ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

391. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული, – წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული, – და კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

392. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა, მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა და წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

393. “ბაღჩა შევლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, და მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.

394. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა შიგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, და მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

395. “დიდ ხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უხმო, მოიუბნეს ქალი მოდგა, მითხრა ყურსა და “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლავ მიმცა ალმან მურსა.

396. “ასმათ გამომყვა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” და გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე!

397. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი. და სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

398. “მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა და თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ დანამალსა”.

399. “შევსჯე, წამოველ, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, და ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა.

400. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე უმაგრონია, და ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია!

წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის წინაშე მიწერილი პასუხად

401. “მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა: გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა, – რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა! და ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა!”.

402. “ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია, იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხრპანია, – და ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია!

403. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, და ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

404. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: და “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

405. “შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა, “ბედი ჩემი უბედური,ვთქვი, ჯერდცა ვერ გამეფდა, და ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა,

406. მონა შემოსდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, და მოდი, ჰსჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

407. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მეჰნახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, და სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

408. “შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ-მონავანითა ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, და საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

409. “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა ჰსჯობდა მეტად. და ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.