. რაცა. არ. დანაბადია. მით. გული. ჩემი. საჴმილმან. აწ. ასრე. დანაბა. დია. კვლავ. გზასა. მიკრავს. მიჭირავს. მითქს. ბადე. დანაბადია. აწ. ხელთა. ნაცულად. ლხინისა. ჩალა. მაქუს. და. ნაბადია.

300. მაგრამ.ღ~თნ. მოწყალემან. მით. ცნობითა. ერთი. მზითა. ორი. მისი. მოწყალება. დღესცა. მამცა. ამა. გზითა. პირველ. შეყრის. მოყვარულთა. ჩემით. რათმე. მიზეზითა. კვლავ. ნუთუმცა. სრულად. დამწვა. ცეცხლთა. ცხელთა. ანაგზითა.

301. ყმასა. უთხრა. ვინცა. კაცმან. ძმა. ანუ. თუ. დაცა. იდოს. ჴამსო. მისთვის. სიკვდილსა. და. ჭირსა. თავი. არ. დარიდოს. ღ~თნ. ერთი. რად. აცხოვნოს. თუ. მეორე. არ. წაწყმიდოს. შენ. ისმენდი. მე. გიამბობ. რაღა. გინდა. წამეკიდოს.

302. ასმათს. უთხრა. მოდი. მოჯე. თანა. წყალი. მომიტანე. დაბნედილსა. მაპკურებდი. გული. მითა. გარდამბანე. მკვდარი. მნახო. დამიტირე. სულთქნა. გაათანისთანე. მე. სამარე. გამითხარე. აქა. მიწა. მიაკვანე.

303. ღილ. ჩახსნილი. საამბობლად. დაჯდა. მხარნი. ამოყარნა. ვითა. მზე. ჯდა. მოღრუბლებით. დიდხან. შუქნი. არ. ადარნა. ვერ. გაახვნა. სასაუბროდ. მან. ბაგენი. გაამყარნა. მერმე. სულთქნა. დაიძახნა. ცრემლნი. ცხელნი. გარდმოყარნა.

304. მოთქვამს. აჰი. საყვარელო. ჩემო. ჩემთვის. დაკარგულო. იმედო. და. სოცოცხლეო. გონებაო. სულო. გულო. ვინ. მოგკვეთა. არა. ვიცი. ხეო. ედემს. დანერგულო. ცეცხლმან. ცხელმან. ვით. ვერ. დაგწვა. გულო. ასჯერ. დადაგულო.

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი:

305. ისმენდი. მიეც. გონება. ჩემთა. ამბავთა. სმენასა. საუბართა. და. საქმეთა. ვითა. ძლივ. ვათქმევ. ენასა. იგი. ვინ. ხელმქნა. მოველი. მისგან. აროდეს. ლხენასა. ვისგან. შეუცავ. სევდასა. სისხლისა. ღვართა. დენასა.

306. ინდოეთს. შვიდთა. მეფეთა. ყოვლი. კაცი. ხართ. მცნობელი. ექვსი. სამეფო. ფარსადანს. ჰქონდა. თვით. იყო. მფლობელი. უხვი. მდიდარი. უკადრი. მეფეთა. ზედა. მფლობელი. ტანად. ლომი. და. პირად. მზე. ომად. მძლე. რაზმთა. მწყობელი.

307. ავენთი. დამწვეს. მამისა. სახმილთა. დაუშრტელთა. უკუნით. გამომიყვანეს. ხასთა. მათ. წინამდგომელთა. გამოსლვისათვის. ზეიმი. შექნეს. ინდოეთს. მფლობელთა. შორს. მამეგებნეს. მაკოცეს. პატივით. ვითა. მშობელთა.

308. მათ. საჯდომთა. ახლოს. დამსვეს. პატივი. მცეს. ძისა. დარად. მის. ხელისა. საურავი. მათ. ორთავე. მითხრეს. წყნარად. ურჩ. ვექმენ. და. მისეულთა. წესთა. ქცევა. მიჩნდა. ზარად. არ. მამეშვნეს. დავმორჩილდი. თაყვანისვეც. ამილბარად.

309. აღარა. ვიცი. დამვიწყდეს. თუცა. დიადი. წელია. გიამბო. ჩემი. ამბავი. განა. რაზომცა. ძნელია. ცრუ. და. მუხთალი. სოფელი. მიწყივ. ავისა. მქნელია. მისთა. ნაკვეთთა. წინწალი. დამეცეს. ხანგრძლად. მწველია.

ამბავი ტარიელისა პირველად გამიჯნურებისა:

310. კვლავ. დაიწყო. თქმა. ამბისა. მან. რა. ხანნი. მოიტირა. დღესა. ერთსა. მე. და. მეფე. მოვიდოდით. გვენადირა. მიბრძანა. თუ. ქალი. ვნახოთ. ხელი. ხელსა. დამიჭირა. მის. ჟამისა. მხსენებელი. მე. სულდგმული. არ. გვიკვირა.

311. ბაღჩა. ვნახე. უტურფესი. ყოვლისავე. სალხინოსა. მფრინველთაგან. ჴმა. ისმოდა. უამესი. სირინოსა. მრავლად. იყო. სარაჯები. ვარდის. წყლისა. აბანოსა. კარსა. ზედა. მოჰფარვიდა. ფარდაგები. ოქსინოსა.

312. მეფემან. ახმა. დურაჯთა. მითხრა. მიტანად. ქალისა. გამოვუხვენ. და. წავედით. ჩემად. სადებლად. ალისა. მაშინ. დავიწყე. გარდახდა. მე. საწუთროსა. ვალისა. ალმასისა. ხამს. ლახვარი. ლახვრად. გულისა. სალისა.

313. ვიცოდი. სწადდა. არვისგან. ნახვა. მის. მზისა. დარისა. მე. გარე. ვდეგ. და. მეფემან. შევლო. ფარდაგი. კარისა. ვერას. ვხედევდი. ოდენ. ხმა. მესმოდა. საუბარისა. ასმათს. უბრძანა. გამოხმა. დურაჯთა. ამილბარისა.

314. ასმათ. ფარდაგსა. აზიდნა. გარეთ. ვსდეგ. მოფარდაგულსა. ქალსა. შევხედენ. ლახვარი. მეცა. ცნობასა. და. გულსა. მოვიდა. მივსცნე. დურაჯნი. მთხოვა. ცეცხლითა. დაგულსა. ვაიმე. მას. აქათ. სახმილსა. დავუწვავ. ნიადაგულსა.