... (H-167), XIX ს.

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაველთა ზედა:

431. წიგნი. დავსწერე. მეფეო. სვემცა. არს. თქვენი. სვიანად. მე. ხატაელთა. მიმუხთლეს. თუმცა. მათ. ეცა. ზიანად. ჩემი. ამბავი. დასტური. ამად. გაცნობე. გვიანად. მეფე. შევიპყარ. მოგივალ. მე. ალაფიან. ტყვიანად.

432. რა. ყველაი. დავიურვე. ხატაეთით. გავემგზავრე. წამოვიხვენ. საჭურჭლენი. სახელმწიფო. დავიავრე. ვერ. მოვეყავ. აქლემითა. აზავრები. ვააზავრე. მოვირჭვენ. და. მოვივლინე. რაცა. მწადდა. აგრე. ვყავრე.

433. ხატაეთისა. ხელმწიფე. მომყვანდა. შეპყრობილია. ინდოეთს. მოველ. მეგება. ჩემი. გამზრდელი. ტკბილია. რა. ქება. მითხრა. არ. ითქმის. ჩემგან. სათქმელად. წბილია. ჴელი. გამიხსნა. შემიკრა. მან. სახვეველი. ლბილია.

434. დგანან. ტურფანი. კარავნი. მოედანს. ჩამოდგომილსა. საუბრისა. და. ჭვრეტისა. ჩემისა. მას. მონდომილსა. მას. დღესა. ედვა. ნადიმი. მას. შიგან. გარდახდომილსა. მიალერსებდეს. მიჭვრეტდა. წინაშე. ახლოს. ჯდომილსა.

435. მას. ღამით. ვსხედით. ნადიმად. მუნ. ამოდ. გავიხარენით. დილასა. ქალაქს. შევედით. მოედნით. ავიყარენით. მეფემან. ბრძანა. ლაშქარნი. უხმენით. შემოსჯარენით. დღეს. ხატაელნი. მიჩვენეთ. ტყვენიცა. შემამგვარენით.

436. რამაზ. მეფე. მას. წინაშე. შეპყრობილი. მოვიყვანე. ტკბილად. ნახა. ჴელმწიფემან. ვითა. შვილი. სააკვანე. ორგული. და. მოღალატე. ნამსახურსა. დავაგვანე. ესე. არის. მამაცისა. მეტის. მეტი. სიმგულვანე.

437. მას. მეფესა. ხატაელსა. უმასპინძლა. უალერსა. ჟამიერად. უბრძანებდის. საუბარსა. მათსა. ფერსა. ცისკრად. მიჴმეს. მიბრძანებდეს. მე. სიტყუასა. ლმობიერსა. შეუნდობო. ხატაველსა. მას. აქამდის. შენამტერსა.

438. მე. ვჰკადრე. ღ~თი. ვინადგან. შეუნდობს. შეცოდებულსა. უყავით. თქვენცა. წყალობა. მას. ღონე. გაცუდებულსა. რამაზს. უბრძანებს. იცოდი. გაგზავნი. შეწყალებულსა. მაგრამ. ნუ. გნახავთ. კვლამცაღა. ჩვენს. წინა. გაწბილებულსა.

439. ხარაჯა. დასდვეს. შეჰკვეთეს. დრაჰკანი. ასჯერ. ასია. კვლავ. ხატაური. ათასი. სხვა. სტავრა. სხვა. ატლასია. მერმე. ყველაი. დამოსა. იგი. და. მისი. ხასია. შეწყალებული. გაგზავნა. უყო. რისხვისა. ფასია.

440. ხატაველმან. დაუმადლა. მოდრკა. მდაბლად. ეთაყვანა. მოახსენა. ორგულობა. თქვენი. ღ~თნ. შემანანა. თუღა. ოდეს. მემცა.გცოდო. მაშინ. მამკალ. მემცა. განა. წავიდა. და. ყველაკაი. მისი. თანა. წაიტანა.

441. მოვიდა. კაცი. მეფისა. ცისკრობს. არ. დანაღამია. ებრძანა. შენგან. გავყრილვარ. მას. აქეთ. თვეო. სამია. მინდორს. მოკლული. ისრითა. ნადირი. არ. მიჭამია. არ. დამაშვრალხარ. წამოდი. თუცა. დაშრომის. ჟამია.

442. შევეკაზმე. დარბაზს. მიველ. დამხვდა. ჯარი. ავაზისა. შავარდნითა. სავსე. იყო. სრულად. არე. დარბაზისა. მეფე. ქვე. ჯდა. შეკაზმული. შვენებითა. მსგავსი. მზისა. გაეხარნეს. მოსვლა. ჩემი. ტურფისა. და. ლამაზისა.

443. იდუმალ. ცოლსა. ეუბნა. მართ. ჩემგან. უცოდნელია. ომით. მოსრული. ტარიელ. საჭვრეტად. სასურველია. მან. გაანათლოს. მჭვრეტელთა. გული. რაზომცა. ბნელია. რაცა. დაგვედრო. საქნელად. ქენ. არა. საზოზღნელია.

444. აწ. მითქვამს. საქმე. უშენოდ. შენცა. სცან. ესე. მცნებული. რადგან. ქალია. სამეფო. ჩვენგანვე. სახელ. დებული. ვინცაღა. ნახავს. აწ. ნახოს. აჰა. დღე. ედემს. ხლებული. გვერდსა. დაისვი. ორნივე. სრას. დამხვდით. მოვალ. შვებული.

445. მოვინადირეთ. მინდორი. ძირი. მთისა. და. გორისა. იყო. სიმრავლე. ძაღლისა. შავარდნისა. და. ქორისა. ადრე. დავბრუნდით. ვიარეთ. არ. ეჯი. გზისა. შორისა. აღარ. იბურთეს. დაშლა. ქნეს. თამაშობისა. ორისა.

446. ჩემთა. მჭვრეტელთა. მოეცვა. ქალაქი. შუკა. და. ბანი. ომ. გარდახდილსა. მშვენოდეს. მე. ენიანნი. კაბანი. ფერმიხდილ. გვარად. ვშვენოდი. ვარდი. ცრემლითა. ნაბანი. ვინცა. მიჭვრეტდის. ბნდებოდის. მართლად. არს. არ. კატაბანი.

447. რიდენი. რომე. მეშოვნეს. ქალაქსა. ხატაველთასა. იგი. მეხვივნეს. მშვენოდეს. ვახელებ. გულსა. ხელთასა. მეფე. გარდაჴდა. დარბაზთა. შევედით. ჩემთა. მზრდელთასა. შევხედენ. დავკრთი. ელვასა. ღაწვთა. მზეებრ. ნათელთასა.

448. მას. მზესა. ტანსა. ემოსნეს. ნარინჯის. ფერნი. ჯუბანი. სრულად. ნათლითა. აევსო. სახლი. შუკა. და. უბანი. ზურგით. უდგს. ჯარი. ხადუმთა. დას. დასად. უბან. უბანი. მუნ. ვარდსა. შუა.შვენოდეს. ძოწ. მარგალიტნი. ტყუბანი.

449. ნაომარსა. დაკოდილსა. ჴელი. ყელსა. ჩამომება. დედოფალი. საჯდომთაგან. ადგა. წინა. მამეგება. ვითა. შვილი. გარდამკოცნა. ღაწვი. ვარდი. დამილება. მითხრა. ნუ. ეჭვ. ამას. იქით. თუღა. მტერი. შეღაგება.